ლაშა ბუღაძე – ნავიგატორი

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მემგონი 2011 წლის შემოდგომა იყო, როცა გავიგე, რომ BBC-ს რადიოპიესების კონკურსში პირველი ადგილი ლაშა ბუღაძის ნაწარმოებმა დაიკავა. ამ ავტორის მარადი და სერიული მკითხველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ძალიან გამახარა ქართველი მწერლის ასეთმა წარმატებამ და პიესისადმი ინტერესიც გამიჩნდა, თუმცა იმდენი ვერ მოვტვინე, რომ ამ კონკურსის ვებ-გვერდი მომენახა და იქ წამეკითხა “ნავიგატორი“, ამიტომაც სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ადრე თუ გვიან, გამოსცემდა ამ წიგნს, მის ქართულ პრეზენტაციას დაველოდე;

6 თებერვალს, როცა რუსთავი 2-ის პროგრამა „შუა დღე“-ში დათო ტურაშვილმა სტუმრად ლაშა ბუღაძე მოიწვია და გამოაცხადა, რომ მეორე დღეს TBC ბანკში “ნავიგატორის“ პრეზენტაცია გაიმართებოდა, ჩემს კურტკას მივაკითხე, საფულე ამოვიღე და იქ შემორჩენილი ფული გადავთვალე. პირადი ფინანსური კრიზისის გამო, გადავწყვიტე, რომ პრეზენტაციაზე წავსულიყავი, მაგრამ წიგნი მოგვიანებით შემეძინა.

პრეზენტაცია TBC-ში 7 საათზე იწყებოდა, მე კი იქვე, ახლოს 8-ზე ბენდის რეპეტიცია უნდა დამეწყო. დავურეკე ჩემს გიტარისტს და გადავწყვიტეთ ჯერ TBC ბანკში წავსულიყავით, ცოტა ხანი იქ დაგვეყო და მერე გადავსულიყავით სარეპეტიციოში. ბანკისაკენ მიმავალ გზაზე, ახალი წიგნის ცდუნებამ მაინც თავისი გაიტანა, ამიტომაც კიდევ ერთხელ გადავთვალე ფული და ძმაკაცს ვუთხარი: „- თუ 7 ლარი ეღირება – ვიყიდი!“

საერთოდ, სულაკაურის გამომცემლობის წიგნი რომ გამოდის – მხატვრული ლიტერატურა, რა თქმა უნდა – არ ვიცი როგორ, მაგრამ ყდაზევე ვხვდები მის ფასს; არც ახლა დამაღალატა ჩემმა ინტუიციამ – წიგნი 6, 90 ლარი ღირდა, ასე რომ ის დღე კაპიკ-კაპიკ მოვარგე ჩემს იმდღევანდელ შესაძლებლობებს, შემდეგ კი, იმის გამო, რომ პრეზენტაციას ბოლომდე ვერ დავესწრებოდი, ლაშას თავიდანვე მოვაწერინე ხელი „ნავიგატორზე“ და ღონისძიების დაწყებას დაველოდე.

ჩემდა გასაკვირად, პრეზენტაცია სულ ცოტა ხნის დაგვიანებით დაიწყო და გამიხარდა მასზე ნახევარი საათი მაინც რომ დავრჩებოდი. ბევრს აღარ გავაგრძელებ და მოკლედ გეტყვით, რომ ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში, ავტორმა და მთარგმნელმა ცოტ-ცოტა BBC-ს კონკურსზე ილაპარაკეს, შემდეგ კი ლაშამ რამდენიმე მონაკვეთი წაიკითხა წიგნიდან და ამასობაში მეც წამოვედი.

ჩემი დამპალი საგამოცდო გრაფიკის გამო, წიგნის წაკითხვა პარასკევს მქონდა დაგეგმილი და აღნიშნულ საღამოს, როცა ირგვლივ ყველა დასაძინებლად დაწვა, მე „ნავიგატორი“ მოვიმარჯვე და კითხვას შევუდექი. დაახლოებით საათნახევარში ფინალშიც გავედი და უნდა ვაღიარო, რომ შედეგმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა; ჯერ კიდევ წაკითხვამდე ვფიქრობდი, რომ „ნავიგატორი“ კარგი ნაწარმოები იქნებოდა – ბოლო-ბოლო დრამატურგიის სამშობლოში, ათასზე მეტ ავტორში სწრედ ეს გამოარჩიეს – მაგრამ ასეთ ემოციასაც არ მოველოდი.

ახლა რაც არ უნდა ვილაპარაკო, წიგნის ყდაზე დაწერილ ჟიურის შეფასებაზე ამომწურავს მაინც ვერაფერს გეტყვით : „ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თოთოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა.“ / „პიესა ძალიან ავთენტური ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია… პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობდა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი.“

ნაწარმოებში მოთხრობილია მარტოხელა, არც თუ ახალგაზრდა კაცის – როსტომის ამბავი. გაუცხოებული გმირი ვერ ახერხებს რეალურ სამყაროში ადამიანებს შორის თავის დამკვიდრებას, ამიტომაც ირეალურ სივრცეში გადაინაცვლებს, სადაც მანქანის ნავიგატორი დაუმეგობრდება. დროთა განმავლობაში, როსტომი ხვდება, რომ ნავიგატორის ხმაზე ახლობელი და გულშემატკივარი არავინ ჰყავს და თუ რას აკეთებს მასთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად, ამას წიგნში შეიტყობთ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი ავტორისეული თხრობა სუპერ-დინამიურ-ჰიპერ-დაძაბულია-მეთქი, პიესა მაინც შესანისნავი ენითაა დაწერილი. ის არ გაგიჩენთ არანაირი დაღლის შეგრძნებას და მის 128 გვერდს ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ.

ასეა თუ ისე, წიგნით ძალზედ მოხიბლული დავრჩი – ზოგადად მიზიდავს ნაწარმოებები ირეალურ სამყაროში მცხოვრებ გმირებზე – ამას ისიც ემატება, რომ პიესა შავ-თეთრი იუმორითაა გაჯერებული და წმინდა ტრაგიკომედიად იკვრება; ასე რომ, მადლობას მოვახსენებ ავტორს ასეთი გემრიელი ნაშრომისთვის და კიდევ მრავალ ლიტარატურულ წარმატებას ვუსურვებ!

დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. აუცილებლად წავიკითხავ🙂

    Reply
  2. მეც ძალიან დავინტერესდი, მას შემდეგ რაც დიოგენეში ნაწყვეტი წაგვიკითხა🙂

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: