კაფე “ასორტი”

უნივერსიტეტიდან რომ დაღლილი გამოვბოდიალდები, სამსაათიანი ფანჯარა მაქვს და თან საშინლად მშია, ვხვდები, რომ „გუდვილის“ პროდუქციაზე უკეთესი რამ უნდა ჩავიყარო ორგანიზმში – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროდუქციასთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო – ამიტომაც, ფეხით ან ავტობუსით, ვაკეში, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „ასორტს“ მივაშურებ ხოლმე.

ჩემმა იქ ხშირმა  სტუმრობამ გამოიწვია ის ფაქტიც, რომ როდესაც „ტამელის ჰიპებს“ სპონსორების მოძიების დრო დაგვიდგა, პარტნიორობაზე პირველი თანხმობა, სწორედაც რომ „ასოტრისაგან“ წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა და მყუდრო კაფე, დიდი სახელითა და ცნობადობით არ გამოირჩევა, მაინც გამორჩეულად მომწონს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ერთი პატარა პოსტი მასზე დავწერო.

მოსეშვილის ქუჩას დაადგებით თუ არა, პირველივე ნომერში, რთულია თქვენი ყურადღება არ მიიპყროს ამ შესანიშნავმა სათამაშოებმა. (ამ სათამაშოების გადასაღებად, რომ მივედით, ვიტრინის გარეთაც და ვიტრინის შიგნითაც ბავშვები უყურებდნენ „მექანიკურ მზარეულებს“)

„ასორტის“ ინტერიერი დახვეწილი და სასიამოვნოა. კაფეში არის WI-FI და SILK TV, ასე რომ უფასო ინტერნეტი და ტელევიზია გარანტირებული გაქვთ. საჭმელი დამიჯერეთ ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით ნამცხვრები. პროდუქციას – გემოზე რომ აღარაფერი ვთქვათ – შესახედავადაც კი ეტყობა, რომ უმაღლესი დონისაა. ცომეული, სალათები, ცივი და ცხელი სასმელები, სენდვიჩები, ცხელი კერძები – „ასორტის“ მენიუში ფართო არჩევანია. რაც შეეხება ფასებს, სხვა კაფეებთან შედარებით „ასორტში“ დაბალია – ოპტიმალური. (ჩვენში რომ ითქვას, სწორედ ამიტომ დავიწყე ამ კაფეში სიარული. იმ თანხით რაც,  სწარფი კვების ობიექტში უნდა დატოვოთ, აქ გემრიელად და უფრო მეტად შეძლებთ დანაყრებას.) ასე რომ, დამიჯერეთ, „ასორტში“ სტუმრობა ნამდვილად ღირს.

ახლა კი რამდენიმე ფოტო დაათვალიერეთ🙂

This slideshow requires JavaScript.

 

დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. პოსტითაც მოვიხიბლე და კაფითაც🙂 აუცილებლად ვეწვევი!

    Reply
  2. Porci

     /  May 11, 2012

    ჰო, მეც შემიმჩნევია ეგ კაცუნები, მაგრამ მეგონა, რომ მარტო take away კაფე იყო..

    Reply
    • არა თამ, სამივე მისამართზე შეგიძლია დაჯდე და ადგილზევე მიირთვა ^^
      ნიკოლაძის ფილიალი არის ძირითადად გატანაზე მომუშვე. მოსეშვილზე კი ჩვეულებრივი კაფეს სიტუაციაა🙂

      მაშინ წყნეთში რომ ავედით აქედან ავიტანეთ საჭმელები თუ გახსოვს🙂

      Reply
  3. :)

     /  February 9, 2013

    :))))) ბევრად გაუმჯობესდა ინტერიერიც და ექსტერიერიც ეხლა გარეთაც შეგიძლიათ დასხდეთ და მიირთვათ :)))))

    Reply
    • ნამდვილად🙂
      და პლიუს ამას, რამდენიმე ახალი ფილიალიც დაემატა ^_^

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: