“წიგნების თაობის” პრეზენტაცია

გოგა ჩანადირი და ტამელის ჰიპები

დღეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვერანდაზე პროექტ „წიგნების თაობის“ პრეზენტაცია შედგა. „ტამელის ჰიპებმა“ ამ დღისთვის თავიდანვე აქტიურად დავიწყეთ მზადება და ჩვენი გუნდის მაისურები დავამზადეთ, რომლის წინა მხარეს ჩვენი ლოგო და სახელწოდება იყო გამოსახული, უკანა მხარეს კი გამომცემლობის ლოგო და პროექტის სახელწოდება. მაისურებმა შედეგი ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე გამოიღო, როდესაც ავტობუსში მოვიდა ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც გვიცნო და გვითხრა, რომ ერთ ადგილზე მივდიოდით🙂 სიმართლე გითხრათ, გაგვიკვირდა, რომ პრეზენტაციაზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით ჩვენი გუნდის აღმნიშვნელი მაისურებით და რომ არავის მოუვიდა მსგავსი იდეა, მაგრამ ეს ცალკე თემაა. ახლა პრეზენტაციას შევუდგეთ;

პრეზენტაცია დაიწყო, გაგრძელდა და დამთავრდა და რავიცი კიდევ რა – Red Hot Chili Peppers-ის ფონზე ^^. დასაწყისში გამომცემლობის დირექტორი და დამფუძნებელი გამოვიდნენ სიტყვით. ისაუბრა პროექტის ავტორმა ნინო ნადიბაიძემაც, მერე საინტერესო თამაში შემოგვთავაზეს, რის შედეგადაც მსოფლიო ლიტერატურული შედევრი შევქმენით. 51-მა გუნდმა თითო-თითო წინადადება დავწერეთ და ჯამში საუცხოო მოთხრობა ავაწყეთ❤

ამის მერე დაიწყო წიგნების გათამაშება, რომელსაც გოგა ჩანადირი უძღვებოდა. თამაშდებოდა აკა მორჩილაძის წიგნები. ერთ-ერთი წიგნი მეც მოვიგე და მიუხედავად იმისა, რომ „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ გადაღეჭილი მაქვს და მინდოდა ვინმესთან გამეცვალა წიგნი, ისეთი სასიამოვნო საღამო იყო, რომ სიმბოლურად უნდა დავიტოვო❤ ჰო, წიგნი მოვიგე შეკითხვაზე, რომელიც პაოლო კოელიოს შეეხებოდა – მწერალს, რომელიც არ მიყვარს. თუმცა ბრაზილიელი მწერალიო რომ თქვეს, რა უნდა მეპასუხა სხვა?🙂 სხვა ბრაზილიელი არც მაშინ გამხსენებია, როცა ჩანადირმა მკითხა მათ შესახებ🙂  მხოლოდ წამოსვლისას ამოტივტივდა თავში ჟორჟი ამადუ, თუმცა ეგ არაფერი.

სცენაზე ასვლის შემდეგ ჩემი გუნდი წარვადგინე და ხალხს, ვისაც სურდა ჩვენი სახელწოდების არსი გაეგო, დათო ტურაშვილის წიგნის წაკითხვა ვურჩიე. მოგვიანებით დათოც უნდა გაგვეცნო, მაგრამ სახელწოდებამ და მაისურებმა ისე იმოქმედა, რომ დაგვასწრო და თვითონ გაგვიცნო ^^. მის გვერდით იდგა ასევე ბესო ხვედელიძე, რომელიც სულ რამდენიმე დღის

ჩამოსული იყო ტამელიდან და მემგონი, რომ ჩვენი სახელწოდება მასაც მოეწონა.  დათოს და ბესოს გარდა შევხვდით ირაკლი მახარაძეს, მარი ბექაურს (რომელსაც თურმე მის მაღაზიაში ხშირი სტუმრობით აქამდე დავამახსოვრე თავი🙂 ) და ზურა ლეჟავას. ერთადერთი ვისი გაცნობაც გვინდოდა და ვერ მოვახერხეთ, იყო ბასა ჯანიკაშვილი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მასაც გავიცნობთ.

მწერლების გაცნობის შემდეგ, შესანიშნავი ღვინოც დავაგემოვნეთ და რამდენიმე მონაწილეც გავიცანით. ჯამში, საღამოთი ძალიან კმაყოფილები ვართ და, რაც მთავარია, უკვე ოფიციალურად ჩავებით „წიგნების თაობის“ ჭიდილში !❤

ტამელის ჰიპები ყველა მონაწილეს ვულოცავთ პროექტის გახსნას და ვუსურვებთ ღირსეულ კონკურენციას, ულევ ენერგიასა და საინტერესო და წარმატებულ ღონისძიებებს !

პრეზენტაციის ფოტოები შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ

დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. Porci

     /  May 1, 2012

    და შეიძლება თქვენი დაწერილი მოთხრობა, “მსოფლიო ლიტერატურული შედევრი” წავიკითხოთ სადმე? :))

    Reply
    • მაგდენი აღარ ვიცი თამ :დ
      გამომცემლობას ვთხოვ, რომ ფეისბუქის გვერდზე მიანც გამოაქვეყნოს🙂

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: