ტამელის ჰიპების ვიზიტი სამშობიაროში

როდესაც პროექტი დაიწყო, „ტამელის ჰიპებს“ გვსურდა რაიმე ისეთი გაგვეკეთებინა, რაც თავისი სითბოთი ყველას თავს დაამახსოვრებდა. გუნდში მაშინვე ბევრი იდეა გაჩნდა, მაგრამ როდესაც ეს აზრი წამოიჭრა, ერთხმად შევთანხმდით, რომ ეს ყველაზე თბილი აქტივობა იქნებოდა, რაც კი შეგვეძლო გაგვეკეთებინა;

„ტამელის ჰიპების“ სამივე წევრი ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოვირჩევით, სწორედ ამიტომაც ავიტაცეთ აზრი იმის შესახებ, რომ სამშობიაროში წავსულიყავით და ის დედა დაგვესაჩუქრებინა, რომელიც ყველაზე ბოლოს გაჩენილი ახალშობილის მშობელი იქნებოდა. იდეა იდეად, მაგრამ, მოგეხსენებათ, სამედიცინო დაწესებულებაში მსგავსი რამის გაკეთება უბრალო და მარტივი საქმე არაა. ის განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს და ჩვენც იძულებულნი ვიყავით, ყველაფერი 10-იანზე გაგვეთვალა.

პირველ რიგში გადავწყვიტეთ, რომ უშუალოდ სამშობიაროს დირექტორებთან დაგვეჭირა საქმე და მათი დახმარებით განგვეხორციელებინა ეს იდეა. რამდენიმე ზარის შემდეგ, დიღმის მასივში მდებარე სამშობიარო „ემბრიოს“ დირექტორი, ბატონი ზაზა ავალიანი სიამოვნებით დაგვთანხმდა წინადადებაზე და მომდევნო დღეს სამშობიაროშიც მიგვიწვია;

„ტამელის ჰიპები“ შუა დღით ვეწვიეთ სამშობიაროს და შევხვდით ბატონ ავალიანს. მაშინვე მივიღეთ ძალზედ სასიამოვნო ცნობა, რომ გასულ ღამეს სამშობიაროში ტყუპი ბიჭები დაბადებულან, თანაც სწორედ ისინი იყვნენ ჩვენს ვიზიტამდე ყველაზე ბოლოს დაბადებული ახალშობილები, ამიტომაც გადავწყვიტეთ მათი დედა მოგვენახულებინა.

სპეციალური ხალათები მოვირგეთ და პალატაში შევედით. მოშორებით მწოლიარე ახალშობილებმა საოცარ განწყობაზე დაგვაყენეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ძალიან კარგ რაღაცას ვაკეთებდით. ბავშვების შემდეგ მათ დედასთან მივედით და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოშვებული შესანიშნავი სახელმძღვანელო “ორსულობა და ბავშვის მოვლა“ გადავეცით. შემდეგ, მოკლედ ავუხსენით თუ რის შესახებ იყო წიგნი, ასევე მოვახსენეთ, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ შესანიშნავ საბავშვო ლიტერატურასაც რომ გამოსცემს და რომ შეუძლია უკვე დაიწყოს მზადება პატარა ასაკის შვილების წიგნიერი გაზრდისათვის. გარდა ამისა გადავეცით 25%-იანი ფასდაკლების ბარათიც. შემდეგ კი ახალგაზრდა დედიკო აღარ გადავღალეთ, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვეთ და პალატა დავტოვეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ სასიამოვნო ხასიათზე ჩვენს გარდა გარშემომყოფი ექიმებიც დადგნენ და რომ მათაც გამოთქვეს დიდი ინტერესი გამომცემლობის პროდუქციისადმი. ექიმებთან მცირეხნიანი საუბრის შემდეგ კი ბატონ ზაზა ავალიანს დახამრებისათვის მადლობა ვუთხარით და სამშობიარო ტერიტორია ძალიან თბილ განწყობაზე დავტოვეთ.

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. “ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: