My Top 10 Albums 2011

ესეც ასე, იწურება 2011 წელი და აღარ მგონია რამე ნორმალური ალბომი ან EP დაიდოს დარჩენილ 21 დღეში, გასულ 344-ში გამოსულებიდან კი მინდა ჩემი რჩული ათეული შემოგთავაზოთ. მოკლედ, ჯეოსტარის ჟიურისავით კი გამომივა ეს ნათქვამი, მაგრამ „მართლა ძალიან გამიჭირდა ათეულის შედგენა.“ ბევრი კარგი ვიგემეთ და ბევრიც ცუდი. წლის დიდ ჩავარდნად „რადიოთავებისა“ და „წიწაკების“ კოშმარი მიმაჩნია, მოულოდნელად კარგ ნაშრომებად კი Yes-ის, Pendragon-ისა და Foo Fighters-ის ალბომები. იყო სხვა ბევრი კარგი ალბომი თუ EP-ც, მაგალითად: ქართულმა ჯგუფმა U.R.-მა შესანიშნავი EP შემოგვთვაზა სახელწოდებით  X-Craft. წლის დასაწყისში აღმოჩენილმა Combination Head-მაც პროფესიონალური და გემოვნებიანი ალბომი Museum დადო. მომეწონა Megadeth-ის ახალი ალბომიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ათეულში ვერ მოხვდა (ალბათ 2005 წლის Sol29-ის გადამეტებული სიყვარულის გამო), უგემრიელესი იყო Nosound-ის შესანიშნავი ალბომიც. ასევე კარგი ნაშრომი შემოგვთავაზა ნორვეგიულმა Gazpacho-მ. გამიკვირდა Arena-სა და Whitesnake-ს კარგი ჩანაწერებიც. წლის საუკეთესო ლეიბლად კი KScope მიმაჩნია, რომელმაც უბრალოდ არცერთი შეცდომა არ დაუშვა თავის სამუშაო პროცესში. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ესეც ჩემი ათეული.

10 – Foo Fighters – Wasting Light

დიდად არასდროს მხიბლავდა არც ალტერნატივ როკი და არც დეივ გროლი. სიმართლე გითხრათ არც ახლა დავდივარ მათზე შეყვარებული, მაგრამ  Foo Fighters-ის ახალი ალბომი, ნამდვილად კარგი ნამუშევარია. არ ვარ ამ ჯგუფის მსმენელი, მაგრამ ეს ალბომი მაინც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია.

9 – Pink Floyd – Dark Side Of The Moon (2 CD Reissue)

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაოცებული დავრჩი, ამ ალბომის რემასტერიზაციით. საუცხოო ლაივ შესრულებაა და თანაც ასეთი გაწმენდილი ბგერები ამ ალბომის საკონცერტო ვერსიისა იშვიათი სიამოვნებაა. ამიტომაც ლეგენდად ქცეული ალბომის რემასტერ-ჯგუფს ჩემგან დიდი მადლობა.

8 – Pendragon – Passion

ჩემი აზრით ნეო-პროგის ყველაზე გემრიელი ჯგუფი ! ახალი ალბომი თავიდან რომ ჩავრთე, სიმართლე გითხრათ დიდად ვერ მიმიზიდა, მაგრამ მოსმენიდან მოსმენამდე, მაინც მოახერხა და შემაყვარა თავი. ამ ჟანრის მსმენელებმა აუცილებლად უნდა ნახოთ !

7 – Yes – Fly From Here

ალბომი გადმოვწერე იმიტომ, რომ უბრალოდ მენახა რას ჩალიჩობენ ბებერი 70-იანელი პროგრესივშიკი მუზიკანტები, შედეგად კი საოცარი ოსტატობითა და დროთა განმავლობაში მიღებული გამოცდილილების საოცარი სინთეზი შემჩა ხელთ. მართალია ეს ალბომი 70-იანებში მათ მიერ შექმნილ გენიოსურ ქმნილებებთან ვერ მივა, მაგრამ ამ ხალხით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანი ცხოვრების ბოლომდე სწავლობს ! სწავლის შედეგი კი Fly From Here-ია.

6 – Blackfield – Welcome To My DNA

დიდი ინტერესით ველოდი ამ ალბომს და როდესაც პირველად მოვისმინე ვთქვი, რომ ამ პროექტის პირველი 2 ალბომი ჯობდა. მერე ვთქვი რომ ესეც ნორმალური ალბომია. გავიდა 1-2 თვე და ჩემი შეფასება „კარგი ალბომია“-მდე ავიყვანე. ახლა კი ვფიქრობ, რომ Welcome To My DNA  შესანიშნავი ალბომია, ბლექფილდისთვის დამახასიათებელი მინორითა და ძალზედ აზრიანი კონცეფციით. ისეთი ალბომია, რომ რაც უფრო მეტჯერ მოისმენ მით უფრო გაგიჯდება სხეულში. შესანიშნავი ნამუშევარია.

5 – Opeth – Heritage

სრული შოკი ! საოცარი ქმნილება დადო მიქაელ ოქერფელდთმა. ჯგუფ „აბბა“-ს სტუდიაში ჩაწერილი ეს ნაშრომი, სრულიად იზოლირებულია Opeth-ის წინა ალბომებისგან. გამქრალია გროული და მუსიკოსიც თითქოს უფრო ისწრაფვის იმისკენ რომ 70-იანების მუსიკის ხიბლი გადმოგვცეს თანამედროვე ენაზე. ალბათ ამიტომაცაა რომ ალბომისადმი დამოკიდებულება ორადაა გაყოფილი. თუმცა მე ძალიან მომწონს და მიმაჩნია, რომ ერთერთი საუკეთესო ალბომია ჯგუფის შემოქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ Opeth-ის პირველ ალბომებს კარგად არ ვიცნობ.

4 – Lunatic Soul – Impressions

ალბომი რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა და დღიდან დაგეგმვისა, ჩემში ინტერესი გააღვივა. მარიუშ დუდას ეს შესანიშნავი ქმნილება სრულიად არ გავს ამ პროექტით გამოსულ წინა ორ ალბომს. ასტრალური სივრცე თითქოს კინომუსიკისა ან ვიდეოთამაშების კომპოზიციებით იქმნება. რაც მთვარია ალბომი ამართლებს თავის სახელწოდებას და ნამდვილად იმპრესიონისტული ნაშრომია. აღსანიშნავია ასევე, ბონუსად დართული ორი შესანიშნავი მიქსიც.

3 – Memories Of Machines – Warm Winter

ჯანკარლო ერას ეს პროექტი, შეიძლება ითქვას ჩემი მთავარი აღმოჩენაა ამ წელს. ნამდვილად გემრიელი ნაშრომი, ნამდვილად დიდი მუსიკოსის მიერ. საკმარისია გადავხედოთ პროექტში მოწვეულ სტუმარ-მუსიკოსთა სიას, რომ უკვე დავრწმუნდებით ამ ალბომის დიდებულებაში.

2 – Riverside – Memories In My Head (EP)

პოლონელი გიგანტების ეს EP ნამდვილად დიდი შემზადებაა იმისთვის, რომ 2012 წელს მათგან საოცარ ნაშრომს უნდა ველოდოთ, 3 ერთიმეორეზე უკეთესი სიმღერა დამიჯერეთ – არ დაგტოვებთ გულგრილს.

1 – Steven Wilson – Grace For Drowning

და ბოლოს – ალბომი, რომელსაც მთელი წელი ველოდი და იმედი გამიცრუა კი არა, შემოაღწია მთელს სხეულში. გენიალური მუსიკოსის სოლო ალბომი ნამდვილად საუკეთესო ნაშრომია წელს !!! ალბომის ასე შეყვარების მიზეზი ისიც არის, რომ დრამზე დიდებული მარკო მინემანი უკრავს და მისი პარტიები საოცრად შევსებულია. სტივენის მიერ შემოთავაზებული ფერადი ბგერებიც საოცარ განწყობას, სამყაროს შეგიქმნით. მოკლედ ეს ორდისკიანი ნაწარმი კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ სტივენ უილსონი თანამედროვეობის მოველნაა მუსიკაში.

ასეა თუ ისე, 2011 წლის ალბომებით მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ. ველოდები 2012-ს (თუ ყველანი დავიხოცებით ეგ არაფერი)

დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. როგორც ჩანს ”დამჯდარი”, მელოდიური მოსიკა მოგწონს, განსაკუთრებით, კლავიშზე კაიფობ. ისე ცოტა მისტიკაც გისწორდება ალბათ ..

    Radiohead-ზე სადღაც მეც გეთანხმები. იმ მხრივ, რომ სხვა ხილის ალბომი გამოუშვეს. ეს თანამედროვეობით შეიძლება აიხსნას, პატარა წაუექსპერიმენტალურეს ელექტრონული მუსიკის ამბავში. რასაკვირველია, ტრადიციულ და ერთგულ მსმენელს ნაკლებად უჯდებათ ახალი ალბომი ჯგუფის წარმოსახვაში, მაგრამ რაც გამოვიდა ესაა. არადა ეხლა ახალს ელოდე, როდის იქნება?!…
    გაიხარე კარგი პოსტია

    Reply
    • რედიოჰედის დიდი მსმენელი არ გახლავარ. 97 წლის ალბომი მიყვარს ძალიან და რამდენიმე სიმღერა სვადასხვა ალბომებიდან. ზოგიერთი ალბომი, ფანები რომ აბოდებენ, მე არ მევასება, მაგალითად “ქიდ ეი”. ამ ალბომზე იყო დამოკიდებული თუ როგორ წავიდოდა ჩემი და რედიოჰედის ურთიერთობა. ჰოდა მაგის მერე არ მიყვარს რედიოჰედი. შეიძლება ნიჭიერი ტომ იორკი, მაგრამ ჩემთვის პირადად, უკვე აღარაფერია, რიგითი მუსიკოსია, რომელიც კომერციამ ჩაითრია.
      ჩემს გემოვნებას რაც შეეხება, კონკრეტული ჟანრით არ შემოვიფარგლები. თუ დავინახე რომ შრომა და გული დევს სიმღერაში, მიყვარდება, გინდა პოპროკი იყოს და გინდა ბლექ მეტალი 🙂

      Reply
      • კომერციაზე მთლად ვერ დაგეხმარები, საკუთარი სტუდია აქვთ და თუ რომელიმე სხვასთან ითანამშრომლებენ, იქაც კომერციული დაინტერესება არაა ხოლმე…

    • მე მუსიკალურ დათმობას ვგულისხმობ.
      შენი ექსპერიმენტები არ უნდა მიატოვო იმის გამო რომ მასას არ ესმის

      Reply
  2. dato

     /  February 3, 2013

    kaia progi udlieresi janria classicis mere kvelaze magaria odnav jazzsac jobs.

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: