მოქალაქე N

  • მოქალაქე N შენს გვერდით ცხოვრობს.
  • მოქალაქე N მისაბაძია ყველასთვის.
  • მოქალაქე N უყვართ.

  • მოქალაქე N დავარცხნილი ბიჭუნაა.
  • მოქალაქე N სკოლაში ყოველთვის კარგად იზუთხავდა გაკვეთილებს და მასწავლებლების საყვარელი მოწაფე იყო.
  • მოქალაქე N-მა ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა და სანათესაოს თვალში ერთი-ორად ამაღლდა.
  • მოქალაქე N-მა იმ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც ყველაზე პოპულარულია.
  • მოქალაქე N ყოველთვის შენზე მაღლა დგას.
  • მოქალაქე N თავს ინტელექტუალს უწოდებს.
  • მოქალაქე N არ კითხულობს თანამედროვე (განსაკუთრებით ქართულ) ლიტერატურას.
  • მოქალაქე N ყიდულობს ჟურნალებს, მაგრამ მხოლოდ ერთი-ორ სტატიას თუ წაიკითხავს.
  • მოქალაქე N მხოლოდ იმისთვის კითხულობს, რომ შემდეგ „რა სად როდის“-ში გაგზავნოს შეკითხვა. (მოქალაქე N-ს ერთი-ორჯერ გაუმართლა კიდეც.)
  • მოქალაქე N-ს არ აქვს წაკითხული კონსტანტინე გამსახურდია, მაგრამ იცის, რომ ის დიდი მწერალია.
  • მოქალაქე N კლუბურ მუსიკას უსმენს.
  • მოქალაქე N-ს თუ მუსიკაზე შეეკითხებით რამეს, გეტყვით რომ არაფერი ჯობს სუფრაზე ქართულ სიმღერას.
  • მოქალაქე N-ს ქართული სიმღერას მოსმენილი არ აქვს.
  • მოქალაქე N-ს არ ჰყავს ბავშვობის მეგობარი.
  • მოქალაქე N მხოლოდ საჭირო პირებთან მეგობრობს.
  • მოქალაქე N ანდრეს ინიესტაზე ოდნავ დაბალიც კია.
  • მოქალაქე N მუდამ ულტრა-მოკლე თმით ან თავგადაპარსული დადის.
  • მოქალაქე N-ს უნომრო ოპტიკური სათვალე უკეთია.
  • მოქალაქე N-ს პაატა გულიაშვილზე მდარე იუმორი აქვს.
  • მოქალაქე N არაა მდიდარი, მაგრამ იცის რომ მალე იქნება.
  • მოქალაქე N ლენტეხიდანაა, მაგრამ „კარენოი“ თბილისელია.
  • მოქალაქე N-ს ყოველთვის აცვია ძვირადღირებული სამოსი, ზის ძვირადღირებულ ავტომობილში და ატარებს Blackberry-ს, იმიტომ რომ იცის ასე უნდა იყოს.
  • მოქალაქე N საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის სახლში ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
  • მოქალაქე N მისალმების დროსაც კი თავის სავიზიტო ბარათს გთავაზობს.
  • მოქალაქე N პოპულარულია.
  • მოქალაქე N საზოგადოებაში მარტო არასდროს ჩნდება; მას გვერდს ყოველთვის თბილისური სილამაზისა და პროვინციალური მსოფლმხედველობის გოგონები უმშვენებენ.
  • მოქალაქე N-ის Facebook სტატუსს უამრავი „ლაიქი“ და გოგონათა კიბერ-ორგაზმი მოსდევს.
  • მოქალაქე N ზურგს უკან საუბრობს ხოლმე.
  • მოქალაქე N ჩუმად არის და ჯერ ჩუმად იქნება.
  • მოქალაქე N მალე პროფესიისთვის შეუფერებელ, მაგრამ ძვირიან სამსახურს იშოვნის.
  • მოქალაქე N-ის შურთ.
  • მოქალაქე N მალე ცოლს მოიყვანს და გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდის ერთ-ერთ დარბაზში.
  • ერთ დღესაც მოქალაქე N აღარც გამარჯობას გეტყვის და აღარც თავის სავიზიტო ბარათს გამოგიწვდის.
  • მოქალაქე N წარმატებული გახდება.
  • მოქალაქე N-ის ისევ შეშურდებათ.
  • მოქალაქე N მომავალში ერთ-ერთი დიდი ბანკის მმართველად, ან მინისტრად, ანდაც სულაც პრეზიდენტად მოგვევლინება.
  • მოქალაქე N მოკვდება.
  • მოქალაქე N უყვართ.
  • მოქალაქე N მისაბაძია ყველასთვის.
  • მოქალაქე N შენს გვერდით ცხოვრობს.
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. მოქალაქე N არ იმსახურებს ჩემს პატივისცემას

    Reply
  2. მოქალაქე N საქართველოში ცხოვრობს………..

    Reply
  3. momewona karqi postia😀😛 moqalaqe N me ar miyvars da arc mshurs😀😀

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: