MEMEBASE – საზოგადოებრივი იუმორი

არ ვიცი პირველად ვინ შექმნა ისინი, რა იყო მისი მიზანი ან რამ დაბადა მსგავსი იდეა, არც ის ვიცი პირველად სად და როდის გამოიყენეს, მაგრამ უმეტესი ჩვენგანის ცხოვრებაში უკვე შემოიჭრა ისეთი ნაცნობი პერსონაჟები, როგორებიც არიან: Me Gusta, Trollface, Y U NO, Bitch Please, Poker Face, Forever Alone და სხვა. მეტიც – ზოგიერთთა ცხოვრებაში ამ პერსონაჟებმა ისეთი განსაკუთრებული ადგილიც კი დაიკავეს, რომ მათ გარეშე უკვე იუმორის არსებობაც კი წარმოუდგენლად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ისინი ჩემი იუმორისტული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ და მათი სახეები თუ თვისებები უფრო ამძაფრებენ იმ ხუმრობას, რომელზეც ვხალისობ ხოლმე. ვისაც ჯერ კიდევ არაფერს გეუბნებათ ეს სახელები, გეტყვით, რომ ისინი მემებეიზები, რეიჯ-კომიქსების გმირები არიან.

რა არის რეიჯ-კომიქსი ? ეს თანამედროვე იუმორის ერთ-ერთი ინოვაციური გამოვლინებაა, რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ კომიქსებში, არის ის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს, ინტერნეტის მეშვეობით, უმარტივესი გზით შეუძლია შექმნას კომიქსები. აი მაგალითად ასე: შედიხარ რომელიმე რეიჯ-კომიქსის შემქმნელ საიტზე, რომელიც უკვე მრავლადაა ინტერნეტ სივრცეში (ყველაზე აქტიური და ცნობილი საიტია http://www.ragemaker.net/ ) და სადაც უკვე მზა სახით გხვდება აღნიშნულ პერსონაჟთა ფოტოები, სურვილისამებრ შეარჩევ ფოტოს (ან არ შეარჩევ),შემდეგ შეარჩევ კომიქსს და მოარგებ შენს მიერ მოფიქრებულ სიტუაციას, შეინახავ შენს მიერ შექმნილ დასურათებულ დიალოგს ან სცენას და კომიქსიც მზადაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია პერსონაჟთა გამოყენება, ცნობილი ადამიანების მაგიერ. სიტყვაზე, თუ ვინმე გადააწყდა, რომ ვიღაც ცნობილმა რაიმე იდიოტობა თქვა ან გააკეთა, თავისუფლად შეუძლია ამ ცნობილი პიროვნების ფოტოს დაადოს მისი ქმედება ან გამონათქვამი და შეურჩიოს შესაბამისი მემე-პერსონაჟის სახე. მსოფლიოს მასშტაბით ალბათ ყველაზე მეტი კაიფი ჯასტინ ბიბერზე ხორციელდება, საქართველოში კი, რასაც მე დავაკვირდი – შალვა ნათელაშვილზე. ასევე ძალზედ ხშირია, როდესაც პერსონაჟის პროტოტიპი არის რომელიმე ცნობილი ადამიანი, მაგალითად Bitch Please-ს პროტოტიპი ჩინელი კალათბურთელი იაო მინი არის, U Don’t Say-სი -ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ნიკოლას ქეიჯი და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პერსონაჟთა პოპულარობა უკვე იმ დონეზეა, რომ მათთვის სიმღრებიც კი იქმნება, ანდაც ცნობილი სიმღერები მათ ფონზე სრულდება. ( აქ წარმოგიდგენთ ჯგუფ Queen-ის ლეგენდარულ სიმღრას Bohemian Rhapsody-ს, რომელიც მემე-პერსონაჟთა და მათ მიერ საკაიფო ადამიანების ფონზე სრულდება. თუმცა გირჩევთ, რომ ეს ვიდეო პოსტის წაკითხვის შემდეგ ნახოთ, რადგან უკეთ გაიგოთ მისი მნიშვნელობა)

ვინ არიან ამ კომიქსების პერსონაჟები ? მათი სახელები უკვე დავწერე, თუმცა თუ არაფერს გეუბნებათ მაშინ რამდენიმეს ახლავე გაგაცნობთ. მანამდე კი გეტყვით იმას, რომ პერსონაჟები ძირითადად არიან სიტუაციისგან გამოყვანილი ჩვეულებრივი გმირები, რომელთაც პირობითი სახელები აქვს. ჩვეულებრივ პერსონაჟ ბიჭს ჰქვია დერფი, გოგოს – დერფინა. მათ საქმიანობას კი, როგორიც არ უნდა იყოს ის, დერფინგი ეწოდება. ახლა კი პერსონაჟები:

#1 – ჩემი საყვარელი პერსონაჟი სახელად „Me Gusta“. მისი სახელწოდება მომდინარეობს ესპანური სიტყვებიდან, რაც ნიშნავს „მე მომწონს“. რადგანაც ამ პერსონაჟის სახელში მსგავსი სიტყვები ურევია, შესაბამისად მასაც უნდა მოსწონდეს რაღაცები, ჰომ ასეა? დიახ, რა თქმა უნდა, მე გუსტასაც მოსწონს ბევრი რამ, მაგრამ მოსწონს ისეთი რაღაცები რასაც დაუკვირვებლად ყველანი ვაკეთებთ ან გაგვიკეთებია, ის რაც ბავშვობაში გვიზიდავდა და ახლაც გვიზიდავს, ის რაც „პახაბნია“ მაგრამ სახალისო. რაც მთვარია, ის რაც მოსწონს მე გუსტას, მოგვწონს ბევრს, მაგრამ არასდროს ვფიქრობ იმაზე, რომ მოგვწონს  (რა თქმა უნდა არის შემთხვევბი (უმეტესად „პახაბნი“ მოწონებების დროს), როცა მისი დამოკიდებულება არ მოგვწონს, მაგრამ მაინც ვხალისობთ) ! თუ დაიბენით, ახლავე რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ და მაშინვე მიხვდებით: 1- მე გუსტას მოსწონს, როდესაც მიქსერის კრემიან ჯოხს ტლეკს. 2- მე გუსტას მოსწონს, როდესაც ღეჭავს კაპიშონის ზონრებს. 3-მე გუსტას მოსწონს იღლიაში ხელის გამოსმა და მისი დასუნვა. 4-მე გუსტას მოსწონს ახლად გამორთულ და დამუხტულ ტელევიზორზე ხელის დადება. 5-მე გუსტას მოსწონს შუშის ქილის ამობურცულ ხუფზე თითის დაჭერისგან გამოცემული ხმა (უცნაურია :დ). 6-მე გუსტას მოსწონს, როდესაც რაიმე სიტუაციაში, რაღაც პროფესიის ადამიანთან აიგივებს თავს და ა.შ.

#2 – მუდმივად შესაცოდებელი და ეული Forever Alone. ვინც არ იცით ინგლისური გეტყვით, რომ ამ პერსონაჟის სახელი „მუდამ მარტოსულს“ ნიშნავს. გასაკვირი არცაა, რომ იმ კომიქსში, სადაც ის გვხვდება, ბოლოს მუდამ მარტოსული და თანამოაზრეების გარეშე რჩება. მაგალითად: წარმოდგენილია სიტუაცია, სადაც ბიჭი გოგოს სიყვარულს უხსნის, გოგო თანახმაა, შემდეგ ერთმანეთს კოცნიან, ამასობაში კი სიუჟეტი იშლება და ვხედავთ, რომ ეს ბიჭი და გოგო თოჯინები არიან, რომლითაც სიყვარულს მოწყურებული Forever Alone თამაშობს. ანდაც კიდევ ერთი – კაცი სახლში ბრუნდება და გაიძახის „Honey, I’m Home“ . ჩვენ წარმოვიდგნეთ, რომ პერსონაჟს ცოლი ან საყვარელი ელოდება სახლში და სადაცაა გამოეგებება, სინამდვილეში კი გვერდზე ოთახში თაფლით სავსე ქილა დევს, რომლითაც უკვე სიტუაციიდან წარმოშობილი Forever Alone (რომელიც ის კაცია, სახლში რომ წეღან შემოვიდა) იტკბარუნებს პირს.

#3 – FUUUUUUUUUUUUUUUUUUU – ახსნა არ სჭირდება მის სახელს. ის ყველა ჩვენგანში სახლობს, იმაზე უფრო მეტად ვიდრე სხვა პერსონაჟები. ის ყოველთვის გაღიზიანებულია ისეთ რამეებზე, რაზეც შეუძლებელია არ გამოხატო გაღიზიანება, მაგალითდ: ის ღიზიანდება ჯიბიეში აღმოჩენილ ერთმანეთში გახლართულ ყურსასმენებზე, ღიზიანდება, როცა ხელ-პირის დაბანისას აწეული ჯემპრი ისევ ჩამოსრიალდება და და სველდება, ღიზიანდება, როდესაც კურტკის ჩაცმისას, ჯემპრის სახელო იდაყვამდე გეკაპიწება, ღიზიანდება, როცა ვიღაც საშინლად გაეკაიფება და ა.შ. კომიქსებში აღმოვაჩენთ FUUUUUUUUUUUUUUUUUUU-ს რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც ადვილად მიგვახვედრებენ თუ რა დონეზეა გამწარებული ჩვენი პერსონაჟი.

#4 – რეიჯ-კომიქსების სახე და მარადიული გმირი Trollface. ის სულისჩამდგემლია იმ სიტუაციისა, რომელსაც ვიღაც აუცილებლად ემსხვერპლება. ის არის ტროლინგის ეტალონი, რომელიც ხშირად ქმნის დარჩენილ პერსონაჟებს. მის მიერ გასროლილი ფრაზები ხშირად ცინიკურია და შავი იუმორის სფეროს განეკუთვნება. ამ პერსონაჟზე მაგალითებს ვერ მოვიყვანთ, რადგან ის თითოეულ სიტუაციას ინდივიდუალურად უდგება. Trollface-ზეც ასევე არსებობს რამდენიმე ტიპი. გვყავს ტროლფეისი, რომელიც მისსავე ტროლინგს ფიზიკურად ემსხვერპლება და ნაცემია, გვყავს შკოლნიკი ტროლი ( აი ისეთი ტრაკი როჟები, სკოლაში მასწავლებელს გაკვეთილის ბოლოს რომ ახსენებდნენ „მასწ დავალების შემოწმება დაგავიწყდათ“-ო და თან მარტო თვითონ რომ ჰქონდათ დაწერილი), რომელიც ასევე ხშირად გვხვდება ნაცემი. არსებობს ინტელექტუალი ტროლიც და შენზე ბევრად გამოცდილი ტროლი, რომელიც თავისი გამოცდილებით გტროლავს !

#5 – ეს არის მუდამ უკმაყოფილო Y U NO (ინგლისურად იშიფრება, როგორც „რატომ არ..?“), რომელსაც აინტერესებს ისეთი რამეები, რაზეც ყურადღებას არავინ ამახვილებს, მაგრამ მისი შეკითხვის მოსმენის შემდეგ, სრულიად რეალურია თქვენშიც დაიბადოს მისი ინტერესი. მაგალითდ, Y U NO-ს აინტერესებს, რატომ აცვიათ მულტფილმის გმირებს ყველა სიტუაციაში ერთი და იგივე ტანსაცმელი. არ გიფიქრიათ ამაზე, ხო ? Y U NO-ს  კი უფიქრია ! მულტფილმის თემას რომ არ გავცდეთ, მას ასევე აინტერესებს თუ რატომ არიან ტომი და ჯერი მუდამ შიშვლები, ხოლო პლიაჟზე – ჩაცმულები. მისი გაღიზიანება ხშირად ჩვენშიც გადმოდის და ამ პერსონაჟით ყველაზე მარტივად შგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება.

#6 – Bitch Please („კაი რა შეჩემა“) – პერსონაჟი რომელსაც ყველაფერი მაგრად კიდია. არ აქვს მნიშვნელობა ეს მისი პიროვნული ტრაგედიაა თუ კომედია. არ აქვს მნიშვნელობა წაგებული რჩება თუ მოგებული, არ ფიქრობს მომავალში რა მოხდება დაყველაფერს უდგება, ირონიითა და „სირზემკიდიობით“. მისი სახე ასევე ძალზედ კარგი გამოსაყენებელია ვიღაცის დაცინვის დროს.

მემგონი ცოტათი მაინც გაგარკვიეთ თუ ვინები არიან ეს პერსონაჟები, მაგრამ იმაზე მეტს მაინც ვერ გეტყვით, რასაც კომიქსებში ნახავთ, ასე რომ ჩემს ბლოგზე რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ:

და ბოლოს… ჩემი ორი უსაყვარლესი კომიქსი❤

დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. ზალიან კარგი იყო,მაგრა ვიხალისე🙂

    Reply
  2. salivani

     /  January 22, 2012

    kargi xar:))

    Reply
  3. ჰეჰ, კარგია, ვიხალისე :დ

    ერთ რჩევას მოგცემ, აი, ასე გამოაქვეყნე ხოლმე პოსტი, შენთვისაც უკეთესი იქნება, მგონი, და მკითხველისთვისაც:

    http://ketusi.com/2011/04/04/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98-more-%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/

    Reply
  4. Sofo

     /  January 26, 2012

    კარგად წერია ყველაფერი, და ამიტომ წავიკითხე ამსიგრძე პოსტი, კარგია :))) იშვიათად კითხულობ ხოლმე უშველებელ პოსტებს:)))

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: