ცოტნე დადიანის მესიჯი კახაბერისძეს

1  New Message

Cotne : Bicho e, Sargisa, Shota, Torgva, Egarslani da sastavi daucheria yaens anisshi da axla mzeze daagdes taflwasmulebi, hoda me da chemma orma bratma wasvla gadavwyvitet ra, ho aze xar axla mainc yuradgebis ambavia  da rame. Hoda wamoxval sheenc ?

Kaxaberisdze: au shechema aqamde getqva ra😐 ar mcalia e  :(:(:( chemebtan avdivar sofelshi, davpirdi am shabat-kviras faizagi amogivlit-metqi da ver gavutexav ra. Tan lobianebs daacxoben cxelcxels da sharafia da xo aze xar ra

Cotne: au shen ra nagli xar to. Kai gaajvi, marto davawvebit !

წარმოიდგინეთ კოხტასთავის შეთქმულებისას რომ მობილური ტელეფონი არსებულიყო და ასე ემესიჯათ შეპყრობას გადარჩენილ ცოტნე დადიანსა და რაჭის ერისთავ კახაბერისძეს. ცოტნეს კი, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ გადაეწყვიტა წასვლა, რომ ბრატების თვალში ამაღლებულიყო. აი მაშინ დაგვენძრეოდა თუ დაგვენძრეოდა…

დასაწყისს გეტყვით, რომ ჩემი პოსტი არც ცოტნეზე არის და არც რაჭის ერისთავზე, მაგრამ გმირების თემას კი აუცილებლად მოიცავს. არც ვიცი ჩემი წერის პროცესში უკვე დამთავრდა თუ ჯერ კიდევ ტელეეთერში გადის „იმედის გმირების დაჯილდოვება“ და გამარჯვებულის გამოვლენა. სწორედ ამ დაჯილდოვებაზე მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი;

ზუსტად არც ის ვიცი, როდის დაიწყო ეს პროექტი, მაგრამ რამდენიმე გადაცემას ვუყურე და ზოგიერთი მართლა მომეწონა. გადაცემაში საუბარი იყო რიგით ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი ჩვეული ცხოვრებით, დიდ საქმეს უკეთებენ ან უკვე გაუკეთეს საკუთარ სოფელს, რაიონს, მხარეს, ქვეყანას, ხალხს. ზოგიერთი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნავს და ძველს ცეკვებსა თუ სიმღრებს უნარჩუნებს საქართველოს, ზოგიერთი საკუთარ სოფელს არ ტოვებს, იმიტომ რომ სიცოცხლის ნიშანწყალი არ გააქროს მასში, ზოგიც სოფლის განათლების კერას აღვივებს და ზოგიერთიც რაიონის ჯანმრთელობაზე ეულად ზრუნავს, ასაკის მიუხედავად. ნამდვილად დასაფასებელია ამ ადამიანების შრომა და კარგი არის, რომ ტელევიზიამ 1 საათით მაინც დაუთმო საკუთარი ეთერი ამ ხალხს, თუმცა საქართველო რის საქართველოა თუ შუალედურობის ღერძი არ მოვანგრიეთ და რადიკალიზმში არ გადავვარდით?!  მოკლედ, ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენისგან, ამ „იმედის გმირებისგანაც“ ფულის შოვნა მოუნდა რამდენიმე „კეთილისმსურველს“ და ადამიანები, რომლებიც გადაცემით გავიცანით, ცოტა ხნით მოწყდნენ თავიანთი ცხოვრების დინებას და ცისფერ ეკრანებზე კიდევ ერთხელ გამოგვეცხადნენ. ოღონდ ამჯერად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, SMS-ების დაგზავნას გვთხოვენ. ისე, ჩემი აზრით, თუ გვთხოვენ ეგეც საკითხავია!

რაში სჭირდებათ ამ ადამიანებს SMS-ები ? პროექტ ნიჭიერის „საცოდავები“ არიან თუ ჯეოსტარის „ვარსკვლავები“ ? მამუკა ღლონტის მიერ გაწამებული „ამტანები“ თუ ჯეობარის პლიუსმინუსოვშიკები ? დავიჯერო ეს ადამიანებიც იმიტომ აკეთებენ თავიანთ საქმეს, იმიტომ ცხოვრობენ ასე, რომ „მადამ არტილერიამ“ და „კუფუტკანჩი ბიჭუნამ“ ოვაციებითა და შეძახილებით, მათ შორის „ყველაზე გმირეეეეეეეეე“ გამოავლინონ ? არადა როგორც, პროექტის ხელმძღვანელი მათე კირვალიძე აღნიშნავს, „ჩაფიქრებული არ ყოფილა, რომ ეს გადაცემა სეზონის ჰიტი იქნებოდა. ეს გადაცემა ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთი თბილი და აკადემიური გადაცემა, რომელიც საზოგადოებას დაანახვებდა, რომ ტელევიზია მარტო ტაშფანდური და გართობა არ არის. ტელევიზიები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არსებობენ, რომელთა ცხოვრებითაც შეიძლება ჟურნალისტები ინტერესდებოდნენ. ეს გადაცემა სწორედ ასე იყო ჩაფიქრებული და მგონი გაამართლა.  არ ვიცი რამდენად შეეძლო განეჭვრიტა ბატონ მათეს დღევანდელი დღე, მაგრამ  თუ მისი სიტყვები სიმართლეს შეესაბამება, არ მგონია, რომ სასიამოვნო განწყობაზე იყოს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და მცირედ მოგახსენოთ ჩემი სათქმელი, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება საზოგადოება თუ გაიგებს, გმირი რომ შემთხვევით ხდები ადამიანი – შენივე გაუცნობიერებლად! და ხდები იმიტომ, რომ აკეთებ იმას, რაც შენი ცხოვრების კრედოდ მიგაჩნია, რისი კეთების სურვილსაც გულით დაატარებ და ეს სურვილი სიკეთედ მიეცემა ხალხს. რაში სჭირდება სიკეთეს SMS-ები ? ვითომ ის ქალი ვინც სოფელი დაწვას გადაარჩინა აგვისტოს ომში, იმიტომ მოიქცა ასე, რომ მერე მასზე გაზეთებს ეწერა ? ან ცხენზე შემომჯდარი ასაკოვანი მედდა იმიტომ დადის სოფელ-სოფელ ხალხის სამკურნალოდ, რომ ვიღაცას ათქმევინოს რა მაგარიაო? და საერთოდაც, თუნდაც ეს ორი მაგალითი რომ ავიღოთ, რომელი უფრო შეეფერება „ყველაზე გმირეეეეეეე“-ს ? განა მათი საქმე შეიძლება  დავყოთ კატეგორიებად, სირთულისა თუ მომგებიანობის მიხედვით ? არ ვიცი და ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი განვითარების დაბალ სტადიაზე მდგომი სუბიექტები ახლოსაც ვერ მივლენ „იმედის“ ზეაღმატებულ და პიზდეცინტელექტუალ მენეჯერებთან, ვერც ვერასდროს გავშიფრავ კონკურსანტთა ცხოვრებას ბუღალტერის თვალით.

სანამ ამ პოსტს ვწერ, ალბათ გადაცემაც დამთავრდა და ვიღაც „ყველაზე გმირეეეეეეეე“-ც გამოვლინდა. გმირულად ევლოს კიდევ დიდხანს და გმირულად გევლოთ თქვენც, იქნებ მერე დაფასდეთ და ნოდარ მელაძეს დაუმშვენოთ გვერდი ?!

1  New Message

         Cotne : au shechema, dzaan magari roja yofila es noini e. Xo aze xar ra, tansacmeli gavixade tu ara egreve tafli wavisvi da davweqi sargisas gverdit da es yaeni movida da saaagol dzmao kacic shen yofilxaro. Mere xeli chamomartva da vabshe yvelani svabodaze gamogvishva. Azrob to ra magari saqme gavcharxe ? axla yvelani chvenze ibazreben.

დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. მობილური რომ ყოფილიყო ძველ დროში, არ იქნებოდა ურიგო😀 მაგრამ გმირის არჩევა მესიჯებით…

    Reply
  2. salivani

     /  December 28, 2011

    ვნახავთ, კი, ვნახავთ – ზიზღით გამოაჯავრა მანუელომ და იმ საშინელ ხელსაწყოებს ისევ რომ გადახედა, ერთხანს თითქოს შეკრთა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა: “რა უნდა ვთქვა რო… ძალიანაც რომ მოვინდომო, ვთქვათ, რაც არ ვიცი, იმას როგორ ვიტყვი, – და აქ ძალიან გამხიარულდა, – ვაჰ, ეს რა კარგი რამ მოვიგონე… ვაჰ, ეს რა ძალიან კარგი რამე მოვიგონე, მინდა-არმინდა, მაინც გმირი ვარ…”
    ეს სიტყვა, გმირი, რაღა თქმა უნდა, ხუმრობით გაიფიქრა…
    P.S. avtors ar vacer, omedia mixvdebit:)

    Reply
    • ზე ციტატაა❤
      ამის წერისას არც გამხსენებია ეგ წიგნი❤
      ნოსტალგია მაქვს ხოლმე სამოსელის :შ

      Reply
  3. ამ პროექტში საუკეთესოს გამოვლენა (ნებისმიერი ფორმით) დიდი სისულელე და უზნეობა მგონია. მითუმეტეს, ყოვლად ამაზრზენია მესიჯებით, ლაიკებით ეტს კენჭისყრა.

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: