ტამელის ჰიპების პირველი რეპორტი

პირველი რეპორტის ჩაბარების ვადა სადაცაა ამოიწურება, „ტამელის ჰიპები“ კი ეს წუთია გავთავისუფლდით ძალიან დაძაბული გრაფიკისგან და მეც კომპიუტერს მივუჯექი, ჟიურის რომ მოვახსენო ჩვენი განვლილი კვირა:

გაწერილი გეგმიდან პირველ კვირაში 2 ივენთი გვქონდა დაგეგმილი – “ვიკითხოთ წიგნები კედლებს გარეთ“ და „გაფრენა საბჭოთა კავშირიდან რუმინეთში“.

პირველი ღონისძიება ითვალისწინებდა მასიურ პერფომანსს, რომელიც უნდა შემდგარიყო თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში. ჩვენი მიზანი იყო შეგვეკრიბა ღია სივრცეში კითხვის მოყვარული ადამიანები და მათთვის გვეჩუქებინა ერთი ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე. გარდა ამისა ჩვენი გეგმით, აღნიშნულ ადგილზე უნდა გაყიდულიყო „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნები, რითაც კიდევ უფრო მეტი პიარი გაუკეთდებოდა აღნიშნულ გამომცემლობას.

მზადება ადრევე დავიწყეთ და ეს გამოიხატებოდა პოსტერებისა და ბანერის დამზადებაში. ღონისძიებამდე ხუთი დღით ადრე უკვე გვქონდა ასობით პოსტერი და ერთი დიდი ბანერი, რომელიც თსუ-ს პირველი კორპუსის შემოსაასვლელში დავდგით. რაც შეეხება პოსტერებს, ჩვენი ივენთის აფიშები გაკრული იყო მთელს ქალაქში, ძირითადად წიგნის მაღაზიებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. პოსტერები ასევე გავაკარით რამდენიმე ცნობილ სკოლაში, ავტობუსის გაჩრებებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში.

პერფომანსი დარეკლამდა ინტერნეტითაც; 7 მაისს ჩვენი ბლოგის ფეისბუქ-გვერდზე, გავაკეთეთ ღონისძიების აფიშა, სადაც 500-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა ჩვენს პერფომანსზე მოსვლის სურვილი. გარდა ამისა, აფიშა ჩვენი ღონისძიების შესახებ, გამოაქვეყნა Ireporter.Ge-მაც.

ინტერნეტის და ქუჩების გარდა, ჩვენი ივენთის შესახებ, „ტამელის ჰიპების“ ერთ-ერთმა წევრმა, ისაუბრა „საზოგადოებრივი რადიოს“ (რადიო1) ეთერში, შაბათს დილით, 08:50-ზე.

უშუალოდ ღონისძიება ანტიქართული წესით, კარგად ორგანიზებულად, დაგეგმილ დროს დაიწყო – 17 საათზე. სამწუხაროდ 500-ზე მეტი მსურველიდან მხოლოდ მეხუთედი თუ მოვიდა, მაგრამ, ვინც მოვიდა მიიღო უდიდესი სიამოვნება. მონაწილეებს ვერც წვიმამ შეგვიშალა ხელი და ვერც იმ წვრილმანმა პრობლემებმა, რომლებიც პერფომანსის დაწყებამდე შეგვიქმნეს. ჩვენს ღონისძიებაზე მოვიდა თავად გამომცემელი ბაკურ სულაკაური, რომელიც ასევე ნასიამოვნები დარჩა ჩვენი პირველი პერფომანსით.
აღნიშნული ივენთის უფრო დეტალურად გასაცნობად გადადით ამ ბმულზე.

რაც შეეხება მეორე ღონისძიებას, მისი მიზანი იყო ქართველი მწერლების გაცნობა საზღვარგარეთელი აუდიტორიისათვის. ამისთვის „ტამელის ჰიპებმა“, გუნდის მეგობრის წყალობით, დათო ტურაშვილის ინგლისურ ენაზე ნათარგმნი წიგნები გაგზავნეს რუმინეთში, სადაც ტარდებოდა ახალგაზრდული ფესტივალი Info Matrix. იქაურ მონაწილეებს ჩვენი წარმომადგენელი ესაუბრებოდა ქართულ ლიტერატურაზე, შემდეგ კი „ტამელის ჰიპების“

სახელით წიგნები გადასცა იქ გამომსვლელ შვიდ კონკურსანტს, შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან. სამწუხაროდ მხოლოდ სამი მათგანის გადაღება მოხერხდა, მაგრამ იმედი გვაქვს ეს არ შექმნის არანაირ დაბრკოლებს ჟიურისთვის, რომ ობიექტურად შეაფასოს „ტამელის ჰიპების“ ეს ნაბიჯი. აღნიშნული ღონისძიებით, ჩვენ ასევე გვსურს თხოვნით მივამართოთ გამომცემლობას, რომ უფრო მეტი ქართული წიგნი თარგმნოს ინგლისურად, რითაც ხელს შევუწყობთ ქართველ ავტორებს.

მეორე ღონისძიების უკეთ გასაცნობად გადადით ამ ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: