ჯეოსტარის წინა ტური ანუ წყლების დაღვრა ფილარმონიასა და მის გარეთ !

 ხალხნო და ჯამაათნო, მოხდა ისეთი რამ (არ ვიცი პოზიტიური თუ ნეგატიური), რომ პირველად ცხოვრებაში თავიდან ბოლომდე (ოტ ი დო ! ) ვუყურე ჯეოსტარის წინა ტურს, სადაც მონაწილეები ასრულებდნენ ჟურნალ Rolling Stone-ს მიერ დასახელებულ 10 საუკეთესო სიმღერას. მოკლედ, ახლა გავკადნიერდები და ჩემს მინი რევიუს შემოგთვაზებთ ამ ტურის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი სუბიექტურია, ასე რომ ვინც წინააღმდეგები ხართ, მაგრად მოეჭიდეთ !

მონაწილე დიეზი 1 – ლევან კბილაშვილი, რეი ჩარლზის სიმღერით : მიმაჩნია, რომ ჟიურიმ სულ ტყუილად აქო ეს მონაწილე, რადგან მის მიერ შესრულებულ სიმღერას აკლდა ის მუხტი რაც რეისგან მოდის, ეს კი პირველ რიგში იმან გამოიწვია რომ ლევანი მაღალ და ხისტ ბგერებს ერიდებოდა და ხშირად გაჭინთული კაცის ხმით გვასაჩუქრებდა მსმენელს. მარტივად რომ ვთქვათ, სიმღერას არაფერი ჰქონდა რეისეული, ასე რომ ლევანს სამი იქსი ჩემგან.

მონაწილე დიეზი 2 – ნიკო ბერიძე (მოგვიანებით წმინდანად შერაცხული) ნირვანას სიმღერით. ცუდი იყო ! პირველ რიგში სიმღერა საერთოდ არ მოუხდა ჯეოსტარის ფორმატს, მეორე რიგში – ნეტავი იმის ტვინში ჩამახედა ვინც გრანჟ სიმღერის დაკვრა როიალით დაგეგმა. საერთოდ არ მოუხდა ნიკო ბერიძეს ეს სიმღერა, ბიჭი ოპერაში მღერის, 90იანების შკოლნიკი ბიჭუნას ვიდზეა და უცბად (ვგდრუგ) კობეინის სიმღერა უნდა მოირგოს. არანაირად არ გამოვიდოდა და ეს წინასწარვე უნდა ცოდნოდა. სწორი იყო ნიკო ნერგაძის შეფასება იმაზე, რომ ნიკოსნაირ ხუთოსანს არანაირად არ დააჯდება კურტისნაირი ოროსანის შემოქმედება. რაც შეეხება დარბაზის რეაქციას და დუტას აბდაუბდა კომენტარებს, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყჰო, რომ ისეთი მარტივი „ალტერ კულტურაც“ კი, როგორიც ნირვანაა, კაი ხანი ვერ მოიკიდებს ფეხს ქართველ მსმენელში. რაც შეეხება ბატონი დიმიტრი სხირტლაძის მოხსენებას იმის შესახებ, რომ „ნიკოს ბათუმში კიდევ ერთი ბინაც სჭირდება“, მემგონი ნათლად აშუქებს იმას, თუ ვინ იყო მარინა ბერიძის ფავორიტი წელს. ნიკოს კი ისე ეპათხალიმებოდნენ კომენტარებისთვის განკუთვნილი მთელი დროის განმავლობაში, რომ, რომ არა ტურის შედეგი, ნამდვილად ჩანდა თუ ვისი გამარჯვება იყო კოალიცია „მარინა და მეგობრების“ გეგმაში.

მონაწილე დიეზი 3 – ანდრია გველესიანი. ბითლზის ეს სიმღერა მოახერხო და ისე იმღერო, რომ ხალხი ვერ აიყოლიო, ნამდვილად დიდი ნიჭია ! შემსრულებელი აშკარად ნერვიულობდა და ეს ნერვიულობა იმის გამო იყო გამოწვეული, რომ სიმღერის ავტორები, სწორედ ლივერპულელი ბიჭუნები იყვნენ. ამ ნერვიულობამ კი ის მოიტანა, რომ, მიუხედავად რამოდენიმე მცდელობისა, დარბაზი მაინც არ დაიმუხტა, რადგან თმადავარცხნილი ანდრია დაძაბული იდგა სცენაზე და ვაღიაროთ არც სცენის მიღმა მყოფი საზოგადოება იყო კარგ დღეში: პასიურები და მუნჯები მშვიდად იყვნენ მოკალათებულნი და „ნა ნანა ნანანანაააა“-საც კი არავინ ყვებოდა 2-3 კაცის გარდა. ანდრიაც ჩავარდა !

მონაწილე დიეზი 4 – მარიტა როხვაძე – ჩაკ ბერის ლეგენდარული „ჯონი ბი გუდ“-ით. მოკლედ დავწერ, რომ ნამდვილად გემრიელად შეასრულა ეს სიმღერა, ყველა ბგერა გაითვისა, ზუსტად მოირგო როკ ენ როლ ხიბლი და ძალზედ დიდი მუხტიც დადო. ჰქონდა საკმარისი აგრესია და არ ერიდებოდა ბგერებს, ამან კი შინაგანად გაათავისუფლა შემსრულებელი. აქამდე არასდროს მომისმენია ეს გოგო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტურში ნამდვილად საუკეთესო იყო ! ნაკლად მხოლოდ ის შემიძლია დავწერო, რომ ბექ ვოკალებზე მეტი დატვირთვა რომ ყოფილიყო, ჩემი აზრით, სიმღრა უფრო ენერგიული გამოვიდოდა.

მერე იყო „Beach Boy – Good Vibration” ძველი კონკურსანტების შესრულებით, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივემ კარგად გაითვის სიმღრა, ალბათ მაინც თიკა მახალდიანი იყო მხოლოდ მოწოდების სიმაღლეზე. ყველაზე სუსტად კი გიორგი ცხვარიაშვილი მღეროდა. ასეა თუ ისე, სიმღერამ ნორმალურად ჩაიარა მითუმეტეს, რომ სირთულე მხოლოდ ხმების გადანაწილებაში შედგებოდა.

თიკა მახალდიანისა და ნინი წიკლაურის მიერ შესრულებულს არეტა ფრანკლინის „Respect”-ს კი, მართლა რესფექთი ჩემგან. ორივემ ბოლომდე იგრძნო სიმღერა და შესანიშნავი შესრულებაც შემოგვთავაზეს. მემგონი ეს შესრულება აღარ მოითხოვს მეტ კომენტარს.

მარვინ გეის „What’s Goin’ On”-ის შესახებ კი პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ არასდროს მომწონდა ასეთი წაპიდარასტო სიმღერები. შემსრულებლებიც – მირზა და გიორგი – ეცადნენ ტრაკშიპერო ატმოსფეროს შექმნას და უნდა ითქვას თავიანთი ხმების წყალობით, თითქოს გამოუვიდათ კიდეც, თუმცა ჩემი მოწონება მაინც არანაირად არ დაიმსახურა. ამ შესრულების დროს, აღსანიშნავია კვლავაც და კვლავაც ბატონი დიმიტრი, რომელმაც მემგონი ცერცეტი და შოუმენობა ერთმანეთში ბანძურად მიასინთეზა !

ახლა ისევ მონაწილეები :

მონაწილე დიეზი 5 – მარი ჯომარდიძე , ჯონ ლენონის უკვდავი ჰიტით. თავიდანვე აღნიშნა რომანტიული ვარო, და სწორედაც რომ ასეთი ვერსია შემოგვთავაზა. მონაწილეს ასევე ჰქონდა კარგი ხმის ტემბრი, ცოტა წაუსოულებდა და სადღაც იკარგებოდა, რაც შესრულებაზეც აისახა, მაგრამ საბოლოო ჯამში მემგონი ცუდი არ იყო. მით უმეტეს, ყურში გაცვეთილ „imagine”-ს ასეთი ვერსია, ნამდვილად არ იყო ადვილი მისაღები მსმენელისთვის. მართალია ჟიურიმ – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – დაასხა, მაგრამ რაც სცადა ის გამოუვიდა, ასე რომ ზოგიერთებს მაინც აჯობა !

მონაწილე დიეზი 6 – მორის ძნელაძე როლინგების „Satisfaction“-ით. კატასტროფა იყო, არ მესმის თუ შეიძლებოდა საერთოდ ვინმეს მოწონებოდა. შესრულებაში მიკ ჯაგერის სასცენო ხიბლის ერთი მეასედიც კი არ იდო. უძრავად იდგა სცენაზე და რაღაც ბგერებს გამოსცემდა. სიმღერას აკლდა ის მთავარი რამ, რითაც უდგას სული. ნაკლულ მუხტს კი უაზრო წიკვინი ნამდვილად ვერ ავსებდა. მორისი, ჩემი აზრით, დავარცხნილი ბიჭუნაა და საროლინგსთოუნზოდ კაპიკად არ ვარგა !

მონაწილე დიეზი 7 – გიორგი გოგიშვილი, ბობ დილანის შესანიშნავი სიმღერით. ჩემი ნება რომ იყოს სისხლის სამართლის საქმეს ავღძრავდი ასეთი საშინელებისთვის. პირველ რიგში ინსტრუმენტალურად სიმღერა იყო უღარიბესი, მასში არ იგრძნობოდა ის ჯუნგლი და ის სოფლური ხიბლი, რაც ზოგადად დილანის ამ სტილს ახასიათებს, სიმღერა იყო სულით ხორცამდე მკვდარი, წმინდად იყო გაპოპებული და ჩემში არათუ 70-იანების თავისუფლების ძახილი, არამედ MTV-ს სირული დაჯილდოვების ეფექტი შეიძინა. აბსოლუტურად სწორედ აღნიშნა ნიკო ნერგაძემ, რომ სიმღრას არ ჰქონდა ის სავიზიტო ცინიზმი, რაც მისი დაწერის მოტივაციაც კი იყო ალბათ. თუმცა ნერგაძემ ისიც აღნიშნა, რომ კარგი იყო, როგორც ახალი სიმღერაო – ნუ მე არ მომეწონა და ნეგაძეს კარგი სამსახური აქვს დათრეული !

საბოლოოდ რომ შევაფასოთ, მომღერლები იყვნენ ზედმეტად დავარცხნილები და ეს სამწუხარო ფაქტი ჟიურიმაც აღნიშნა. ახლა რა მაინტერესებს: თუკი ჟიურის არ მოსწონს ეს ზედმეტის სავარცხლის სმა და დორბლით დატკეპნილი თმები, რატომ არ ირჩევენ ისეთ მონაწილეებს, რომელიც „ნატალიში“ (თუ სადაც ახლა ეგენი ივარცხნიან) კი არ შევა, არამედ მილოშ ფორმანის მიუზიკლის გმირებივით ივლის ? ამ ფაქტით, ისიც დამტკიცდა, რომ ჟიურიც მაგრად ისვრის ხოლმე კონკურსანტების შერჩევაში. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ ეს თემა, ჯეოსტარისგან, დიდი-დიდი, რომანსებისა და ქართული შიბლაუბლა სიმღერების შემსრულებელი თუ დადგება (არ ვგულისხმობ ჯაზმენებს, რომელბიც ჯეოსტარით უბრალოდ გაიქაჩნენ, თორემ ნიჭი მანამდეც იგივე ჰქონდათ).

დადგა დაძაბული მომენტი. დასახელდა სამი აუტსაიდერი და სამივე მარინას ფავორიტი. ტეეეეეეეტაააააააააააააჰ, ლამის არ გაფშიკა ფეხები იქვე მარინამ ?! თუმცა კულმინაცია ჯერ კიდევ წინ იყო, როცა ტური ნიკო ბერიძემ დატოვა. აი აქ კი მარინას ორგანიზმში რაღაც უსიამო ხდებოდა და ბრაზისაგან აღტკინეული ქალბატონი ადგილზე შეშფოთებული ცქმუტავდა და კრუსუნებდა.

რაც შეეხება ნიკო ბერიძის გავარდნას, მე ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად სამართლიანი იყო. ამის რამოდენიმე მიზეზს გეტყვით : 1 – ნიკომ, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად იმღერა ნირვანას სიმღერა და ნამდვილად ერთერთი აუტსაიდერი იყო ამ ტურში; 2 – ოპერის მომღერალს, ჩემი აზრით, ჯეოსტარის სცენაზე არაფერი ესაქმება, ასე რომ წავიდეს სოფიკოსთან „მოახდინოს ეს პეტერბუგრში“. 3 – ბატონი დიმიტრი, რომელმაც ისეთი ბანძი მოხსენება შეუშვა იმის თაობაზე, რომ  ნიკოს ბინა უნდა მოეგო – გაბრაზებული აჭარა, მობილურებს მისცვივდა და მესიჯები მეორე ბათუმელ კონკურსანტს – მორისს გაუგზავნა. ასეა თუ ისე, ნიკო ბერიძემ სამართლიანად დატოვა ჯეოსტარი და მემგონი, რომ ეს მის კარიერაზე არანაირად არ იმოქმედებს, ასე რომ მისი ნატიფი ვიზუალით აღტკინებულმა ქართველმა გოგონებმა, მემგონი დროა თავი დაანებონ იმის ძახილს, რომ ნიკო უნდა დაბრუნდეს, რადგან ის ნიკოა !

პოსტს კი ჯეოსტარის მონაწილეებისადმი მიმართვის დავასრულებ : – ბიჭებო და გოგოებო, ნიჭიერებო და უნიჭოებო, სმენიანებო და უსმენოებო, კონკურსს გამოეთიშა ბარონესა მარინა ბერიძის ფავორიტი, რამაც მისი უდიდებულესობის განრისხება გამოიწვია. ეს განრისხება სავარაუდოდ მომევნო ტურებში მის კომენტარებში შეისხამს ხორცს,  ასე რომ დაგენძრათ !!!

დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. აუუ ძალიან ვისიამოვნე შენი პოსტის წაკითხვით…

    ასიანი გეთანხმები ყელაფერში. რესპექტ !

    Reply
  2. tu ase fiqrob kargad yofila shei saqme noko beridzeze rom vimme amas ityvis ubralod aris bogma saqartveloshi xom dzalian bevi aseti piriqit unda gixarodes rom gvayvs eseti magari adamiani

    Reply
    • ვხედავ საოცრად ღრმად ჩაწვი პოსტს.
      მადლობა🙂

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: