ვიკითხოთ წიგნები კედლებს გარეთ

ღონისძიების პოსტერი

შაბათს, 12 მაისს, ტამელის ჰიპებმა პირველი ღონისძიება მოვაწყეთ. იმის გამო, რომ გვინდოდა ჩვენს პირველ ქმედებას მასშტაბური სახე ჰქონოდა, გადავწყვიტეთ ყველაფერი პერფომანსის სახით გაგვეკეთებინა და საზოგადოება მოვიწვიეთ ივენთზე „ვიკითხოთ წიგნები კედლებს გარეთ“. ეს ღონისძიება ითვალისწინებდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციას საზოგადოებაში, გარდა ამისა მოიცავდა გამომცემლობის პიარ კამპანიასაც (ჩვენი ღონისძიების გვერდზე ეწერა, რომ უკეთსი იქნებოდა თუ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლოის“ წიგნებს წამოიღებდნენ და უნდა აღინიშნოს, 90%-მა მართლაც გაითვალისწინა ეს რჩევა. ასევე გამომცემლობაში გვითხრეს, რომ თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, სადაც ღონისძიება ჩატარდებოდა, დაიდგმებოდა გამომცემლობის სტენდი, სადაც გაიყიდებოდა წიგნები.)

ახლა კი უფრო დეტალურად: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჯერ კიდევ პროექტის დაწყებამდე, როცა მსგავსი პერფომანსის ჩატარება გადავწყვიტეთ, ერთხმად შევთანხმდით პოსტერებისა და ბანერების აუცილებლობაზე. ფული რომ ჩვენი მწირი ბიუჯეტიდან, არ დაგვხარჯოდა, უამრავ დაწესებულებას მივმართეთ თხოვნით, რომ მხარში ამოგვდგომოდა, თუმცა დახმარების ხელი არავინ გამოგვიწოდა. მეორე დღეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მეგობარი მოგვადგა და გვითხრა, რომ ამ საქმეს თავად მოგვიგვარებდა. მისი დახმარებით, თსუ-ს თვითმმართველობამ დაახლოებით ერთ კვირაში დაგვიმზადა პოსტერები და ერთი დიდი ბანერი, რისთვისაც პირადად ლაშა ხელაძეს და თსუ-ს თვითმმართველობას ტამელის ჰიპები ვუხდით მადლობას.

ორშაბათ საღამოს ბანერი თსუ-ს პირველი კორპუსის შემოსასვლელში დავდგით, შემდეგ კი პოსტერების გაკვრა დავიწყეთ. შეზღუდული რაოდენობების გამო, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი აფიშები მხოლოდ უნივერსიტეტებსა და წიგნის მაღაზიებში (ასევე იმ სკოლებში სადაც ხელი მიგვიწვდებოდა) გამოგვეკრა. 3 დღის განმავლობაში მოვიარეთ თბილისის ცენტრალური უბნები (ასევე ის უბნები, სადაც გუნდის წევრები ვცხოვრობთ) და უკლებლივ ყველა სასწავლო დაწესებულებასა და წიგნის მაღაზიაში გავაპიარეთ ჩვენი აქცია.  თითქმის ყველა უნივერსიტეტმა თანხმობა განგვიცხადა, რომ ჩვენი პოსტერი მათ სტენდზე გაკრულიყო, ერთადერთი ილიაუნი გადაგვემტერა, რომელმაც, პირდაპირ გეტყვით და გადაგვიხია, ჩვენი „სამი ლამაზი ჟღალი გოგონა“. (რას გვერჩოდნენ ამ უნივერსიტეტში, არ ვიცი, მაგრამ მათ ასევე გაავრცელეს ხმები, რომ თითქოს ამ პერფომანსს არა „ტამელის ჰიპები“, არამედ თსუ-ს თვითმმართველობა ატარებდა.) გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როცა სკოლის დირექტორები ისეთ დიდ ინტერესს გამოთქვამდნენ პერფომანსისადმი, რომ სათითაოდ შევყავდით კლასებში და მოსწავლეებს პირდაპირ ვაწვდიდით ინფორმაციას. ამის შემდეგ იყო დაპირებები, რომ აუცილებლად მოვიდოდნენ აღნიშნულ ღონისძიებაზე და ჩვენთან ერთად ღია სივრცეში წაიკითხავდნენ წიგნებს.

ხუთშაბათს ბოლო პოსტერიც მივაკარით რიგითი სკოლის რიგით სტენდს და ისღა დაგვრჩენოდა შაბათს დავლოდებოდით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეკლამა ამით არ დამთავრებულა. ფეისბუქის გვერდზე 500-ზე მეტმა ადამიანმა დააჭირა ღილაკს, რომ ჩვენს ღონისძიებაზე მოვიდოდა (მართალია ამ რიცხვის მხოლოდ 30%-ის მოსვლის იმედი გვქონდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ამხელა ინტერესი). ჩვენთვის მოულოდნელად www.ireporter.ge-ზე გაჩნდა ჩვენი ღონისძიების აფიშა, რამაც ძალიან გაგვახარა. უფრო დიდი სიხარული იყო, როდესაც საზოგადებრივი რადიოდან დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს შაბათს დილით პირდაპირ ეთერში გვესაუბრა ამ ღონისძიებაზე, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით. სულ ცოტაღა გვაკლდა, რომ რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფიყ მოსულიყო ჩვენს ღონისძიებაზე, მაგრამ ის შეთანხმებული ჯგუფი, მოულოდნელად რაღაც დავალებით ჯავახეთში გააგზავნეს და შესაბამისად „ვიკითხოთ წიგნები კედლებს გარეთ“ ტელევიზიამ ვერ გააშუქა.

რაც შეეხება რეაქციას, ის მრავალგვარი აღმოჩნდა: ზოგს ძალზედ მოეწონა ეს იდეა და აღფრთოვანებით შეხვდა, ზოგი ამბობდა, რომ უბრალოდ ფსევდო-ინტელექტუალური ნაბიჯი იყო, რომ ამ თაობის ვითომ-წიგნიერება წარმოგვეჩინა. იყვნენ ისეთებიც ვინც ნიშნის მოგებით გვეუბნებოდნენ თქვენი „კედლებს გარეთ“ არ  გვჭირდება, სახლშიც კარგად ვკითხულობთო. ასევე დათო ტურაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენი ივენთი ძალიან არასწორად გაუგია ბევრს – თითქოს ჩვენ ვუპირისპირდებოდით სახლში, კედლებს შიგნით კითხვას და ხალხს ტვინს ვუბურღავდით გინდა თუ არა ღია სივრცეში იკითხეთ-თქო ! რას გაიგებ ? ათასგვარი ინტერპრეტაცია მისცეს ჩვენს ღონისძიებას, მაგრამ რაც მთავარია, ვინც სწორად გაიგო პერფომანსის დანიშნულება, იმან არ დაგვაღალატა.

ღონისძიების ბანერი

შაბათს, ორგანიზატორები რამდენიმე საათით ადრე მივედით ღონისძიების ადგილას. ჩვენი ლამაზი ბანერი, რომელიც დეა სანაძემ დაგვიმზადა, შენობიდან გარეთ გავიტანეთ და ქუჩაში მოსიარულე ხალხს დავუდგით. ტამელის ჰიპებს გვსურდა, რომ გადაგვეღო მასშტაბური ფოტო, რომელიც ითვალისწინებდა ღონისძიებაზე დამსწრეთა ისეთ განლაგებას, რომ ვიზუალურად შექმნილიყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგო. ამის გამო, ცარცით რის ვაი-ვაგლახით დავხატეთ ლოგო თსუ-ს ეზოს ფილაქანზე და ის იყო ყველაფერი მზად გვეგონა, როდესაც დაცვის წევრებმა ნახატზე წყალი გადაგვისხეს და წაგვიშალეს. მიზეზი თუ რატომ წაშალეს არ ვიცით; თბილისის მერიაც და თსუ-ს რექტორატიც საქმის ყურში იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა „კეთილმა ბიძიებმა“ ასე ინებეს და ჩვენც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მათთან კამათი შევყვიტეთ. ერთადერთი ის მოვახერხეთ, რომ ხელახლა დაგვეხატა ლოგო, წებოვანი ქაღალდით (უკეთსია ვთქვათ ყველასთვის გასაგები სიტყვა „სკოჩი“). ამაზე კი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ვეღარაფერი გვითხრეს და დადუმდნენ. დაცვის წევრებთან კამათის პერიოდში კი ვიღაც უკულტუროს უვაჟკაცია და ჩვენი ბანერის სადგამი დაუმტვრევია, რის შემდეგაც დეა სანაძის ნამუშევარი გისოსებზე „მივსკოჩეთ“.

ამასობაში ხალხიც შეიკრიბა და გაზონზე ჩამწკრივებულებმა კითხვა დაიწყეს. სამწუხაროდ სკოლებში მოცემული დაპირებები სიცრუე აღმოჩნდა (მხოლოდ „თბილისის მწვანე სკოლიდან“ იყო მოსული დაახლოებით 30-მდე მოსწავლე) და ჩვენს პერფომანსშიც, რომელშიც ჩვენი ვარაუდით 300 მონაწილე უნდა ყოფილიყო ჩართული, მხოლოდ 100-110-მა თუ მიიღო მონაწილეობა. თუმცა ამას მნიშვნელოვნად არც შეუშლია ხელი ღონისძიებისთვის, რაც მთავარია, ჩვენ შევძელით შეგვეკრიბა ხალხი, ვისაც ჰქონდა დიდი სურვილი, რომ ეკითხა წიგნები კედლებს გარეთ.

ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ღონისძიებაზე „თბილისის მწვანე სკოლის“ წარმომადგენლები დავინახეთ. გარდა ამისა უშუალოდ პერფომანსში მიიღო მონაწილეობა და ჩვენთან ერთად კითხულობდა თეატრმცოდნე ქეთი შავგულიძე, რომელმაც გვთხოვა კიდევ მრავლად ჩაგვეტარებინა მსგავსი პერფომანსები. საბოლოო სიხარული კი ის იყო, რომ თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, თავად გამომცემელი ბაკურ სულაკაური გვეწვია, რომელიც ძალიან ნასიამოვნები დარჩა ნანახით. საწყენი ფაქტი იყო მხოლოდ ის, რომ ეზოში არ განთავსდა გამომცემლობის სტენდი, რამაც გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ ჩვენი პერფომანსი მხოლოდ საათნახევარს გაგრძელდა.  ამ საათნახევარში პატარა 5-წუთიანმა წვიმამაც მოგვისწრო, რომელმაც მცირე ნაწილი სახლებში გააქცია, უმეტესობა კი მაინც ადგილზე დატოვა და ატმოსფერო უფრო გაულამაზა.

საბოლოოს ჯამში, გუნდის წევრებიც და დამსწრეებიც ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილები დავრჩით ღონისძიებით. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტ მონაწილეს ველოდით, მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ ამ ივენთზე ცოტა ხალხი იყო. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ შეგვექმნა ისეთი გარემო რომელიც ძალიან ბევრს მონატრებული ჰქონდა, უფრო მეტს საერთოდ არ ჰქონდა განცდილი.

აქვე შემოგთვაზებთ ჩვენს ივენთზე გადაღებულ ვიდეოს. ფოტოები კი დაათვალიერეთ ამ ალბომში.

დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. tika

     /  May 14, 2012

    კარგი იყო❤

    Reply
  2. ნინია

     /  May 14, 2012

    ძალიან კარგი იყო❤
    :მადლობელი:

    Reply
  3. ise am qartvelebma ro yvelaferi ar gaafuchon da daangrion rato ar sheudzliat ise?😀😀 : dnamdvilad kargi dge iyo❤

    Reply
  4. Porci

     /  May 14, 2012

    ჩემი ორი ყველაზე საყვარელი საქმიანობა ერთად: ბალახზე ჯდომა და წიგნის კითხვა❤ ისე რა არაადეკვატური ინტერპრეტაციები მოჰყოლია ღონისძიებას, რა თქმა უნდა ყველანაირი იმის გარდა, როგორიც რეალურად იყო ჩაფიქრებული..

    Reply
  5. მაგარი იდეაა. მე ნამდილად არ გამიგია, თორემ აუცილებლად მოვიდოდი ჩემი ბავშვები. იუსტიციის სამინისტროს წიგნის კლუბი, სწორედ წიგნის პოპულარიზაციას ემსახურება, facebook–ის გვერდზე Bookclub დაპოსტეთ ხოლმე ასეთი სიახლეები:)))

    Reply
  1. ტამელის ჰიპების პირველი რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი
  2. აკუსტიკური კონცერტი ბიტლზ-კლუბში « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: