შემომტერებული ინიესტა

New Text Message

Friend: Villa da xavi chaketet da tqvenia tamashi !!!

Me: Magat moevlebat, me iniestasi ufro meshinia.

თუმცა ამ მესიჯიდან დაახლოებით ერთი წლით წინ უნდა გადავბარგდე, რომ ჩემი და ანდრეს ინიესტას შემთხვევითი მტრობის შესახებ მოგითხროთ.

***

ჯერ იმათ გასაგონად ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას, ვინც საფეხბურთო სამყაროში არაა ჩახედული (უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა „ფეხბურთის გარტყმაში არაა“-მეთქი); ანდრეს ინიესტა დაბალი და დიდთავა, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც სუპერჰიპერყველასრომუგებსისეთ ბარსელონაში და ესპანეთის ნაკრებში თამაშობს. მოგებული აქვს ბევრი ტიტული და ალბათ კიდევ ბევრს მოიგებს.ეს ქართული ვიკიპედიასავით მოკლე ინფორმაცია, ახლა კი ისევ პირველ აბზაცს მივუბრუნდეთ;

რადგან 2010 წლის ერთ ცხელ დღეს მესიჯზე მსგავსი პასუხი გავგზავნე, ესეიგი უკვე მქონდა ამის საბაბი: მაშინ 2009 წლის 6 მაისი იდგა და ლონდონი გუგუნებდა. „ლურჯი არისტოკრატები“ ბარსელონას ელოდნენ საკუთარ მოედანზე, რათა ფინალში გასულიყვნენ და წინა წლის ბოღმა და შური ამოეღოთ მანჩსტერელ „ეშმაკებზე“. თამაშს ცუდი კაცი, ნორვეგიელი ტომას ოვრებო უძღვებოდა. (აქვე იმას დავძენ, რომ ჩელსის გულშემატკივარი ჯერ კიდევ მანამდე გავხდი, სანამ რუსი მაგნატი რომან აბრამოვიჩი შეიძენდა. როცა ლამპარდი პატარა ბიჭი იყო და მოედანზე ფლო, დესაი და ძოლა დარბოდნენ.)თამაში დაიწყო და ლურჯი მანქანაც დაიძრა. საწყის წუთებზევე ესიენის საოცარმა გოლმა, რომელიც არასდროს დამავიწყდება, თამაშის სცენარი დაწერა. ჩელსიმ ბურთი დაიჭირა და 90 წუთი თავზე გადაახია ბარსელონას. თუმცა 1-0 რომ სარისკო ანგარიშია ამას არც უნდა ბევრი ახსნა. ლურჯებიც სულ წინ მიიწევდნენ და რომ არა ის ნორვეგიელი ნაბიჭვარი იქნებ ის მატჩი ბარსას ისტორიაში იმით შესულიყო, რომ ასეთი დიდი ანგარიშით  არასოდეს წაუგია. დიახ სწორედ ასეა! ტომას ოვრებომ არც მეტი არც ნაკლები 5 (!) – და არა 2 ან 3  – როგორც ბარსას ფანები ამტკიცებდნენ მეორე დღეს – პენალტი არ დანიშნა ჩელსის სასარგებლოდ, რის შედეგადაც 1-0-მა ტაბლო 93-ე წუთამდე დაიკავა სანამ…

 ნამდვილად არ შეიძლებოდა ის თამაში ბარსას მოეგო. 93-ე წუთზე რომ პირველად შექმნი მომენტს – არ ხარ მოსაგები გუნდი. მაგრამ ოვრებოსი არ იყოს, ფორტუნაც ამ კატალონიელი გრინგოებისკენ შეტრიალდა: ინიესტამ ბურთი მიიღო, კარში დაარტყა და გაიტანა. 1-1 . თამაში დასრულდა. მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით, ბარსა ფინალშიც გავიდა და მერე ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. თუმცა იმ ღამესვე გაჩნდა შურისძიების სურვილი და იმ ღამის შემდეგ ელოდება ჩელსის ყველა ქომაგი დღევანდელ დღეს. მახსოვს იმ ღამით თუ როგორ ვიგინებოდი და როგორ მოვთქვამდი, რომ არ არსებობს ქვეყნად სამართალი. ახლა რომ მახსენდება, ცოტა სასაცილოა, მაგრამ მაშინ, იმ ღამეს არ არსებობდა სიცილი. იმ ღამით ყველაზე მეტად მძულდა ბარსა და ყველაზე მეტად მძულდა ანდრეს ინიესტა. მძულდა ნორვეგიელი ტომას ოვრებოც, რომელიც დღემდე არანაკლებ დამნაშავედ რჩება ჩემთვის ვიდრე ტერორისტი ანდრეს ბრეივიკი. და იმის გამო, რომ მძულდა ოვრებო – მძულდა ყველა ნორვეგიელი !

მეორე დღეს ბარსას მწვრთნელმა პეპე გუარდიოლამ ღიმილით განაცხადა, რომ ინიესტამ ისეთი რამ გააკეთა, შეეძლო საერთოდ აღარ გაეტანა გოლი კარიერის განმავლობაში! და ნეტავ მართლა ასე ყოფილიყო!

***

ის მესიჯი, რომლითაც პოსტი დავიწყე  2010 წლის 11 ივლისს მომივიდა. ცხელოდა. მაგრამ ეს სიცხე არაფერია იმ სიცხესთან შედარებით, როცა 6 წლიდან გული ნარინჯისფრად გიცემს და ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადის!

იოჰანესბურგის სტადიონზე 85 ათასამდე კაცს მოეყარა თავი. სანამ ფინალამდე მივიდოდა, ჰოლანდიამ ყველა თამაში ძირითად დროში მოიგო, რეკორდსმენ ბრაზილიასაც კი არ დაუტოვა შანსი საოცრად დაძაბულ თამაშში. მეტოქემ კი საწყისი მატჩი შვეიცარიასთან დათმო, მერე კი ჰონდურასს ძლივს მოუგო. მას შემდეგ იყო სამი 1-0-იანი გამარჯვება და ჰოლანდიასთან დაპირისპირება ფინალში.

თამაში დაიწყო და საფეხბურთო სამყაროც ადუღდა. მსაჯი – ბავშვობიდანვე საძულველი ჰოვარდ ვები!  მატჩს ჰოლანდიის ფანკლუბში ვუყურებდი, ნარინჯისფერ გარემოში. იყო ულევი ემოცია, დაძაბული მომენტები და გარდამავალი უპირატესობები.

ძირითადი დრო : 0-0

დამატებითი ნახევარი საათიც იწურებოდა და თითქოს თასის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიაში უნდა გადაწყვეტილიყო, როცა საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ინიესტამ დაარტყა.

იმ ღამით ვიტირე !

ის „მსოფლიო“ არ უნდა მოეგო ესპანეთს! დღემდე იმ აზრზე ვრჩები, რომ გერმანია-ჰოლანდიას შორის უნდა არჩეულიყო ღირსეული ჩემპიონი. მაგრამ როგორც ჩანს სიტყვა „ფორტუნა“ ჟღერადობითაც კი პირენეის ნახევარკუნძულისაკენ იხრება !

ის დღე იყო, რომ მე და ანდრეს ინიესტა შემთხვევით მტრებად ვიქეცით!

***

დღეს კი 18 აპრილია, „სტემფორდ ბრიჯზე “ ისევ ჩადის ბარსელონა. ჩელსის კრიზისისგან ახალი დაღწეული აქვს თავი – მთავარი მწვრთნელიც კი არ ყავს, საოცარი ბარსა კი საოცარ ფორმაშია, ყველას უგებს ვინც წინ გადაეღობება.

დღეს 18 აპრილია. ისევ ნახევარფინალია. ისევ ლურჯები, ისევ გოლები და ისევ ეს წყეული ინიესტა !

მაგრამ ისევ იმედი !

დიდი იმედი !

დატოვე კომენტარი

15 Comments

  1. დღევანდელი ჩელსი მთლად ფავორიტი არ არის (ბოლო-ბოლო მსაჯელონასთან თამაშობს 🙂 ), მაგრამ იმედია ინიესტას მაინც შეაჩერებს…

    Reply
    • ვიცი რომ არ არის. რათ უნდა ამგას თქმა ? :შ
      უბრალოდ ძალიან მინდა რომ ფინალში ითამაშოს.
      თან წინა თამაშში ტოტენჰემს გასვლაზე ისე ეთამაშა, ეგრე რომ ბარსასთან ითამაშოს გადაახევს თავზე ბურთს

      Reply
  2. ვიდრე კალაშნიკოვი აგიღია ანდა კამიკაძე გამხდარხარ და ინიესტა მთელი თავისი საგვარეულოთი, ბარსელონათი და ესპანეთით გაგიჟლეტია, თუ ძმა ხარ არ უყურო ამ საღამოს მაგ თამაშს, თორემ ამ პოსტს კიდევ მიემატება, მერე კიდევ, მერე კიდევ და ვიღაცამ ხომ უნდა წაიკჳტხოს თავიდან ბოლომდე? 🙂 🙂 🙂
    არადა, ეგ თამაში მართლა მტკივნეულად მახსოვს. ხელიც კი ჩავიქნიე და გემრიელადაც შევუკურთხე ბარსას – რა გეტაკათთქო, ის ის იყო უნდა გამომერთო ტელევიზორი რომ ინიესტამ დაარტყა! საოცარი იყო… 🙂 🙂 🙂
    წარმატებები ჩელსის… 🙂

    P.S. პრემიერლიგაში… 🙂 🙂 🙂

    Reply
    • წელს დიდად არ მაღელვებს პრემიერლიგა.
      ჩემპიონთა ლიგა მინდა . თასი თასი!!!
      გავიგეთ რომ მაგრები ხართ ეს კატალონიელები ! აცადეთ ახლა სხვასაც ! :დ
      მგონია, რომ უკვე ბარსას გულშემატკივრობის მუღამი იკარგება. სულ იგებს და იგებს.
      2 წლის წინ ჩელსიმ რომ 6-0-ები დაიწყო და მინიმუმ 4 გოლი გაჰქონდა მატჩში, მაშინაც ისე ვიყავი, ვფიქრობდი ისე არ მოხდეს, რომ გუნდი გადამიყვარდეს ამდენი მოგებით-მეთქი.
      ისე, ჩემთვის მთავარია დიდი ბრძოლა და ღირსეული თამაში. და კარგი მსაჯი !

      P.S. თამაშისთვის კარგი და არა ბარსასთვის კარგი :):):)

      Reply
      • :თითმოკაკვულიsmile: 🙂 🙂 🙂
        დღეს აშკარად ფორტუნაც, ძელი/ხარიხაც და პიტერ ჩეხიც თქვენს მხარეს იყო… 🙂 🙂 🙂
        გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას და ნოუკამპზე გელით… 🙂 🙂 🙂

    • მადლობა 🙂
      უჰ. დიდებული მატჩი იყო. ბარსას ისე ვეთამაშეთ, როგორც საჭირო იყო. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია მოუგო ბარსას. მაგათ თუ სდიე 90 წუთი და შეტევა შეტევაზე გეგმე, წააგებ 5-0ს. დი მატეოს შემოვევლე ასე რომ ამოასუნთქა გუნდს ❤
      სამშაბათს არანაკლებ დიდებული მატჩი დაიდება ❤

      Reply
  3. მე ჩემი სანერვიულო გუშინ უკვე ვინერვიულე და რომ არა ბაიერნის მეორე გოლი ცოცხალი არ ვიქნებოდი. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ყველაზე მწარე მოგონება ამოტივტივდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი, გერმანია – იტალია, დამატებითი დროის ბოლო წუთებში იტალიას ორი გოლი გააქვს, მაშინ შეურაცხადი ვიყავი.
    ამოვიდა ყელში ბარსელონა, წარმატებები ჩელსის 🙂

    Reply
    • დიდი მადლობა !
      გუშინ ბოლო წუთამდე მჯეროდა რომ გომესი გოლს გაიტანდა ❤
      მე მინდა ფინალში შევხვდეთ მე და შენ ! ❤

      Reply
    • არა, მართალია ბარსელონა ამოვიდა ყელში, უნამუსობაა ყველას ყოველთვის ყველგან მოუგო, მაგრამ მაგაზე ლამაზ ფეხბურთს ხომ ხედავთ რომ ცოტანი თამაშობენ?
      ჰოდა მეც სწორედ მაგ სილამაზის გამო ვბალეშიკობ ზოგადად ესპანურ, ბრაზილიურ ფეხბურთს… 🙂 🙂 🙂

      Reply
      • ლამაზი ფეხბურთი რომ არის ამაზე ორი აზრი არ არსებობს, უბრალოდ ბარსას გარდა ბევრი სხვა გუნდიც თამაშობს ლამაზ ფეხბურთს. სხვა გუნდების დროა რა 🙂
        ძალიან დამაიმედა ამ გამარჯვებამ. იმედია კამპ ნოუზეც რამეს ვიზამთ ❤

  4. გილოცააავ! საუკუნეა თამაშით ასეთი აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ. დავიჭამე ტუჩები ნერვიულობით, ბრავო ჩელსი.

    Reply
    • გაიხარე დიდი მადლობა. ემოციებისგან ცუდად ვარ :დ ❤

      Reply
  5. მართლაც ბრავო!!! 🙂 ტერის გარეშე (არადა, ყვითელიც საკმარისი იქნებოდა), პენალტის დადების შემდეგ და ისევ და ისევ ინიესტას გოლის შემდეგ, მაინც მოახერხეს!!! ფინალი იქნება სასწაული :))

    Reply
    • მეც მგონია, რომ ტერი არ უნდა გაეგდო 😐
      ინიესტამ ახლა გაიგოს, რა მწარეა ბოლო წამზე გაშვებული გოლი !
      ფინალში, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადის 3 ფეხბურთელი დაგვაკლდება მაინც იმედიანად ვარ

      Reply
  1. შემოყვარებული ტორესი « ანესთეზირებული ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: