Pink Floyd-ის “კედელის” შავი მასალები

მე არ ვიცი რა უნდა მოხდეს ისეთი, რა უნდა მოვისმინო, რა დონეზე უნდა შემეცვალოს მუსიკალური გემოვნება, რომ „კედელზე“ დიდებული ალბომის ტიტული რომელიმე სხვა ნამუშევარს მივანიჭო. თუმცა აქ იმისთვის არ ვწერ ამ პოსტს, რომ ამ საოცრებაზე პოლემიკა გავმართო, პირიქით – „კედელი“ ჩემთვის იმ საკრალურ არსებებში (!) გადის, რომელზე დაწერასაც ჯერ ვერ გავბედავ!

გუშინ,  27 თებერვალს, გაყიდვაში გამოვიდა Pink Floyd-ის ამ ლეგენდარული ალბომის Immersion გამოცემები. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ მსგავს გამოცემებში იგულისხმება, იმ შავი მასალის საჯაროდ გამოტანა, რომელიც ალბომის შექმნის პროცესში იწერებოდა. გამოცემა სულ 6 დისკს მოიცავს, და მასში შესულია როგორც ცალკეული მუსიკოსების (უმეტესად, რა თქმა უნდა, როჯერ უოტერსის) მიერ დაწერილი მასალები, ასევე რამდენიმე ლაივ-ჩანაწერი, ადაპტირებული ვერსიები და სხვა. გარდა ალბომებისა გამოცემაში შეხვდებით აქამდე არნახულ ვიდეომასალას, 44 სრულყოფილ წიგნაკს, ბროშურებს, იშვიათ ფოტოებს, ბუკლეტებს – რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის!

           თუმცა არ დავივიწყოთ, რომ ეს საქართველოა და ჩვენი ქვეყანა მასალების პირატულად მოპოვების ერთ-ერთი ლიდერია. ასე რომ 6-ვე დისკს უკვე გადააწყდებით Pink Floyd – ის ოფიციალურ ქართულ Facebook გვერდზე . ჩემი დიდი რჩევაა ყველას, ვისაც ეს ბენდი გიყვართ, მოისმინოთ ეს ალბომები. მართალია ვერავინ იტყვის, რომ შავი მასალაც ისეთი დიდებულია, როგორც „კედელი“, მაგრამ ასეთი ფაილების მოსმენას სხვა ემოციები მოჰყვება ხოლმე. ეს სიმღერები დაგეხმარებათ უფრო უკეთ იგრძნოთ ის ატმოსფერო, ის გარემო სადაც იქმნებოდა ეპოქა სახელად Pink Floyd. ამ სიმღერებს თავისი სუნიც კი ასდის, მათი მოსმენით თქვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამთ წინ ჯგუფის შიდა სამზარეულოში შესაღწევად.

ხოლო ვისც გაქვს მსგავს რამეებში ფულის დახარჯვის საშუალება, აუცილებლად შეიძინეთ ეს გამოცემა და სახლში განძი შეაბრძანეთ, მით უმეტეს, რომ Pink Floyd-ის მაღაზიაში ჯერჯერობით მისი ფასი, მხოლოდ და მხოლოდ, 95 ფუნტი-სტერლინგია, რაც მსგავსი ნამუშევრებისთვის სულაც არ არის ძვირი.

პს. აქამდე მსგავსი სახით გამოიცა 1973 წლის Dark Side Of The Moon-ის და 1975 წლის Wish You Were Here-ის Immerstion გამოცემები

და კიდევ ერთი… მოუსმინეთ ამ ალბომებს და შემდეგ კიდევ ერთხელ უყურეთ ალან პარკერის დიდებულ ფილმს, რომელიც ამ ალბომის მიხედვითაა გადაღებული.

დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. ეე ჩემი ფეიჯი :დ შენ ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი ხარ გვერდზე რის გამოც ადმინისტრაციისგან ერთ დიდ პრიზს იმსახურებ ^__^ სხვათაშორის უოტერსი როგორც მუსიკოსი amused to death და final cut-შიც ბოლომდე დებს თავის ნიჭს და შესაძლებლობებს :3

    Reply
    • მადლობა🙂
      როჯერი ერთ პატარა აკუსტიკურ სიმღერაშიც კი ბოლომდე იხარჯება, მე თუ მკითხავ🙂

      Reply
  2. PINK FLOYD- ამ ჯგუფის გენიალურობის, განუმეორებლობის და ნიჭის დასახასიათებლად უბრალოდ არ არსებობს სიტყვები…. ყველა დროის უძლიერესი ჯგუფი,მათი მუსიკა იმდენად დიდი კოსმოსური ძალის მატარებელია რომ არ შეიძლება მისი მოსმენის შემდეგ არ გახდე მათზე გაგიჟებული ♥♥♥

    Reply
    • გეთანხმები, ნამდვილად გენიოსური მუსიკაა. სიტყვები ვერ აღწერენ მათ მიერ მოწოდებულ ემოციებს.
      პირადად ჩემთვის ანალოგი არ მოეძებნება ფლოიდის მუსიკას❤

      Reply
  3. რათქმაუნდა =)))) განუმეორებლები იყვნენ ,არიან და იქნებიან მომავალშიც =)) (ბანალურია მაგრამ ასეა)

    Reply
  4. Luka Floyd

     /  June 23, 2012

    შენი ფანი ვარ❤

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: