შემოყვარებული ტორესი

*პოსტი დაწერილია დიდი ემოციის ქვეშ, ასე რომ, თუ სადმე გაუმართაობა იპოვეთ, მიუტევეთ ამ პოსტის გახარებულ ავტორს 🙂!

ერთი კვირის წინ შემომტერებული კაცის სახელი თუ დავარქვი პოსტს, დღეს რომ შემოყვარებულის დავარქვა, არაფერი დაშავდება !

ჩელსი ფინალშია !

ბარსა თავის ადგილზე.

ემოციებისგან არც კი ვიცი რა დავწერო, მაგრამ ასეთი დიდებული მატჩი, დიდი ხანია არ მინახავს.

***

ნოუ კამპი ჩვეულ სტილში: გადაჭედილი სტადიონი, უამრავი დროშა და ბარსას ჰიმნი.

რა თქმა უნდა, კატალონიელები შეუტევდნენ და ასეც მოხდა.

მერე ტერი სულ ტყუილად გააგდეს. ნახევარფინალში მსაჯს შეეძლო რომ ცოტა თავშეკავებული ყოფილიყო.

ორი გოლი, რომელმაც დამადუმა. და თანაც ერთი კუანა ბუსკეცმა გაიტანა და მეორე იმ შემომტერებულმა.

თუმცა რამირეშმა, გააკეთა ის, რასაც მატჩის წინ ვნატრობდი.

პირველი ტაიმი: 2-1

***

ჩელსი 10 კაცით, ბარსა 11-ით და (ვაღიაროთ) მაინც მსაჯით (ხუთივეთი თუ არა 1ით მაინც)

მჯეროდა, რომ პიტერი გოლს არ გაუშვებდა. – ძელი. რას ვიზამთ, ვარსკვლავბიჭუნავ, ხდება ხოლმე!

***

ტორესი ჯერ კიდევ ატლეტიკოდან არ მომწონდა. ლივერპულში რომ გოლებს იტანდა და ბალერინობდა, არც მაშინ მიზიდავდა, და როცა გავიგე რომ ჩემს გუნდში მოიყვანეს თანაც ამხელა ფასად – სულ შემზიზღდა. ამას დაემატა ისიც, რომ გოლებს საერთოდ ვერ იტანდა. მოკლედ მთელი ჩემი ცხოვრება ზიზღის გარდა არაფერი მაკავშირებდა ელ ნინიოსადმი.

ფერნანდო რომ შემოვიდა, დედაჩემს ვუთხარი, რა იქნება ერთი გოლი რომ გაიტანოს და მთელი ჩავარდნილი სეზონი ამ ერთი გოლით გამოისყიდოს-მეთქი.

შემდეგ იყო მეორე ძელი, ჩეხის მოგერიებები, დაცვაში ჩამდგარი 9 კაცი. ბარსას თამაშგარე გოლი, და ბურთის ფლობა ბევრი-ცოტაზე.

საჯარიმოს მიჯაჭვული ჩელსი და ბარსას შტურმი. და იმედი იმისა, რომ ჩელსი გოლს აღარ გაუშვებდა.

დამატებით წუთზე ბურთი ტორესმა მიიღო, ვალდესთან ერთი-ერთზე გავიდა.

ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ ააცილებდა, მით უმეტეს, რომ ვალდესი პირდაპირ წესების დარღვევაზე მიდიოდა.

მაგრამ ელ ნინიომ მეკარეს გვერდი აუქცია.

იმ მომენტში ტორესი მიყვარდა. მიყვარდა ისე, როგორც მიყვარს ჩელსის ყველა ლეგენდა, როგორც მიყვარს ზოგადად ინგლისური ფეხბურთი,როგორც მიყვარდა ივანოვიჩი, როცა ნაპოლის მე-4 გოლი გაუტანა. ამ ახლადაღმოცენებულმა სიყვარულმა ამაყვირა ბოლო ხმაზე !

და მე აღარასოდეს ვიტყვი, რომ ტორესმა ეს სეზონი ჩააგდო !

2-2

***

ამ დღეს 3 წელი ველოდი !

დღეს საბოლოოდ ამოვადინეთ ცხვირში 2009 წლის დაუმსახურებელი გამარჯვება ბარსას!

არ მეგონა თუ ოდესმე დადგებოდა დღე, როდესაც მე ვიტყოდი, რომ ფერნანდო ტორესი მიყვარს!

გმადლობ ელ ნინიო, გმადლობ რამირეშ, გმადლობ დროგმა, ივანოვიჩ, მატა, კოულ. მადლობა ჩელსის ყველა ფებურთელს.

და რაც მთავარია: გმადლობ დი მატეო !

ამ ხალხმა დღეს მე ბედნიერება მომანიჭა.

ჭაობიდან ამოსვლა და ფინალში გასვლა !

მიუნხენი გველის !

P.S. მე არ მესმის ადამიანების, ვისაც არ უყვარს ფეხბურთი, მე არ მესმის ადამიანების, რომლებიც ასეთ მატჩებს გულგრილად ადევნებენ თვალს, მე არ მესმის თუ რატომ აძლევს ღმერთი სუნთქვის უფლებას მათ, ვითაც ჰგონიათ, რომ ფეხბურთი უბრალოდ სპორტია და მეტი არაფერი !

მატჩის ფოტოები იხილეთ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარი

8 Comments

  1. გულწრფელად გილოცავ…🙂

    Reply
  2. არა რა, ვიცოდი, რომ ტორესი ჩამოსაწერი ფეხბურთელი არ იყო🙂 …ბარსას არყოფნა უკვე საინტერესო ფინალს ნიშნავს :))

    Reply
    • საერთოდ წელს ესპანურმა გუნდებმა არ მინდა რომ მოიგონ. ევროპლის ლიგაზეც სპორტინგს ვგულშემატკივრობ

      Reply
  3. zichii

     /  April 26, 2012

    ჩელსიც იმსახურებს ერთხელ ჩლ-ის მოგებას, გამიტყდება ეს ლეგენდარული სასტავი რო ტიტულის გარეშე წავიდეს, ტერი/ლამპარდი და ა.შ❤ ამის მერე ალბათ აღარც ეღირსება ჩელსის ფინალი.
    მაგრამ მაინც, ბარსა იმსახურებდა გასვლას :შ
    მესი <16

    Reply
  4. bolo wutebze me da chemi da ukve vegar vijeqit skamebze ise vnerviulobdit avdeqit da otaxebshi davdiodit da toresma ro gaitana (sxvata shoris verc me ver vitandi mag fegburtels😀 ) ai ra damemarta ar vici😀 imxelaze vyvirodit mgoni mteli mezoblebi chamovidnen. ai mag wuts iseti bednieri viyavi rom ver avgwer amdeni wlis shemdeg chelsi finalshi da damarcxebuli barselona es ragac saswauli iyo ^_^

    Reply
    • საოცარი გრძნობაა ფინალი.
      თასის აწევა უკეთსი❤
      და იმედია ამასაც შევიგრძნობ❤

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: