ვინც არ კითხულობს, ის არც ზის !

„წიგნების თაობის“ ფარგლებში იმდენი ფლეშმობი თუ ფსევდოფლეშმობი ჩატარდა, რომ „ტამელის ჰიპებმაც“ გადავწყვიტეთ ერთი ასეთი, კარგი, ლიტერატურული ღონისძიება ჩაგვეწერა აქტივში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ავამოქმედეთ გეგმა სახელად „ვინც არ კითხულობს, ის არც ზის!“. სინამდვილეში ეს სახელი მანამდე აზრადაც არ მოგვსვლია, ის უშუალოდ ფლეშმობის დროს დაიბადა და მიგვაჩნია, რომ ძალზედ შეეფერებოდა ჩვენს დღევანდელ აქტივობას.

დილით, როდესაც ხალხი რუსთაველზე გრანდიოზულ გამოფენაზე წასვლას იწყებდა, „ტამელის ჰიპებმა“ და მეგობრებმა, 59 ნომერ ავტობუსს ავაკითხეთ და ყველა ადგილი მკითხველისათვის უკანონოდ დავაწესეთ; ჩამოვჯექით და დავიწყეთ კითხვა. გარდა იმისა, რომ ამით კითხვის პროპაგანდას ვეწეოდით, გვინდოდა ხალხი წიგნების ფესტივალითაც დაგვეინტერესებინა.

ის, რომ ფლეშმობი წარმატებული იქნებოდა და ჩანაფიქრს გაამართლებდა პირველივე მგზავრის სახეზე შევნიშნეთ, როდესაც გაკვირვებულმა მთლიან ავტობუსს გადაჰხედა და მიხვდა თუ რა „შარში გაეხვა“ (დარწმუნებული ვარ ისიც და სხვა მგზავრებიც ასევე ადვილად მიხვდნენ, რომ მთელი გზა ფეხზე მოუწევდათ დგომა). გაკვირვება იბადებოდა ყველა იმ მგზავრის სახეზეც, რომელიც ამ ავტობუსში, ადრე თუ გვიან, ფეხს ამოადგამდა. ამ გაკვირვებული ხალხისგან უხვად ისმოდა  შეკითხვები თუ რატომ ვაკეთებდით ამას, რა გვინდოდა ამით გვეთქვა, „ოპოზიციიდან ვიყავით?“ , „ხო ნამდვილად 59 ნომერი იყო?“ და სხვა.

ფლეშმობის დროს ხალხთან გამოლაპარაკებისას, რამდენიმე ადამიანი წიგნის ფესტივალზეც მოვიწვიეთ და მათთან სასიამოვნო საუბარიც შედგა, მაგრამ ფლეშმობმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც უკვე გადაჭედილ ავტობუსში მკითხველებს ნამდვილი აჯანყება მოგვიწყვეს;

-დაგვსვითო !

ამ დროს, ზოგმა ისე გაუტია, რომ შეურაცხყოფაზეც გადმოვიდა. გვეძახდნენ გაუნათლებლებსაც. იყო აღშფოთება სახელად „დედა, დედა სულ წავიდა ეს ახალგაზრდობა ხელიდან“. ორიგინალურობით გამოირჩეოდა შუა ხნის ქალბატონი, რომელმაც „ორღობიდან გამოქცეულები“ გვიწოდა (ახლაც ვერ ვხვდებით რატომ). ამას დაემატა ისიც, რომ ჩვენი ჩუმად ყოფნა და კითხვა, ან მათ რეპლიკებზე წყნარი და ღიმილიანი პასუხი უფრო აღიზიანებდა ხალხის ნაწილს და შედეგად ვოკალთა რეგისტრიც მამუკა ჩარკვიანის სიმღერასავით სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა მიიწევდა, სანამ ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ხმამაღლა არ წამოიძახა – „ვინც არ კითხულობს, ის არც ზის !“. ამ დროს წამით მიისუსა მდგომარე საზოგადოება, შემდეგ კი ერთხმად შესძახეს რაღაც „ჰოი ურჯულოებო“-ს მსგავსი და მერე არ ვიცი იოგები დაუწყდათ თუ რა მოუვიდათ – ავტობუსი დატოვეს.

ორიგინალურობით გამოირჩეოდა კიდევ ერთი ჯეელი დაცვის ფორმით, რომელმაც ცინიკურად განგვიცხადა „საღოლ საღოლ მაგრად დააკავშირეთ ერთად მგზავრობა და კითხვაო“, რაზეც ერთ-ერთმა შემთხვევითმა მგზავრმა მიუგო, შენ რომ ორი წიგნი არ გაქვს წაკითხული, მაგიტომაც დადიხარ ახლა მაგ ფორმითო და არ მოგწონს ეს სიტუაციაო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჯეელი დაცვის ფორმით შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა.

გარდა ამ აჯანყებულებისა, უნდა ვახსენოთ აუცილებლად ის რამდენიმე შემთხვევითი მგზავრიც, ვისაც ძალიან მოეწონა ჩვენი ფლეშმობი და ვინც მხარში დაგვიდგა ამ ბუნტის ჩახშობისას. ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნო იყო მათი ასეთი დამოკიდებულება ამ ფლეშმობისადმი, რისთვისაც დიდი მადლობა გადავუხადეთ და წიგნის ფესტივალზეც მოვიწვიეთ. რამდენიმე საათშიც კი, მოულოდნელად, „ექსპო ჯორჯიაში“ ვიღაც უცხო (როგორც შემდეგ მივხვდი – ფლეშმობის შემთხვევითი მგზავრი) მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ ძალიან მოეწონა ჩვენი აქტივობა რამაც უფრო მეტად გაგვახარა.

ასეა თუ ისე, „ტამელის ჰიპები“ დღევანდელმა ფლეშმობმა ყველაზე მეტად გვასიამოვნა, რადგან ის 100%-ით აკმაყოფილებდა ლიტერატურულ მოთხოვნებს: კარგი გმირებიც იყვნენ და ცუდებიც, დაწერილი იყო მარტივი ლიტერატურული ენით, იყო ღია და დაუფარავი და, რაც მთავარია – მისი განვითარება იყო საოცრად დინამიკური  და ბოლო წინადადებამდე თხრობაში შენარჩუნებული იყო სიმძაფრე.

ბოლოს, გვინდა ფლეშმობის ყველა მონაწილეს დიდი მადლობა გადავუხადოთ (მათ შორის იყო კონკურენტი გუნდის “წიგნები მადათოვზე”-ს წევრი ქეთი ლობჟანიძე) და იმედი გვაქვს კიდევ ბევრჯერ შევახსენებთ ქალაქს: „ვინც არ კითხულობს, ის არც ზის !“

ესეც რამდენიმე ფოტო

დატოვე კომენტარი

22 Comments

  1. აუ რა ძაან კარგი რაღაც გაგიკეთებია,ჰოი რა ნათლად წარმოვიდგინე სიტუაცია ავტობუსში და ხალხის რეაქციაა. გამეცინა ბოროტულად, ბოლოს და ბოლოს ნერვებმა უღალატა ხომ ” დამსვი” საზოგადოებას🙂 ” ვინც არ კითხულოს ის არ ზის” იიიფ კარგი იყო, ეგრე უნდა!!!!

    Reply
    • აბა რა !
      :დ
      აეღოთ წიგნი და დავუთმობდით ადგილებს :დ

      იმედია ასეთ რამეს კიდევ ბევრჯერ გავაკეთებთ :დ

      Reply
  2. carpediem

     /  May 27, 2012

    originaluria
    momewona🙂

    Reply
  3. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იმ ალიაქოთში როგორ ახერხებდით კითხვას?:)))

    Reply
    • სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ათასში ერთხელ თუ გავხედავდი მაგ მოყაყანეებს.
      მთელი არსით ლევან ბერძენიშვილის წიგნში ვიყავი ჩართული❤

      Reply
  4. ძალიან მაგარი ფლეშმობი გამოსულა❤ იდეაც კარგია და ის სათაურიც კარგად ჩაჯდა ^^ ბრავო !

    Reply
    • მიხარია რომ მოგეწონათ🙂
      უბრალოდ, უკეთესი იქნება ეს მასშტაბურ სახეს თუ მიიღებს. წარმოიდგინე მოულოდნელად 50 ავტობუსი მკითხველებითაა სავსე და ადგილს მხოლოდ იმათ ვუთმობთ, ვისაც წიგნი ედება ჩანთაში და კითხვას დაიწყებს :დ

      Reply
      • რა კარგი იდეაა❤ ვიკრიბებით ავტობუსის გაჩერებებზე წიგნებით და ვავსებთ ავტობუსებს❤ ძალიან მაგარია

    • ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე ! ^_^ :დ
      თორემ მანამდე რამდნიმე არამკითხველი ავა ავტობუსში :დ

      Reply
  5. :))))))) ra magariaa ..nu xalxis reaqcia ar gamikvirda (

    Reply
  6. giorgi

     /  May 27, 2012

    ორსული ან მოხუცი რო ამოდის ავტობუსში, ფეხზე ძლივს რომ დგას ისეთი და რო გამოუცხადებ ”ფლეშმობია” იდექი ფეხზე მთელი გზა, არ დაგითმობ ადგილსო არაა მთლად ლამაზი საქციელი. სხვამხრივ გასაღიზიანებელი არაფერია. საზოგედოებრივ ტრანსპორტში ვინც ”აასწრებს” და დაჯდება უნდა წიგნი იკითხოს და უნდა თავდაღმა დადგეს სკამზე.

    Reply
    • მონაწილეები თავიდანვე შეთანმხებულები ვიყავით რომ ორსულს ან მოხუცს დავსვამდით.
      მაგრამ არც ერთი არ ამოსულა.
      სულ ახალგაზრდები ან შუა ხნის ხალხი იყო.
      მაგდენი შეგნება ყველას გვაქვს, რომ ორსული ქალი ფეხზე არ დავაყენოთ🙂
      შიდა დეტალები არ დამიწერია აქ🙂

      Reply
  7. giorgi

     /  May 27, 2012

    ხო, და ავტობუსში კითხვა არარეკომენდირებულია. ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ საშინელი სტრესია თვალებისთვის.🙂 ჯაყ-ჯაყი, + ჩრდილის და მზის შუქის მონაცვლეობა. . .

    Reply
    • ჯანმრთელობა არაა კითხვის ალტერნატივა🙂
      ლიტერატურა აღემატება ჯანმრთელობას.
      მეთვითონაც იშვიათად ვკითხულობ ტრანსპორტში, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ სახლის კარამდე არ გამიგდია წიგნი ხელიდან🙂

      Reply
  8. აუ, რა კარგი იყო:) თუ კიდევ ჩაატარებთ მსგავს ფლეშმობს აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას🙂

    Reply
  9. MK

     /  May 27, 2012

    მთავარი ავტობუსში კითხვა არ არის, მთავარია გამოხატო შენი დამოკიდებულება, რომ კითხვა ყევლგან შეიძლება, მათ შორის ავტობუსშიც:)ზოგი შუა ხნის ადამიანისათვის ზრდილობა იმდენად სუბიექტური რამეა, რომ მარტო მათთვის ადგილის დათმობით შემოიფარგლება.

    Reply
    • ჩვენი გუნდის სურვილიც ეს არის, რომ ადმაიანებმა ყველგან და ყოველთვის ვიკითხოთ. ოდესმე ხომ უნდა შევძლოთ ვასიკო კეჟერაძის ნახევრად მაინც რომ ვაქციოთ ხალხი ?!

      Reply
  10. zarathustra

     /  May 31, 2012

    ajanyebulebi rato ar gadaiget egecmainteresebda vixalisebsi, ise pormiani dzaan seriozuli iyo :D:D:D:D

    Reply
    • ძირითადად ჯანყის დროს ჩვენი ოპერატორი ჩხუბში მონაწილეობდა :დ
      ემოციური გვყავს ძალიან :დ
      და რისი გადაღებაც მოხერხდა ის მემონტაჟემ არ ჩასვა, არ გამოდის ლამაზი ვიდეოო რა.

      Reply
  11. Nia

     /  February 20, 2014

    მომეწონა🙂
    მე ხშირად ვკითხულობ ხოლმე მგზავრობისას და უმეტეს შემტხვევაში, ისე “ვვარდები” წიგნში, გაჩერებასაც გავცდენილვარ, მერე ფართხა-ფურთხით ჩასულს მემსის რეპლიკები “სახლში იკითხე”. ერთხელ ისიც მომაძახეს – სანამ კითხულობდი, უფროსები ფეხზე იდგნენო! არადა, მეც აღარ ვარ ძალიან “უმცროსი” :)))
    კითხვის მოყვარულები აღიზიანებს ეტყობა ზოგს,

    Reply
  1. “ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი
  2. ორი ფლეშმობი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: