აბსურდისტანი – წიგნი როკის მოყვარულთათვის

ჩვენი გუნდის სამივე წევრს დიდი სიყვარული გვაკავშირებს როკ-მუსიკისადმი. ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანიც“ ძალიან მოგვწონს, მეტიც – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის წიგნი, რომელიც აბსოლუტურად ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც როკი უყვარს. ეს არის წიგნი, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს იმ ვნებებსა და ემოციებს, რაც როკ-მუსიკას მოაქვს მსმენელისთვის.

ამიტომაც, ეს უაღრესად ინტელექტუალურ-მუსიკალური მინი-სახელმძღვანელო გახდა ჩვენი მორიგი აქტივობის მიზეზი. და ვისთვის უნდა წარგვედგინა ეს წიგნი, თუ არა ადამიანებისათვის, რომელთაც როკის სიყვარული აერთიანებთ. სწორედ ამის გამო, ჩვენ ვეწვიეთ რუსთაველის გამზირზე მდებარე როკ-კლუბ „Pirate Bay”-ს, სადაც კონცერტს ატარებდა, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯგუფი U.R. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონცერტი მიძღვნილი ყოფილა ბენდს დაარსების 2 წლის იუბილეს. ბენდის იუბილე კი დრამერ ვახო ვახტანგიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა. სწორედ ამიტომ კლუბში იყო დიდი მხიარულება და საინტერესო გარემო.

კონცერტს დაახლოებით 150 ადამიანი ესწრებოდა. ბენდის წევრებს შოუს დაწყებამდე ვთხოვე, რომ შუა კონცერტისას 4-5 წუთიანი მონაკვეთი ჩემთვის დაეთმოთ და ჩემი მიზანიც გავანდე. U.R-ს მოეწონა ჩვენი იდეა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაგვთანხმდა.

კონცერტის დაწყებიდან დაახლოებით საათნახევარში, ბენდის ვოკალისტმა ნიკ ლეშჩენკომ, სცენაზე მოგვიწვია და ჩვენც აუდიტორიის წინაშე წარვსდექით. პირველ რიგში, „ტამელის ჰიპებმა“ გავითვალისწინეთ ვახო ვახტანგიშვილის დაბადების დღე და წიგნის ერთი ეგზემპლარი მას ვაჩუქეთ. მეორე წიგნი კი გათამაშების პრინციპით გამარჯვებულს გადავეცით. გათამაშება შემდეგნაირი იყო: აუდიტორიას წავუკითხეთ ლეგენდარული ფრენკ ზაპას ციტატა, რომელიც ბასა ჯანიკაშვილს წიგნის წანამძღვარად აქვს გამოყენებული, და ვინც პირველი იტყოდა ფრაზის ავტორს, წიგნიც მას გადაეცემოდა. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, როდესაც ძალიან ნიჭიერმა გიტარისტმა ლუკა ადიკაშვილმა ყველას დაასწრო პასუხი და წიგნიც დაისაკუთრა.

კონცერტის შემდეგ, მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც მეკითხებოდნენ თუ სად შეეძლოთ შეეძინათ ეს წიგნი და ჩვენეც ყოველი მათგანის ინტერესს ვაკმაყოფილებდით. კონცერტზე ასევე დავარეკლამეთ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ორი წიგნი, რომელიც დახლებს უახლოეს ხანებში ეწვევა : ილუსტრირებული ბიოგრაფიები – The Beatles და  Pink Floyd. ეს კიდევ უფრო დიდი საჩუქარი აღმოჩნდა მათთვის და უმეტესობამ გამოთქვა მათი შეძენის სურვილი, მით უმეტეს, მას შემდეგ, როცა განვუცხადეთ, რომ თუ აღნიშნული სერია კარგად გაიყიდება, გამომცემლობა თარგმნის წიგნებს სხვა ბენდებზეც.

საბოლოოდ, საღამოთი ძალიან კმაყოფილები დავრჩით, რადგან მოვახერხეთ, რომ როკის მოყვარული ადამიანებისთვის რამდენიმე საინტერესო წიგნი წარგვედგინა. ვიმედოვნებთ, რომ ისინი აუცილებლად წაიკითხავენ „აბსურდისტანს“ და ეს წიგნი მათშიც ისევე დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც ეს „ტამელის ჰიპებში“ მოახერხა.

Advertisements
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. ტამელის ჰიპების მეორე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: