ბაგრატ IV-სა და კონდოლიზა რაისის სასიყვარულო ისტორია, ანუ დანართი ჩემს ერთ-ერთ პოსტზე.

გასული წლის 6 დეკემბერს ჩემს ბლოგზე გამოვაქვეყნე პოსტი სახელწოდებით Money – It’s A Crime, ანუ სესილია პინკ ფლოიდის კლიპში? , რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი პოსტია ჩემს ანესთეზირებულ სამყაროში, მაგრამ მარტო კითხვადობას რომ შევეშვათ, არიან ადამიანები, რომლებსაც ებადებათ მსგავსი სახის შეკითხვები:

  • „და რატომ არ გინდა, რომ სესილია იყოს პინკ ფლოიდის კლიპში?“
  • „რა შენი საქმეა ITV როგორ სიუჟეტს გააკეთებს?!“
  • „რატომ არ გევასება სესილია? ძაან მაგარი მსახიობია“
  • „სიტყვაზე, ნახეს ფოტო და თქვეს რომ „ისაა“, ხოდა სიუჟეტიც გააკეთეს. რა არის ამაში ცუდი?“
  • „ხალხს უყვარს მსგავსი ლეგენდები და ამიტომაც გაკეთდა ეს სიუჟეტი, რაა ამაში ცუდი?“

და ა.შ.

ნამდვილად არ მინდოდა ამ თემაზე ხელმეორე პოსტის დაწერა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებული შეკითხვა თუ ტრიპაჩული საყვედური გასულ კვირასაც კი მომივიდა და ამიტომაც საბოლოოდ გადავწყვიტე პოსტისთვის მცირე ახსნა-განმარტებითი დანართი გამეკეთებინა, რათა უკეთ გაიგო(ნ)(თ) ჩემი პოზიცია.

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სესილია თაყაიშვილი მეც ძალიან მიყვარს, ვაღიარებ, რომ ნამდვილად დიდი მსახიობია და ჩემი პოსტი სულაც არ ემსახურება მისი პიროვნებისა ან ნიჭის დაკნინებას.  არც ის გამოთქმული აზრი მიმაჩნია სწორად, რომ „თითქოს სესილიამ გადაფარა პინკ ფლოიდის წევრები და ამან აღმაშფოთა“. არანაირი მსგავსი რამ არ მომხდარა, მით უფრო, რომ სესილია რაც არ უნდა დიდებული მსახიობი იყოს, არ მგონია პინკ ფლოიდის დონის მწვერვალი დაეპყროს.

იმათაც ვუპასუხებ, ვისაც მიაჩნია, რომ მე არ მინდა Money-ს კლიპში იყოს სესილია: – ესეც სრული აბსურდია; მე იმ კლიპში არც სესილია შემიშლის ხელს, არც ალ პაჩინო და არც თუნდაც რომელიმე ნაკლებად აღიარებული მსახიობი ჩრდილოეთ ბურუნდიდან. მე ხელს მიშლის ის, რომ მითად არსებული ფაქტის შესახებ „დამტკიცებული“ და „დასაბუთებული“, მაგრამ მაინც დაუზუსტებელი ფრაზები ისმის ტელევიზიაში და რომ „სიტყვაზე, ნახეს ფოტო და მიამსგავსეს, რომ „ისაა“, არ უნდა გახდეს სიუჟეტის გაკეთების საფუძველი, რადგან ამით ფაქტობრივად მორიგი ტყუილის მსხვერპლია ტელემაყურებელი. მეც და ამ პოსტის ნებისმიერ მკითხველსაც შეუძლია რაღაცა – რაღაცას და ვიღაცა – ვიღაცას მივამსგავსოთ, და ამის შემდეგ სიუჟეტები გადავიღოთ? აი მაგალითდ: რომელიღაც ცნობილმა და უტყუარმა მედიუმმა, ხალხში რომ დიდზე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს, სიზმრად ნახა, რომ 2009 წელს წალენჯიხის მე-8 იმპერატორი – ჯეი ჯეი ოკოჩა რუსთაველის გამზირზე გამართულ აღლუმს იბარებდა, სადაც ნაბუქოდონოსორ II-ს დამარცხებული ჯარისკაცებიც გამოდიოდნენ, ან კიდევ ძალიან განათლებულმა – აი ისეთმა – სანათესაოში ყველას რომ უყვარს – უბნელმა მითხრა, რომ ლეონარდო და ვინჩის სამუშაო ოთახში მეცნიერებმა იპოვეს დაუსრულებელი სასიყვარულო რომანი – თანაც ილუსტრირებული – სადაც ბაგრატ IV-სა და კონდოლიზა რაისის სიყვარულის შესახებ საკმაოდ საინტერესო ცნობებია მოთხრობილი. მართალია ლეონარდოს არ მიუწერია, რომ კონდოლიზაა მისი წიგნის ზანგი ქალბატონი, მაგრამ მე და ბევრმა სხვამ ვარცხნილობითა და გამოხედვით მივამსგავსეთ და ვთქვით რომ ეგაა, გარდა ამისა, წიგნში დახატული ბიჭიც, ძალიან გავს იმ ბაგრატ IV-ს, ოდესღაც მონეტებზე რომ იყო გამოსახული.

ერთი შეხედვით აფსურდია, ორი შეხედვით …  მერე რა! – ჰო მივამსგავსეთ ?! – გადავიღოთ სიუჟეტი ? – გაგაკვირვოთ ახალი და ცხელ-ცხელი აფსურდული აღმოჩენებით? თანაც თქვენც ხომ გულუბრყვილო აღფრთოვანებისა და დაჭყეტილი თვალების მეტი არაფერი გინდათ, ამიტომაც მარტივად ამიბამთ მხარს და საბოლოოდ გაიჯენთ თავებში წალენჯიხის დამოუკიდებლობასა თუ ბაგრატ IV–ის მალულ სიყვარულს.

ასე რომ, მე ისევ ჩემს პოზიციაზე დავრჩები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრს, ძალიან ბევრს და მათ შორის მეც მიზიდავს (ან მახალისებს მაინც) ისეთი ლეგენდები, როგორებიცაა „სესლია პინკ ფლოიდის კლიპში“, „ჯონ ლენონმა Deep Purple-ს კონცერტის ყველა ბილეთი იყიდა და იქ თავის ძაღლებთან ერთად წავიდა“, „მიკ ჯაგერი თავისი ფირფიტების დიდ ნაწილს ტყეში სატანისთვის წვავდა“, “ერთხელ The Residents-ის ფანი, ჯგუფის საგრიმიოროში შეიპარა და ერთ-ერთი ნიღაბი მოიპარა, ამიტომაც ბენდის წევრს, რაც პირველი მოხვდა ხელში ის ნიღაბი გაიკეთა და ასე მივიღეთ მათი თავის ქალა“ და ა.შ. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ლეგენდებია, მითები, რომელსაც რეალობასთან აქვს თუ არა კავშირი მხოლოდ მათმა გმირებმა იციან; მართლა წავიდა თუ არა ლენონი ასეთ კონცერტზე ეს მხოლოდ ლენონმა და „ფარფლებმა“ იციან, მართლა წვავდა ჯაგერი ფირფიტებს?- ესეც მხოლოდ მან იცის! მართლა მოიპარეს თუ არა ნიღაბი The Residents-ის საგრიმიოროდან, ესეც „თვალის გუგებს“ უნდა დავეკითხოთ და  მართლა არის თუ არა სესილიას ფოტო ფლოიდის კლიპში, როჯერ უოტერსმა და დევიდ გილმორმა იციან. ამიტომაც, მემგონი აჯობებს, რომ ლეგენდა და მითი ხალხში ლეგენდად და მითად დარჩეს, ამას უფრო მეტი ხიბლი აქვს ვიდრე სიუჟეტს, სადაც ისიც კი არაა ნახსენები, რომ ეს ბენდთან დაკავშირებული ერთ-ერთი ლეგენდაა და სადაც ხალხი ფაქტად ქცეული მითით კი არ რჩება აღფრთოვანებული, არამედ ისევ სესილიას ქებით იკლავს თავს.

Previous Post
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. reundone

     /  March 22, 2012

    უკვე შეგექმნა ხომ “გაგების” პრობლემა? იცი რამდენჯერ გავფსიხებულვარ. ჩემამდე ვერ დადის, როგორ ვერ უნდა გაიგოს ადამიანმა ტექსტის აზრი ნორმალურად და დაწეროს მსგავსი კრეტინული კომენტარები.
    მაგრამ შეეგუე: გამოჩნდებიან ისეთებიც ვინც ამ ახსნის შემდეგაც ვერ მიხვდება ვერაფერს ;დ
    ბევრჯერ დავაპირე მსგავსი პოსტის დაწერა, მაგრამ თავს ვიკავებდი მუდამ.

    Reply
  2. reundone

     /  March 22, 2012

    აუ რას მერჩის ვორპრესი ვერ გავიგე😦 ჩემი ბლოგსპოთით არ მაკომენტარებინებს, რა არადემოკრატიულობაა ;დ

    Reply
  3. რამდენი ახსნა–განმარტებითი პოსტიც არ უნდა დაწერო ამ საკითხზე საბოლოო ჯამში რეაქცია ერთი და იგივე იქნება დამიჯერე. პირადად მე ამ საკითხზე პოზიცია საერთოდ არ გამაჩნია, თუმცა აი რა ხდება – ალბათ ყველა ერს (თავს ვერ დავდებ მაგრამ მაინც) განსაკუთრებულად კი ჩვენ, ქართველებს გვიყვარს როდესაც ჩვენიანები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არიან ნებისმიერი მიზეზით, შესაბამისად შენ ადექი და მერე რა რომ გადაუმოწმებელი ამბავი ეჭვქვეშ დააყენე, ის დააყენე ეჭვქვეშ რაც იდეაში არ აინტერესებთ მართალია თუ ტყული, უბრალოდ უსწორდებათ და მორჩა (უსწორდებათ ძალიან განყენებულად ჟღერს, ალბათ გვისწორდება უნდა მეთქვა). ამას დაამატე ის რომ შენ არ ხარ უბრალო ობიექტური შემფასებელი და საქვეყნოდ ცნობილია შენი “ვნებიანი სიყვარულის ისტორია” “პინკ ფლოიდის” მიმართ🙂 შესაბამისად ობიექტური მსაჯულის როლში შენ არც ერთ ვარიანტში არ განიხილები და თან ამბობ იმას რისი დაჯერებაც არც ერთ ვარიანტში არავის ენდომება, უფრო სწორად ცდილობ გადაარწმუნო ყველა იმაში რისი დაჯერებაც უნდოდათ და დაიჯერეს. სავსებით გეთანხმები გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშუქება არ შეიძლება და ჟურნალისტი ვალდებულია ინფორმაცია ზუსტად ისეთი ფორმით გადმოსცეს როგორი ფორმითაც ფლობს მას, თუმცა იდეაში ძალიან ბევრი მსგავსი საინფორმაციო წყარო ზუსტად ასეთი სიუჟეტებით სულდგმულობს.
    იდეაში დასკვნის სახით შენი პოსტები აღიქმება არა როგორც სიუჟეტის კრიტიკა არამედ ის რომ შენ ცალსახად უარყოფ სესილია თაყაიშვილის გამოჩენის შესაძლებლობის 1%–საც კი, გაჯიუტდი რომ ეს არის ტყუილი და ა.შ.
    მსგავსი ფაქტების ობიექტური შეფასება ზოგადად არასოდეს ხდება ხოლმე, ვინაიდან გადამოწმება ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს ან საერთოდ შეუძლებელია, მათი გაშუქება კი “ვისაც გვჯერა გაგვატარეთ” დონეზე ორი ტიპის რეაქციის გამომწვევი შეიძლება იყოს, მაგ. თუ ქართველია “არ ვიცოდი მაგარია” თუ სიტყვაზე სომეხ, აზერბაიჯანელ, ჩეჩენ… (ანუ სხვა პატარა ერების წარმომადგენელზე რაშიც პირადი ინტერესი არ გაგვაჩნია) მსახიობზეა საუბარი, მაშნ კომენტარები იქნება “+1” “ჰო აბა რა…” და ა.შ.

    Reply
    • არ შემიძლია არ დაგეთანხმო !
      ნამდვილად ასე აღიქვა ხალხმა.

      “იდეაში დასკვნის სახით შენი პოსტები აღიქმება არა როგორც სიუჟეტის კრიტიკა არამედ ის რომ შენ ცალსახად უარყოფ სესილია თაყაიშვილის გამოჩენის შესაძლებლობის 1%–საც კი, გაჯიუტდი რომ ეს არის ტყუილი და ა.შ.”

      სუბიექტური ვარ და ამას ვამბობ კიდეც, მაგრამ ასე რომ გაიგეს ჩემი ნათქვამი, მაგარი ბანძი შეგრძნებაა. ნუ მე ჩემი პოზიცია მემგონი ამ 2 პოსტით სრულად დავაფიქსირე და აწი ვიღცა თუ ახსნა განმარტებას მომთხოვს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ უპასუხოდ დავტოვებ.

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: