გაფრენა საბჭოთა კავშირიდან რუმინეთში

ტამელის ჰიპები რისი ჰიპები ვიქნებოდით, ერთხელ მაინც რომ არ გაგვეხედა საზღვრებს გარეთ?! ჰოდა, ის იყო ჯიბეებს ვიფხეკდით და ასეთ გახედვას ვგეგმავდით, როდესაც ცნობა მოგვივიდა, რომ ჩვენი მეგობრის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რუმინეთის ახალგაზრდული ფესტივალის Info Matrix-ის ნომინანტი გახდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა?! გადავწყვიტეთ მისთვის გვეთხოვა დახმარება. სანამ ამას გავაკეთბდით, გამომცემლობაში გადავამოწმეთ, თუ შეიძლებოდა მსგავსი დახმარება გაეწია ვინმეს ჩვენთვის, იქ კი მოგვახსენეს, რომ თუ გინდათ 100-კაციანი არმია შეკრიბეთ, მთავარია თქვენი სახელით გაკეთდეს ყველაფერიო.

დიდხანს არც გვიფიქრია თუ რა უნდა გაგვეტანებინა რუმინეთში იქაურ მონაწილეთათვის, რადგან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ მხოლოდ ერთი წიგნი აქვს ინგლისურ ენაზე – დათო ტურაშვილის Flight From USSR, რომელიც შესანიშნავად აქვს თარგმნილი მაია ყიასაშვილს (სხვათაშორის ეს ის ქალბატონია, რომლის მიერ თარგმნილი ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ იმდენად მოეწონათ BBC-ს კონკურსის შემფასებლებს, რომ პიესა ინგლისურენოვან ნაწარმოებებში გაიყვანეს). ჩვენც დავიძარით წიგნის მაღაზიებისკენ, შევიძინეთ ტურაშვილის ამ დიდებული წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი და „გაფრენა საბჭოთა კავშირიდან“ რუმინეთის მიმართულებით დავგეგმეთ.

ჩვენი გეგმით, იქ მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთათვის უნდა გადაგვეცა ეს წიგნი, რათა წარმოდგენა შექმნოდათ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და შემდგომში უფრო მეტი ინტერესი გასჩენოდათ ჩვენი მწერლებისადმი.

როდესაც წიგნები ბუქარესტში ჩავიდა თბილისში ზარიც გაისმა და დაიმედებულნი დაველოდეთ თუ როდის ვიხილავდით იქ გადაღებულ ვიდეოებს. თუმცა, გეგმის მიხედვით მაინც არ წარიმართა ყველაფერი; ორგანიზატორები მონაწილეებს არ რთავდნენ ნებას, რომ თავიანთ სტენდს გაცლოდნენ ფესტივალის დროს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველი რისი ქართველია, თუ წესი არ დაარღვია, ამიტომაც ჩვენი მეგობარი სტენდიდან სტენდზე ჩუმად გადავიდა და სანამ ფაქტზე წაასწრებდნენ, შვიდი სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტებთან მოასწრო საუბარი ქართულ ლიტერატურაზე.

როგორც აღმოჩნდა, უცხოეთში არაფერი იცოდნენ ჩვენს მწერლებზე, მაგრამ იყვნენ კონკურსანტები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოთქვეს ქართული ლიტერატურისადმი, ამიტომაც სიამოვნებით მიიღეს საჩუქარი და ზოგიერთი მაშინვე შეუდგა კითხვას. მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ იმ შვიდ უცხოელს მიანც ააღელვებდა დათო ტურაშვილის ეს შესანიშნავი ნაწარმოები და ისინი შემდგომში კიდევ არაერთ ქართულ წიგნს წაიკითხავენ.

ახლა კი ამ ფაქტის აღმნიშვნელ ვიდეოებს შემოგთავაზებთ (სამწუხაროდ შვიდი მონაწილიდან მხოლოდ სამის გადაღება მოხერხდა – რუმინელის, ლიტველისა და უკრაინელის)

დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. ტამელის ჰიპების პირველი რეპორტი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: