ტამელის ჰიპების მეორე რეპორტი

წინა კვირის აქტივობაში მიღებულმა მაქსიმალურმა ქულამ ისე გაგვახარა, რომ მეორე კვირის საქმიანობას კიდევ უფრო დიდი მონდომებით შევუდექით. მართალია, ამ კვირაში არც მასიური პერფორმანსი შემოგვითავაზებია და არც საზღვარგარეთ გაგვიტანია წიგნები, მაგრამ ჩვენმა გუნდმა,  არც მეტი არც ნაკლები, ხუთი შესანიშნავი ქმედება ჩაიწერა ამ კვირის აქტივში;

1-თანამედროვე სამყაროში არ არსებობს იმაზე უფრო კარგი რეკლამა ვიდრე მედიაა . ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო მედიად დღემდე ტელევიზია რჩება, ამიტომაც „ტამელის ჰიპებმა“ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში შევაღწიეთ. ეს ყველაფერი კი ჩვენი გუნდის საყვარელი მწერლის დათო ტურაშვილის დახმარებით შევძელით.

დათო ტურაშვილს ჩვენ პროგრამა „შუა დღე“-ში წამყვანებთან საჩუქრად გავატანეთ წიგნები. მიზანი იყო ის, რომ ტელემაყურებელს ენახა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს მაღალი პოლიგრაფიული დონის გამოცემა იმპრესიონიზმსა და რენესანსზე. ჩვენთვის მოულოდნელად, დათო ტურაშვილმა არა მხოლოდ საჩუქრად გადასცა წიგნები წამყვანებს, არამედ მათზე ისაუბრა კიდეც და მაყურებელს მათი წაკითხვაც ურჩია. ეს კი ნამდვილად შესანიშნავი რეკლამა გამოვიდა ჩვენი მხრიდან, რადგან რუსთავი ორის მილიონობით მაყურებელმა იხილა ეს გადაცემა. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ხელოვნების მოყვარულ ქართველებს წაკითხული უნდა გვქონდეს ეს შესანიშნავი წიგნები და პირველ რიგში ჩვენც ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ამ გამოცემების შესახებ. უფრო ვრცლად ამ აქტივობასთან დაკავშირებით, მიჰყევით ამ ბმულს.

2-სამშაბათს ჩვენმა გუნდმა პირველი გათამაშება მოაწყო ანესთეზირებული ბლოგის ფეისბუქ-გვერდზე. ვათამაშებდით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ორ შესანიშნავ წიგნს:  გოგა ჩანადირის „ეს საოცარი საქართველოა“-ს და თბილისის ფოტოალბომს. „ტამელის ჰიპებმა“ შევადგინეთ ხუთი სხვადასხვა სირთულის შეკითხვა. გათამაშების წესების მიხედვით, წიგნი გადაეცემოდა მას, ვინც ხუთივე შეკითხვაზე პირველი გასცემდა სწორ პასუხებს. შეკითხვები შეესაბამებოდა გასათამაშებელი წიგნების თემას და ის მოიცავდა საქართველოსა და თბილისის ისტორიასა და გეოგრაფიას. ასევე გუნდმა მე-5 შეკითხვა შევადგინეთ ისეთი, რომ თან პაკეტის თემატური ყოფილიყო და თანაც მასზე პასუხის გაცემა გაადვილებოდა მას, ვინც იცნობდა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებს.

გამარჯვებული გახდა სტუდენტი ზურა ცერცვაძე, რომელსაც ჩვენ მეორე დღესვე შევხვდით და გადაცევით აღნიშნული წიგნები. აქვე დავამატებ, რომ მსგავსი გათამაშებები ყოველ სამშაბათს გაიმართება ანესთეზირებული ბლოგის ფეისბუქ-გვერდზე.

3-რაც შეეხება მესამე აქტივობას, ჩვენ რუსთავი 2-შივე დავრჩით და ამჯერად პროგრამა „რა? სად? როდის?“-ს ვეწვიეთ. „ტამელის ჰიპების“ მიზანი იყო, განათლებულ, მოაზროვნე და, რაც მთვარია, მკითხველ ხალხს ერჩია მაყურებლისთვის მსოფლიო კლასიკის სერიის წიგნების წაკითხვა. პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ მოვახერხეთ ჩაგვეწერა 5 მოაზროვნე და თამაშის მთავარი რედაქტორი. მათ შესანიშნავად ისაუბრეს არჩეულ წიგნებზე და დიდი იმედი გვაქვს, ამ ხალხის მიერ ნარჩევი ნაწარმოებები უკვე მოთავსდა ბევრის წასაკითხთა სიაში. რაღა დაგიმალოთ და „ტამელის ჰიპებმაც“ ჩავწერეთ რამდენიმე წიგნი ჩვენს საზაფხულო ჩამონათვალში.

მეორე დღეს ამ ვიდეოებიდან ერთ-ერთი დაიდო „რა? სად? როდის?“-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და არავინ იცის ამ გვერდის 50000-მდე მომხმარებლიდან რამდენმა ნახა ეს ვიდეო. „ტამელის ჰიპებს“ დიდი იმედი გვაქვს, რომ დარჩენილ ვიდეოებსაც იხილავს ამ გვერდის მომხარებელი საზოგადოება.

ამ აქტივობის დეტალურად გასაცნობად მიჰყევით ამ ბმულს.

4-მეოთხე აქტივობის მთვარ ობიექტად ჩვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი – ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანი“ გამოვიყენეთ. ვისაც ეს წიგნი წაკითხული გაქვთ, ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ მისი ერთ-ერთი მთვარი პერსონაჟი როკია – ადამიანის უდიდესი განმათავისუფლებელი სტიქია. სწორედ ამიტომ ჩვენ წავედით როკ-კონცერტზე, სადაც გამოდიოდა ჯგუფი U.R. და დამსწრეთა შორის გავათამაშეთ წიგნი. სანამ გათამაშებას დავიწყებდით, გავარკვიეთ, რომ თურმე იმ დღეს ბენდის დრამერის დაბადების დღე ყოფილა, ამიტომაც წიგნის ერთი ეგზემპლარი მას ვაჩუქეთ. რაც შეეხება მეორე ეგზემპლარს, ის გადავეცით მას, ვინც პირველმა და სწორად გაგვცა პასუხი დასმულ შეკითხვაზე, რომელიც წიგნის წანამძღვარიდან იყო ციტირებული. ჯამში, გარდა იმისა, რომ კონცერტზე  „აბსურდისტანი“ და გამომცემლობის სხვა წიგნები დავარეკლამე, „ტამელის ჰიპებმა“ შესანიშნავი კონცერტითაც ვიჯერეთ გული.

ჯგუფმა U.R.-მა იმითაც შეგვიწყო ხელი, რომ ჩვენი პოსტი, რომელიც ამ აქტივობას შეეხებოდა, თავის ფეისბუქ-გვერდზე გააზიარა და თავის 3000-მდე მსმენელს მისცა საშუალება გაეგოთ ამ ფაქტის შესახებ. თუ გსურთ უფრო დეტალურად გაეცნოთ ამ აქტივობას და იხილოთ მისი ამსახველი ვიდეო, გადადით ამ ბმულზე !

5-მეხუთე ქმედებად კი გუნდის წევრებმა წიგნის ხალხისთვის რჩევა წერილობითი ფორმით გადავწყვიტეთ. მკითხველი იცნობს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოშვებულ ბევრ შესანიშნავ წიგნს, თუმცა სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის შესანიშნავი ნაწარმოების „სიტყვების“ შესახებ. ქართული პოსტმოდერნის ამ დიდებული ნიმუშის ხალხისთვის რჩევა მორიგ მიზნად დავისახეთ. ამისთვის ჯერ ქუჩაში გამოკითხვა ჩავატარეთ, თუ რამდენად იცნობდა ხალხი საერთოდ ზაზა თვარაძის შემოქმედებას და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – გამოკითხულებიდან მხოლოდ ერთს წაეკითხა ეს დიდებული წიგნი. გარდა ამისა გამოკითხვა გავაკეთეთ ფეისბუქზეც, სადაც 7-მა ადამიანმა დადებითი, ხოლო 49-მ უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. გადახედეთ ჩვენს მიერ დაწერილ რეცენზიას  და ასევე იხილეთ ვიდეო, რომელზეც გამოკითხვის შედეგებია ასახული.

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ბლოგერის დახმარებით, პოსტი გაზიარდა ბევრ ფეისბუქ გვერდზე და მათი გაზიარება ახლაც, ამ რეპორტის წერის დროსაც მიმდინარეობს. „ტამელის ჰიპებს დიდი იმედი გვაქვს, რომ წიგნის ფესტივალზე „ბაკურ სულაკაურს გამომცემლობის“ სტენდზე ზაზა თვარაძის „სიტყვები“ ამოიწურება და წიგნი ახლიდან გახდება დასაბეჭდი ^_^

აი, ასეთი იყო „ტამელის ჰიპების“ მეორე დამქანცველი კვირა და ვიმედოვნებთ ჟიურის ამჯერადაც მოვაწონეთ თავი.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: