აღორძინება და შთაბეჭდილებები შუა დღეს

აი, დაიწყო მეორე საკონკურსო კვირა და ჩვენი გუნდიც მორიგი გეგმის შესრულებას შეუდგა. ორშაბათი დღისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა გამომცემლობისთვის იმაზე უფრო სასიკეთო, თუ არა მათი წიგნების რეკლამა ტელევიზიით, და თანაც არა ქალაქისა თუ რაიონის, არამედ – ყველასთვის კარგად ცნობილი ტელევიზიით. ყველაფერი კი ჩვენი გუნდის უსაყვარლესი მწერლის, დათო ტურაშვილის დახმარებით შევძელით.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ახლახანს ორი შესანიშნავი წიგნი გამოსცა – „რენესანსი“ და „იმპრესიონიზმი“. ეს გამოცემები რამდენიმე უცხოური წიგნების კომპილაციურ ნაზავს წარმოადგენს და საბოლოო ჯამში ერთ წიგნადაა შეკრული. „რენესანსი“ და „იმპრესიონიზმი“ ორი უმაღლესი დონის წიგნია, რომელსაც ანალოგი, ინფორმაციულად თუ პოლიგრაფიულად, ქართულ ენაზე არ მოეპოვება.

„ტამელის ჰიპებს“ ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს წიგნები საჩუქრად გაგვეგზავნა, დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო პროგრამაში „შუა დღე“. მოგეხსენაბთ, ყოველ ორშაბათს, ამ პროგრამაში, ერთ-ერთი თანაწამყვანი დათო ტურაშვილი არის. როდესაც „ტამელის ჰიპები“ მას შევხვდით და დახმარება ვთხოვეთ, მწერალი დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა, მით უმეტეს, რომ თავადაც ძალიან მოეწონა აღნიშნული ორი წიგნი.

გუშინ, 14 მაისს, როდესაც მეორე საკონკურსო კვირა დაიწყო, დათო ტურაშვილმა გადაცემის ეთერში, ისაუბრა პროექტ „წიგნების თაობაზე“, ახსენა ჩვენი გუნდის სახელი და „რენესანსი“ და „იმპრესიონიზმი“ „ტამელის ჰიპებისგან“ საჩუქრად გადასცა წამყვანებს. ამის შემდეგ, ტურაშვილმა ზოგადად ისაუბრა თუ რის შესახებ იყო წიგნები და მაყურებელს მათი წაკითხვა ურჩია.

სამწუხაროა, რომ,ამ ამბის გამო,  ერთ-ერთმა კონკურენტმა,  ჟიური მიკერძოებაშიც კი დაადანაშაულა, თუმცა უნდა აღინიშნოს, მან ისიც კი არ იცოდა, რომ დათო ტურაშვილი არ არის ჟიურის წევრი და მსგავსი იდეის განხორციელება ნებისმიერ გუნდს შეეძლო. სიტუაციის განხილვის შემდეგ, ყველაფერი კარგად დასრულდა 🙂

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაცემის წამყვანებს მოეწონათ საჩუქრები და დათო ტურაშვილის მიერ ნარჩევ წიგნებსაც აუცილებლად შეიძენს საზოგადოება, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ხელოვნება უყვარს სახლში უნდა ედოს ეს ორი შესანიშნავი წიგნი – „რენესანსი“ და „იმპრესიონიზმი“.

აი, ასე გამოვიყენეთ გამომცემლობისგან გადმოცემული პირველი ორი წიგნი.
დასასრულეს, უდიდეს მადლობას ვუხდით დათო ტურაშვილს, გაწეული დახმარებისთვის.

გადაცემის ჩანაწერის ხილვა შეგიძლიათ MYVIDEO.GE-ს არქივში. >>>გადადით ბმულზე<<<

Advertisements
დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. მიშა, კონკურენტების მხრიდან დიდ გამოხმაურებას რას არქმევ, ერთმა კაცმა რომ არ იცოდა იმის შესახებ დათო რომ ჟიურის წევრი არ იყო? თან მერე ბოდიშიც მოიხადა და მოგიწონათ კიდეც იდეა..
    აღნიშნულის ყველა მონაწილეზე განზოგადება სამართლიანად არ მიმაჩნია !
    იქნებ, რეალურად აღგეწერათ სიტუაცია ..

    პასუხი
    • სიტუაცია სავსებით რეალურად არის აღწერილი.
      დღეს შემთხვევით შეგვხვდა დათო ტურაშვილი და მანაც გვითხრა, რომ რამდენიმემ ძალიან ცუდად მიიღო ეს ფაქტი.
      თუ არ გესიამოვნათ “დიდი გამოხმაურება”, კიბატონო, ამოვშლი პოსტიდან 🙂
      დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს 🙂

      პასუხი
  2. ცუდად არავის მიუღია მგონი, უბრალოდ, ერთი ადამიანი იყო, ვინც გამოთქვა გარკვეული პრეტენზია, თუმცა ყველაფერი რამდენიმე წუთში გაირკვა და ბოდიშიც კი მოიხადა.. მეტიც, მოგიწონათ საქციელი..
    ბუზის სპილოდ გადაქცევა არ იყო საჭირო
    🙂

    პასუხი
    • ბუზს სპილოდ არასდროს ვაქცევთ და არაა კარგი ასეთი რაღაცების “შეტენვა” ჩვენზე.
      ზოგჯერ პირიქით სპილო ვაქციეთ ბუზად 🙂
      მემგონი ყველასთვის კარგად დარედაქტირდა პოსტის ის აბზაცი, რომელმაც თქვენი კომენტარი გამოიწვია 🙂

      პასუხი
  1. ტამელის ჰიპების მეორე რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: