ღმერთი დაგსჯით, ბრატცი!

მელიქიშვილის გამზირი ია, ვარდი და ბზა.

ყურებში – Opeth-„Hessian Peel“

ჰორიზონტზე სამი ჯეელი მოსჩანს.

გეზი ჩემკენ…

– გამარჯობა მეგობარო. შეგიძლია ერთი წამით…

(ერთი წამი უკვე გავიდა, მაგრამ სამი ჯეელი ისე განლაგებულა ჩემს წინ, რომ თუ წავალ მაშინ ხელიც უნდა ვკრა და გვერდზე გადავაგდო. ამიტომაც, ცალი ყურიდან ვიხსნი „ნაუშნიკს“ და სიტყვას ვაწყვეტინებ.)

– რა ხდება ?

(რატომღაც კოკა ყანდიაშვილის ლეგენდარული გადაცემა გამახსენდა, აი ის – დანიიდან რომ რეკავდნენ.)

– იცი, ბრატ, აი, ქუთაისში ეკლესია შენდება და რამით ხომ ვერ დაგვეხ…
            (ახლაღა შევამჩნიე ტრიოს ლიდერს, რომ ზურგს უკან ხელში ლამინირებული ხატი უჭირავს. ფერადი პრინტერი ჰქონია – იცოცხლე!)

– სამწუხაროდ არ შემიძლია!

(სინანულისგან მუხლი მეკვეთება და სკაიპის სმაილივით ცრემლად ვიღვრები.)

– არც რაიმე ხურდა არ გაქვს, ბრატ ?

(უცნაურია – პირველად ვხედავ და უკვე მეორედ მომმართა „ძმური სიყვარულით“)

– არა, ავტობუსის სტუდენტური ბარათი მაქვს, მეტით ვერ დაგეხმარებით.

(როგორც სჩანს ჩემი პასუხი არ ესიამოვნა. აბა, რომელი აბელი მე მნახა ბატკანი მიმეჩეჩებინა ხელებში?!)

– კაი, ბრატ (მემგონი დამიმეგობრდა), მაგრად. ღმერთი გფარავდეს!

(ღმერთი შენს გარეშეც მიფარავს, ბრატ! – გავიფიქრე და ერთმანეთს გავშორდით.)

თუ მართლა ასე ძალიან უჭირს ქართულ ეკლესიას, რომ ქუჩა-ქუჩა „ბრატები“ მიგზავნოს 10 თეთრის გასაღებად – მართლა საწყენი ფაქტია, მაგრამ აღნიშნული რთული ქვეწყობილი  წინადადების პირველი ნაწილი ალბათ მაინც უფრო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

თუმცა, სანამ ფსევდოქრისტიანთა (ნართანიანი მრავლობითი უფრო დიდ სულიერებას სძენს ამ მოგზაურ პიროვნებათა ჯგუფს) მეოხებითა და რუსთაველი-მელიქიშვილი-ჭავჭავაძის ბრიყვთა შეწევნით, ეკლესია აშენდებოდეს ქუთაისში – გთხოვთ მე ნუ შემაწვეტინებთ ქუჩაში მუსიკის მოსმენას – ღმერთი დაგსჯით, ბრატცი!

დატოვე კომენტარი

8 Comments

  1. ბრატცი, ფული არ გქონდა ხო? ;დ

    Reply
    • აუ ბრატ მართლა არ მქონდა თორემ ხო აზე ხარ წმინდა საქმეა და რამე და ფაიზაღი შევიდოდი კონში

      Reply
      • კაი, ბრატ, მჯერა, პროსტა ხო იცი რა პონტია რა ეგეთები, ღმერთი და რამე რა ;დ

  2. ეტყობა პირველად შეგხვდა, პოსტი რომ მიუძღვენი, არადა რამდენი არიან და რამდენნაირი მოთხოვნით ”პროსტა” ვერ წარმოიდგენ…

    1. ეკლესია;
    2. წამლის ფული;
    3. პურის ფული;
    4.გზის ფული;
    5. არყის ფული;
    6. მეტროს ფული;
    7. ხატების ფული…

    ბლომად არიან მთხოვნელები…

    Reply
    • არა, რა პირველად. მრავალგზის შემხვედრიან მსგავსი პილიგრიმები, პროსტა ეს განსაკუთრებით საძულველი შეხვედრა იყო. Opeth-ის შეწყვეტა საჯოჯოხეთო საქმეა :დ

      თან მაგრად არ მევასება ეგ ხალხი და ერთ პოსტს კი იმსახურებდნენ ოდესმე

      Reply
  3. Sofo

     /  March 4, 2012

    kretinebi!

    Reply
  4. შენთანც შეუცვლიათ ტექსტი…🙂
    მე მითხრეს რომ ბებია ჰყავდათ ავად და ცოტა ფული აკლდებოდათ წამლებზე…
    მეორე დღეს ისევ მაგ ბიჭებმა, სამმა რომელთაც არცმაინდამაინც გამოძენძილ დაფლეთილი ტანისამოსი ეცვათ, მითხრეს რომ ძმაკაცის და მშობიარობს და ლარი აკლდებათ ტაქსზე… რას იზავ, ვითარდება ხალხი…🙂🙂🙂

    Reply
    • “ძმაკაცის მამა გვიკვდება და დასარეკი ხომ არ გაქვს რომ ამბავი გავიგოთ” ეგეთები შემხვედრიან მაგრამ “ძმაკაცის და მშობიარობს და ტაქსზე ლარი გვაკლდება” – ეგეთი დეველოპერული ვერსიები არა :დ

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: