ტამელის ჰიპების ვიზიტი ბავშვთა სახლში

წიგნის ფესტივალის პირველი დღე თითქმის მილეული იყო, როდესაც „ტამელის ჰიპებმა“ პავილიონი დავტოვეთ და გეზი ბავშვთა სახლისკენ ავიღეთ; მიზანი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სერია „მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისათვის“-ის გადაცემა მზურველობა მოკლებულ ბავშთათვის.

ეს ერთი შეხედვით მარტივი საქმე ისე შემოგვიტრიალდა, რომ შავი იუმორის თემას უფრო განეკუთვნება: ჯერ იყო და საინფორმაციო ცენტრში დავრეკეთ, სადაც რამდენიმე ბავშვთა სახლი ამოვიწერეთ, საბოლოოდ კი გადავწყვიტეთ ავლაბრის ბავშვთა „მომავლის სახლს“ ვწვეოდით. ადგილზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ დაწესებულებას არსებობა შეეწყვიტა და გეზი დიღმის მასივის „მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ ბავშვთა სახლისაკენ“ ავიღეთ. დიღმის მასივშიც, რომ ანალოგიური სიტუაცია დაგვხვდა წყნეთის ბავშვთა სახლში სტუმრობა გადავწყვიტეთ. საინფორმაციო ცენტრებში კიდევ ერთხელ გადაზუსტებულმა ინფორმაციამ დაგვაიმედა, რომ წყნეთში ტყუილად არ ავდიოდით, ამიტომაც თბილისის ჩახუთულ ჰაერს გავეცალეთ და აღნიშნულ დაბაში წავედით.

წყნეთში ბავშვთა სახლს რომ მივაკითხეთ მხოლოდ საგულდაგულოდ დაკეტილი, უცენზურო სიტყვებით სავსე კარები დაგვხვდა. Shit. აშკარად ფორტუნა და თბილისის საოცარი საინფორმაციო ცენტრები არ გვწყალობდა. ადგილზე რომ გავიკითხეთ წყნეთის ბავშვთა სახლის ამბავი, მხოლოდ ერთმა ადმიანმა გვითხრა, რომ „ყველა ბავშვი გააშვილეს და სახლიც დაიხურაო“. ნამდვილად არ ვიცი რა ბედი ეწია ამ სახლს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი მისამართის გასაგებად კიდევ ერთხელ მოგვიწევდა დარეკვა.

ოპერატორმა ამჯერად ნაძალადევში მდებარე კერძო ბავშვთა სახლის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქველმოქმედო სოციალურ ფონდ „საქართველოს კარიტასს“ ეკუთვნოდა. სანამ წავიდოდით, წინა შეცდომები გავიაზრეთ და აღნიშნულ დაწესებულებაში დავრეკეთ. ვუთხარით, რომ ჩვენი გუნდის სახელით პატარა საჩუქარი გვინდოდა გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის, რაზეც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ, უბრალოდ, იმის გამო, რომ კერძო კომპანიაა, უფლება არ მოგვცეს უშუალოდ ბავშვებთან საუბრის მომენტები გადაგვეღო ფოტოზე ან ვიდეოზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც წავედით ნაძალადევში მდებარე ამ ბავშვთა სახლში, სადაც დიდი სითბოთი დაგვხვდნენ.

აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ ყველა ასაკის ბავშვები – პატარებიც და მოზარდებიც, სულ დაახლოებით 20-მდე. ტამელის ჰიპებმა ჩვენი მცირედი საჩუქარი გადავეცით სახლის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს, რითაც ისინი ძალიან გავახარეთ. გავიგეთ, რომ ეს სახლი სულ რაღაც ნახევარი წელიწადის გახსნილი იყო, ამიტომაც ბიბლიოთეკის სიმცირეს უჩიოდნენ. როდესაც მათ ბიბლიოთეკას გადავხედეთ, გაგვეხარდა რომ ამ მცირე ბიბლიოთეკაშიც კი რაოდენობით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნები ლიდერობდნენ.

„ტამელის ჰიპებმა“ ჩვენს მასპინძლებს წიგნის ფესტივალის შესახებაც ვაცნობეთ; ვუთხარით, რომ ფესტივალის დროს წიგნები ძალზედ იაფი ღირს და ეს ძალიან კარგი შანსი იყო მათი ბიბლიოთეკის გასამდიდრებლად. გარდა ამისა ჩვენ მათ გადავეცით ფასდაკლების ბარათები, რომელითაც ისინი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებზე 25%-იანი შეღავათებით ისარგებლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის პირველი დღე ძალიან დამღლელი აღმოჩნდა და ამას დაემატა ჩვენი უაზრო აქეთ-იქით წანწალი, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ბავშვთა სახლში ვიზიტმა ყველაფერი დადებითი განწყობისაკენ შემოაბრუნა. ტამელის ჰიპები ძალიან ნასიამოვნებები ვართ დღევანდელი დღით და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავს აქციებს კვლავ ჩავატარებთ. ახლა კი ერთ მცირე ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომლის გადაღებაც ჩვენ ბავშვთა სახლში მოვახერხეთ.

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. “ტამელის ჰიპების” მესამე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: