დატო ტურაშვილი – ტიბეტი არ არის შორს

დათო ტურაშვილის წიგნში „ტიბეტი არ არის შორს“ ავტორი მოგვითხრობს ქართველთა მოგზაურობაზე იმ საოცარ ქვეყანაში, რომელიც „თავიდან შორეულ ოცნებას ჰგავდა და ბავშვობის წიგნებში თუ ამოგვეკითხა შემთხვევით“. მწერალი თავის სტილში, მხატვრულ-დოკუმენტურად გვიყვება იქ მომხდარ, ტიბეტური სიყვარულის ისტორიით გაჯერებულ ამბებს. კითხვისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ტურაშვილი გვერდით გიზის და უდიდესი გულწრფელობითა და ემოციით გიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს –  ისე, როგორც მეგობარი მეგობარს. გარდა ამისა, მწერალი კიდევ ერთ საოცარ რამეს ახერხებს: საბჭოთა სივრცეში გაზრდილ ქართველს, ერთი შეხედვით, ცოტა რამ თუ უნდა ჰქონდეს საერთო ჰიმალაის ამ ერთი ციცქნა კულტურასთან, მაგრამ დათო ტურაშვილი თავისი სასიამოვნო თხრობითა და მაღალი ინტელექტით ახერხებს დაგვანახოს ის საოცარი დამაკავშირებელი ძაფები, რომლებიც ამ ორ თავისუფლებისმოყვარე ერს შორისაა გაბმული. ყოველივე ამის შემდეგ კი მკითხველის გულშიც ჩნდება ის პატარა ადგილი, რომელსაც ტიბეტი ჰქვია.

თავად წიგნი კი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და სასიამოვნო გემოს გიტოვებს. ამას ერთვის ისიც, რომ დინამიკური თხრობა ბოლო გვერდამდე შენარჩუნებულია და ჯერ კიდევ გაურკვეველ და ორიგინალურ სიყვარულის ამბავს, ბოლომდე გულშემატკივრობ. საბოლოო კვანძი კი ბოლო წინადადებაში იხსნება, როდესაც ავტორი ყველას გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა აღმოაჩინოს საკუთარი ტიბეტი – ქვეყანა, რომელიც არ არის შორს !

* აღნიშნული რევიუ შევიდა თბილისის წიგნის საერთაშორისო მე-14 ფესტივალის კატალოგში

დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. “ტიბეტი” ტურაშვილის ყველზე წარმატებული წიგნი მგონია – მის წინამორბედ “კატმანდუზე” უკეთესიც, არაფეს ვამბობ მომდევნო წიგნებზე. ძალიან სასიამოვნოდ იკითხება და ტურაშვილისთვის დამახასიათებელი იუმორიც გადამდებია კითხვისას.

    Reply
    • ტურიკას შემოქმედებიდან ტიბეტს მხოლოდ “პრაღა გაზაფხულის გარეშე” მირჩევნია❤
      ეს წიგნი კი ბაკურს რაც გამოუცია ქართველები, ყველაზე მეტად მომწონს მათ შორის. შესანიშნავი ნაწარმოებია

      Reply
  2. jesus

     /  May 28, 2012

    პარასკევს ვიყიდე ოღონდ ჯერ არ ვაპირებ წაკითხვას. კარგ ამოსასუნთქ მომენტს ველოდები ^^

    Reply
    • კარგსაც შვები.
      დაელოდე ეგეთ მომენტს და ერთი წაკითხვით უდიდეს სიამოვნებას იგრძნობ, რაც მთავარია დაისვენებ წიგნის კითხვისას. მაგრამ მე მაინც გირჩევ, არ შეხედო მხოლოდ ისე, როგორც დოკუმენტურ მასალას. თუ კარგად დააკვირდები რაღაც-რაღაც გემრიელ ლიტერატურულ სიღრმეებსაც აღმოაჩენ🙂

      Reply
  3. საერთოდ არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას ერთიდაიგივე წიგნს სამჯერ რომ კითხულობენ,მაგრამ ტიბეტი გამონაკლისია ))))
    მთელი გულით მიხარია,რომ ტურაშვილი ამ დროში ცხოვრობს😀❤

    Reply
    • ზოგადად ტურიკა არის გამონაკლისი ჩემი აზრით❤
      ამ პროექტის წყალობით პირადად გავიცანი ეს მწერალი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. უზომოდ ბედნიერი ვარ ამის გამო❤

      ტურიკას პრაღა მაქვს 5ჯერ წაკითხული :დ
      საოცარი წიგნები აქვს❤

      Reply
      • ხოო? მე კი იმით ვარ კმაყოფილი ამასწინ მქონდა საშუალება რამოდენი საათი მესმინა მისთვის,როგორ მშურს შენი, შენ ხომ არ იცი,😀
        სრულიად გეთანხმები,გამონაკლისია და ამასთანავე დიდი პლიუსია 21-ე საუკუნის საქართველოსთვის

  4. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე და ძალიან,ძალიან მომეწონა.მთლიანადა წიგნი გულში ჩამწვდომია.:)))რამდენიმე ფრაზა განსაკუთრებით დამამახსოვრდა
    1.ტიბეტელების ღრმა რწმენით ადამიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ბედნიერი,როცა თავისუფალია.
    2.სიცოცხლის არსიც ეგაა,რომ გაფრენა შეძლო,ოღჴნდ ნარკოტიკის გარეშე
    ტიბეტელები ტიროდნენ,მღეროდნენ და სამშობლოშჳ დაბრუნებაზე ხმამაღლა ოცნებობდნენ.
    3.ვერავინ გაიგო რატომ ამბობდა თენზინ გიათსო უარს დიდ თანამდებობაზე და ირჩევდა პატარა სამშობლოს.
    კიდევ ბევრი სხვაც მომეწონა…….

    Reply
    • მართლაც გენიალური წიგნია.
      ერთი შეხედვით უმარტივესი წასაკითხი, მაგრამ იმდენად დიდი აზრის მატარებელია, რომ რა ვიცი რა❤

      ტამელის ჰიპების ღონისძიებებს ადევნე თვალი ფეისბუქზე და უახლოეს დღეებში შენთვის ძალიან კარგ რაღაცას გადააწყდები😉

      Reply
  1. “ტამელის ჰიპები” წიგნის ფესტივალზე « ანესთეზირებული ბლოგი
  2. “ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი
  3. შვიდი დღე ტიბეტში « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: