ძია კენი

      ერთადერთმა და განუმეორებელმა, მსოფლიო მასშტაბის ბლანჟიანმა აფერისტმა, ზაფხულში პირველმა გვამცნო, რომ ქვეყანას Uriah Heep-ის ლეგენდარული მუსიკოსი კენ ჰენსლი ეწვეოდა და ბათუმში კონცერტს ჩაატარებდა, მაგრამ დედაქალაქში ჩამოსული როკ-ლეგენდა უყურადღებოდ იქნა მიტოვებული ბათუმის ფესტივალის ორგანიზატორების მიერ და (როგორც მოგვიანებით თავად ჰენსლიმ აღნიშნა) მუსიკოსი Locomotive Promotion-ის პრომოუტერებმა გადაარჩინეს. თუ როგორ გადაარჩინეს ამაზე ლაპარაკს არ აქვს აზრი, მაგრამ ცხადია ნამდვილმა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ წარმოიჩინა თავი – სხვანაირად უბრალოდ ჩვენსკენ არც კი გამოიხედავდა მოტყუებული ბრიტანელი.

გადარჩენის შედეგი კი დაახლოებით ერთი თვის წინ გაცხადდა, როცა გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საპრომოუტერო კომპანია Locomotive Promotion-ს ძია კენი საქართველოში ჩამოყავდა. სიმართლე გითხრათ,  ბოლოს ალბათ 1 წლის წინ მოვისმინე ჰენსლის მუსიკა, მაგრამ მაინც სასიამოვნო სიახლე იყო და იმის გამო, რომ კარგი კონცერტისთვის ფული მქონდა გადანახული, უყოყმანოდ გადავიხადე ბილეთის საფასური. თავიდან ძალზედ მეძვირა 45 ლარი, მით უმეტეს, ჩამომპალ „რკინიგზელთა სახლში“ (ფილარმონია ჰენსლისთვის ალბათ ვერ გაიმეტეს რადგან დიდეული თემურ წიკლაური დედამიწას აჩერებდა და ჩადიოდა), მაგრამ „ვინ იცის შემდეგი ნორმალური შემსრულებელი როდის გვეწვევა“-მეთქი გავიფიქრე და გავჩუმდი. კონცერტის შემდეგ მივხვდი, რომ ბილეთის საფასურისადმი პრეტენზია აზრადაც კი არ უნდა გამევლო.

კონცერტამდე ორი (ან ერთი) დღით ადრე, მისტერ ჰენსლი უკვე ჩვენს დედაქალაქში იყო. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ტელევიზიამ გარკვეული დრო დაუთმო კონცერტის რეკლამირებას და კიდევ უფრო მეტიც – ბრიტანელი მუსიკოსი, რუსთავი 2-ის ერთერთ ყველაზე პოპულარულ პროგრამა „შუადღე“-ში იყო მიწვეული. მიწვეული კი იყო, მაგრამ ბედი მაგისა, რომ ქართული არ იცის, თორემ კი მიპუტავდა იმ ქათმისთავიან არჩილ სოლოღაშვილს, რომელმაც ჰენსლის კარიერას სრულიად ახალი ჯგუფი – „ორაი ქერი“  შეჰმატა. ისე კი მიკვირს, ადამიანს თუ ინგლისურად კითხვა არ შეგიძლია, რატომ გიწვევენ ისეთ მაღალრეიტინგულ ტელევიზიაში, როგორიც რუსთავი 2 არის, მაგრამ შევეშვათ მარტო აჩიკოს – თავისი გასჭირვებია ბიჭს; სამარცხვინო ფრაზები არც თუ ცოტა გაჟღერდა და ამაზე გაბრაზებულმა ერთერთმა პრომოუტერმა (რომელმაც გმირულად გაუძლო გარშემომყოფთა ზესაოცარ ერუდიციას), მშვიდად, მაგრამ რამდენჯერმე შეუსწორა წამყვანებს თუ როგორ ჟღერს ჯგუფ Uriah Heep-ის სახელწოდება. სირცხვილსაც თუ კულმინაცია ჰქონდა არ მეგონა, მაგრამ ეკრანზე გამოსახულ წარწერას რა უნდა ვუწოდო სხვა არც კი ვიცი : როკ-შემსრულებელი მაშინვე ჯოჯოხეთთან იქნა დაკავშირებული და გვარი ჰენსლი ფსევდონიმ HELLS-ად იქცა.

რუსთავი 2-ს შემდეგ იყო პრესკონფერენცია სადაც „2007 წლის მომავლის გეგმებზეც“ დაუსვეს შეკითხვა მუსიკოსს. მოკლედ რომ ვთქვათ, იმდენ შეურაცხყოფას გაუძლო ტრაკშიპერო ჟურნალისტებისგან, რომ მადლობა უნდა მოვახსენოთ, საერთოდ რომ გამოვიდა სცენაზე.

რაც შეეხება თავად კონცერტს, თავიდანვე საინტერესოდ იყო ჩაფიქრებული. აკუსტიკური და სრულიად უშუალო გარემო – ხალხი სიმღერებს ჰენსლისთან ერთად იმღერებდა და სიმღერის შემდეგ ნებისმიერ თემაზე გაესაუბრებოდა. ასეც მოხდა. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ როგორ და რომელი სიმღერები შეასრულა, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ ჯერ არ ვყოფილვარ საქართველოში კონცერტზე, სადაც ასეთი მოწესრიგებული მსმენელი ყოფილიყოს, რის გამოც, თითოეულ დამსწრეს პირადი მადლობა ამის გამო. ქართველები, ჩემდა გასაკვირად, კითხვების დასმასაც კი აცლიდნენ ერთმანეთს.

თავად მუსიკოსი, დაპირებისამებრ, ძალიან გულწრფელი აღმოჩნდა აუდიტორიისადმი და დაუზარელად გვიპასუხა ყველაფერზე რაც კი ვკითხეთ დაწყებული მისი თითოეული ჰიტის მუზიდან, დამთავრებული ნარკოტიკებისადმი თავის დაღწევაზე. ისიც გვითხრა, რომ ბარსელონას გულშემატკივარია (რაც თურმე ვალენსიაში სიკვდილის ტოლფასია (არა, არა, ვალენსიის კი არა მადრიდის რეალის ფანები ჭარბობენ თურმე ზღვისპირა ესპანურ ქალაქში)), მოსწონს ღვინო და უკვე ქართველი ქალებიც. თამამად თქვა რომ 70-იანების ბენდბიდან Uriah Heep-ს წინ ვერავის უყენებს და ის რომ თანამედროვე ბენდებიდან ფავორიტს ვერ გამოარჩევს, რადგან ესპანეთში, სადაც ამჟამად ცხოვრობს,  არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საფუძვლიანად გაეცნოს თანამედროვე როკ შემსრულებლებს. კონცერტის მსვლელობისას ორი პატარა ქართველი გოგოც დაასაჩუქრა სუვენირებით და ბოლოს დაგვპირდა, რომ მომავალ წელს უკვე საკუთარ ბენდთან ერთად ჩამოვა. შემდეგ, სცენაზე ბოლომდე მაყურებლისთვის დახარჯული ჰენსლი, ჰენსლისთვის ბოლომდე დახარჯულ აუდიტორიას დაემშვიდობა.

აღარ გავაგრძელებ იმის აღწერას თუ რა ხდებოდა კონცერტის მერე ჰოლში, როცა ჰენსლი ავტოგრაფებს არიგებდა. ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“ გამართულ საღამოზეც ვერაფერს გეტყვით, რადგან იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ გეტყვით იმ ძირითადს, თუ რის გამოც ვარ ნასიამოვნები აღნიშნული კონცერტით :

  • დარბაზი მთლიანად იყო სავსე, რაც უკვე დიდი მიღწევაა.
  • პუბლიკა ისე იქცეოდა, როგორც მსმენელს შეეფერება.
  • დარბაზში კარგად იყო დაყენებული ჟღერადობა (ყოველ შემთხვევაში მე კმაყოფილი ვარ. ერთი-ორი ხარვეზი კი იყო, მაგრამ წინა კონცერტებთან შედარებით, აშკარად დიდი წინსვლაა)
  • ჰენსლი იყო ისეთივე აქტიური, როგორი აქტიურობითაც წლების წინ დაგვამახსოვრა თავი. არ იყო ზერელე და ზედაპირული, იყო გულწრფელი, როგორც პიროვნულად, ისევე მუსიკალურად.
  • მუსიკოსი თავადვე დარჩა კმაყოფილი აუდიტორიით, რაზეც ისიც კი მეტყველებს, რომ ისეთი გახსნილი იყო პირველივე წუთებიდან, თითქოს კაი ხნის მეგობრებში მჯდარიყო. ბოლოს ხელების გარეშე დალეული წყალიც ამის ერთერთი გამოხატულებაა.

+ ამას დამატებითი ორი მიზეზი იმისა, რომ ნორმალური კონცერტების იმედი ჩამესახა:

  • ქვეყანაში იმყოფებოდა სტინ უილტმანი, რომელმაც შეისწავლა ქართული როკ-გარემო და ვიმედოვნებ მის მიერ მომავალ წელს დაგეგმილი ფესტივალიც წარმატებული იქნება.
  • სხვა რომ არაფერი, მე და ალბათ არა მარტო მე, ნდობით აღვიჭურვეთ Locomotive Promotion-ისადმი, რომლებიც სხვა პრომოუტერებისგან განსხვავებით, სიტყვას მაინც ასრულებენ. სწორედ ამ კომპანიის იმედი მაქვს, რომ სწორედ გათვლიან მომავლის გეგმებსაც და საინტერესო და ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ძლიერ ჯგუფებსაც დაგვაგემოვნებინებენ.

ასეა თუ ისე, ეს კონცერტი გარდა იმისა, რომ იყო დიდი სიამოვნების მომტანი აუდიტორიისთვის, ასევე იყო კარგი გამოფხიზლება ბათუმის სამარცხვინო ფესტივალის შემდეგ. მადლობა და წარმატებები Locomotive Promotion-ის ყველა თანამშრომელს !

და დასასრულს ერთი საკონცერტო ვიდეოც : )

დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. anastasia

     /  November 7, 2011

    გაიხარეეე..კარგი სტატიაა, საკმაოდ პირდაპირი და ლაკონური :)))))))

    Reply
  2. მადლობა ანასტასია

    Reply
  3. “ჰელსი” :დ
    კარგი პოსტია,მინუსებიც და პლიუსებიც კარგადაა აღნიშნული.

    Reply
  4. ra magari potoa🙂

    Reply
  5. ბრავო! ძალიან კარგი პოსტია და აღარაფერი დამრჩენია დასაწერი… სახლში რომ მოვაღწიე და ვიფიქრე დავწერ 5 დღის წინანდელ კონცერტზე რამეს-მეთქი, კაკრას ამას გადავაწყდი და შეარის და მადლობის თქმის მეტი არაფერი დამრჩენია…

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: