ჩიხი

არ მიყვარს თსუ-ს თვიმმართველობა, მაღიზიანებს მათი უკულტურო და არაცივილური საქციელი, არც ის კუნთა ახლოური მიხარებს გულს, არც ფსევდოინტელექტუალი მარიონეტი გუბაძე და არც დანარჩენი მაგათი გუნდის 300+ არაგველი. ამიტომაც მეც ღიად დავაფიქსირე ჩემი პროტესტი მათ მიმართ და გუშინდელ აქციაზე წავედი.

იქ რაც მოხდა მაგაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, მემგონი ისედაც ყველამ იცის თუ როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ დღეს თსუ-ს II კორპუსის წინ რა ხდებოდა ეგ ცალკე საკითხია; იდეაში ეს უნდა ყოფილიყო გაგრძელება გუშინდელი აქციისა და „ბოლომდე ბრძოლის“ გამოხატულება, თუმცა იქ სრულიად სხვანაირი სურათი დამხვდა. აქციაზე სულ რაღაც 5-10 წუთი დავყავი, ეს დრო კი სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ზუსტად შემეფასებინა სიტუაცია და იმ ტერიტორიას გავცლოდი.

მისვილთანავე ჩემი ყურადღება მედიის სიუხვემ მიიქცია. კარგი იქნებოდა ამდენი კამერა გუშინდელ აქციასაც თუ გააშუქებდა, თუმცა როგორც ჩანს არ დავიმსახურეთ. მეორე კორპუსის კიბეებთან 30-იოდე ახლაგაზრდა შეკრებილიყო და ომახიანად გაიძახოდა თავის მოთხოვნებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავებული იყო ვიდრე გუშინ. მერე ყური იმასაც მოვკარი, რომ „ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის“ წევრები იდგნენ კიბეებზე, ზოგიც გაიძახოდა რა შუაშია ბიძინა – სტუდენტები არიანო, ზოგიც რას ამბობდა და ზოგიც რას. შემდეგ ამაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსაც გავესაუბრე, რომელმაც დაუკმაყოფილებელი პასუხი გამცა, რომ კიბეებზე, მხოლოდ და მხოლოდ, სტუდენტები იდგნენ. თუმცა ამას ნამდვილად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ აქცია, რომელიც გუშინ თსუსთ-ს წინააღმდეგ გაიმართა, ხანმოკლე აღმოჩნდა.

  • გუშინ ჩვენ არ მოვითხოვდით, რომ სწავლის საფასური შემცირებულიყო, როგორც ეს დღეს ხდებოდა.
  • გუშინ ჩვენ დაჩი გუბაძის ბანდის წინააღმდეგ ვიყავით და არა სანდრო კვიტაშვილის – როგორც ეს დღეს შევამჩნიე.
  • გუშინ ჩვენ მოძალადე „თვითების“ დასჯას მოვითხოვდით და არა რექტორისგან იმის პირობას, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
  • გუშინ იქ სრულიად აპოლიტიკური ხალხი ვიდექით, დღევანდელ გამომსვლელებს კი ამის არაფერი ეტყობოდათ.
  • გუშინ ჩვენ გვჯეროდა, რომ რეაგირება დაიწყებოდა, დღეს ჩვენ მე აღარ მჯერა.

ალბათ, როგორც აქამდე,სიტუაცია ისევ მიიჩქმალება.

ისღა დაგვრჩენია პირობისამებრ რექტორს შევხვდეთ ყოველი თვის ბოლო სამშაბათს და ჩვენი პოზიციები დავანახოთ.

ისღა დაგვრჩენია თსუსთ-ს მაისის არჩევნებს დაველოდოთ.

აქცია უკვე ჩიხში შევიდა!

Advertisements
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. carpediem

     /  May 27, 2012

    სამწუხაროდ ძალიან კარგად მესმის : ))))))

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: