მსოფლიო კლასიკა ინტელექტკლუბში

„ტამელის ჰიპების“ მეორე კვირის აქტივობა  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზევე გაგრძელდა, თუმცა ამჯერად პროგრამა „შუა დღის“ შემდეგ ჩვენ ინტელექტკლუბ „რა სად როდის“-ს ვეწვიეთ. მართლაც, ვისთვის უნდა გვეკითხა მსოფლიოს კლასიკად ქცეულ ნაწარმოებებზე აზრი თუ არა მოაზროვნეთათვის?!

ინტელქტკლუბს ჩაწერამდე რამდენიმე საათით ადრე ვეწვიეთ. ბატონმა წამყვანმა ნება დაგვრთო მოაზროვნეების ჩასაწერად და ჩვენც საქმეს შევუდექით; „ტამელის ჰიპებმა“ მოაზროვნეებს შევთავაზეთ, რომ მათ მაყურებლებისათვის შესანიშნავი წიგნების წაკითხვა ერჩიათ; მსოფლიო კლასიკის სერიაში ამჟამად გამოცემული არის 11 წიგნი. ეს 11 წიგნი მოაზროვნეებმა საკუთარი სურვილისდამიხედვით გადაინაწილეს, თუმცა სამწუხაროა, რომ, გადაცემის ფორმატის გამო, ყველა მათგანის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ და მხოლოდ ის ექვსი მოაზროვნე გადავიღეთ, რომლებთან გასაუბრებაც გადაცემის ჩაწერამდე შევძელით.

რაც შეეხება მოაზროვნეებს, გვინდოდა მათშიც მრავალფეროვანნი ვყოფილიყავით, ამიტომაც საუბარი შევთავაზეთ, როგორც კაპიტანსაც, ასევე რიგით მოაზროვნეს, ქალსაც და მამაკაცსაც, ახლაგაზრდასაც და უკვე დაღვინებულ, „მხეც“ მოთამაშესაც. გარდა მოაზროვნეებისა, ერთ-ერთ წიგნზე დიდი სიამოვნებით და საინტერესოდ ისაუბრა ინტელექტკლუბის მთავარმა რედაქტორმა, ლაშა კილაძემ.

ვიმედოვნებთ, რომ მოაზროვნეების მიერ ნარჩევ წიგნებს აქტიურად წაიკითხავს ქართველი საზოგადოება. (პირადად მე, ლაშა კილაძის შესანიშნავი საუბრის გამო, უკვე დავგეგმე „ჯადოსნური მთის“ წაკითხვა.)

აღნიშნულ ღონისძიებაში დახმარებისათვის უდიდეს მადლობას მოვახსენებთ ინტელექტკლუბ „რა? სად? როდის?“-ის მთლიან შემოქმეებით ჯგუფსა და მოაზროვნეებს.

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. ტამელის ჰიპების მეორე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: