ამკ – აბობოქრებულ მშობელთა კავშირი

რა სახისა და ფორმის კურსელს არ გამოუვლია ჩემს ჯერმხოლოდსამსემესტრიან ცხოვრებაში, მაგრამ რამოდენიმე კვირის წინ შეხვედრულ ჭაბუკს ვერავინ შეედრება; უფრო მეტიც – ის არაა კურსელი, და კიდევ უფრო მეტი – ის საერთოდაც არაა სტუდენტი, მაგრამ მაინც ჩემი კურსელია ! დაიბენით ხო ? – არაუშავს,  თავიდან შვედური ენის სწავლის მოწადინე (დეზლესიტყვა) საზოგადოებაც დაბნეული შევცქეროდით პირველივე სემინარზე კართან მოკამათე ავტორიტეტსა და ლექტორს;

ყველაფერი კი დღეს გაირკვა (ჩემთვის ყოველშემთხვევაში). მდგომარეობა ასეთია: იმის გამო, რომ პიროვნებას პირობითად მმკ-ს, რომელიც ჯერ მხოლოდ სკოლის მოსწავლეა, შვედური ენის სწავლა მოუნდა, სტუდენტებს კი საკმარისი სკამებიც კი არ გვაქვს იმისათვის, რომ ისედაც მცირე აუდიტორიაში 20-მდე ადამიანმა ვისწავლოთ, ამ მიზეზის გამო კი ლექტორმა უარი განუცხადა მმკ-ს ჯგუფში მიღებაზე, თანაც ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მმკ-ს შეუძლია 1-2 წელი მოიცადოს და ლეგალურად დაიწყოს შვედური ენის შესწავლა თსუ-ს ჯურღმულებში, თუარადა შესაბამისი სურვილი თუ ნამდვილად აქვს, რეპეტიტორთან მომზადებას წინ არაფერი უდგას (არა, ფინანსურ მხარეზე ნუ დაფიქრებით, აქ ავტორიტეტები ერევიან საქმეში). უარით განაწყენებულმა მმკ-მ არ ვიცი რა მოიმოქმედა, მაგრამ იმ დღეს როცა პირველი სემინარი უნდა გვქონოდა, კარს აბობოქრებული ქალბატონი მოგვადგა, რომელმაც ახალგაზრდა ლექტორი წამით მოგვტაცა.
ბანძ „ნაბადში გახვეულ“ ქართულ კინოს, რომ არ დაემსგავსოს სიუჟეტი და მისი თხრობა, ახლავე „გავხსნი კარტებს“ : ამკ-ს საპატიო წევრი მმკ-ს მხარდასაჭერად მოევლინა მეორე კორპუსის ქვედა სართულს და მაღალი რეგისტრის ისტერიკისა და შაოლინელი ბერების  შესაფერი ხელების მოქნილობით ითხოვდა მმკ-ს შვედური ენის კურსში არაოფიციალურად ჩასმას, არგუმენტად კი ის მოყავდა, რომ ის ავტორიტეტია და ოდესღად შსს-შიც უმუშავია. ბევრი, რომ არ გავაგრძელო, მიხვდა თუ არა, რომ საკუთარი პოზიციის დაცვას უბრალოდ აზრი აღარ ჰქონდა, ლექტორმა ზღვის ტალღასავით მღელვარე ავტორიტეტს ხელიდან გამოსტაცა თავისი „ბიჭო-გოგია“ და აუდიტორიაში შეუძღვა. იმის გამო, რომ სკამები უკვე მთლიანად დაკავებული იყო, მმკ-ს (არ ვიცი ნამუსზე ასაგდებად თუ სხვა მიზნით) ლექტორმა საკუთარი სავარძელი შესთავაზა, რომელშიც ის (ვერ ვიტყვი რომ ნასიამოვნები სახით. საერთოდაც ვერაფერს წაიკითხავთ მის სახეზე) სრულიად აუღელვებლად მოერგო.

უკვე 2 კვირაზე მეტი გავიდა ამ ამბიდან, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები თუ რა არის ყოველივე ამის მიზეზი. მმკ ისევ იგივენაირი, არაფრისმთქმელი სახით ზის ხოლმე მოპოვებულ სავარძელში (ზოგჯერ ჩვეულებრივ სკამზეც) და ხმას მხოლოდ მაშინ თუ ამოიღებს, როცა ლექტორი ეტყვის. არანაირ განხილვაში მონაწილეობას არ იღებს, არანაირი კონტაქტი არ აქვს ჯგუფელებთან, ზის უბრალოდ ჩუმად, თავჩახრილი და, სიმართლე ვთქვათ, ჯგუფის ყველა წევრი ნეგატიურადაა მისდამი განწყობილი.

მდგომარეობას რომ სხვა მხრიდან შევხედოთ, ხომ შეიძლება, რომ მმკ საოცრად ენერგიული, მხიარული, კონტაქტური და მეგობრული ადამიანი იყოს, მაგრამ იმ 2 კვირისწინანდელი ამბის გამო, მაინც მორიდებულია და ჩუმად ყოფნა ურჩევნია. ხომ შეიძლება ბევრი რამ არ ესმოდეს შვედური ენის გრამატიკიდან, მაგრამ იმ 2 კვირისწინანდელი ამბის გამო, ლექტორთან შეკითხვის დასმა ერიდება. მოკლედ რომ მოვყვეთ, ბევრი „ხომ შეიძლება“-ს დაწერა შეგვიძლია, მაგრამ ამ წინადადებების მეორე პუნქტში მიზეზის ძებნას თუ დავიწყებთ, უეჭველია, ამკ-ს საპატიო წევრს მივადგებით; ისე საინტერესოა, 17 წლის ბიჭს არ შეუძლია თავად გაარკვიოს თავისი ამბები, ისე, რომ „ავტორიტეტთა კუსტარული კომიტეტი“ არ ჩაერიოს საქმეში?! ანდაც მცირე ნამუსი არ უნდა ეყოს ადამიანს, რომ მისთვის განუკუთვნელ ადგილზე არ შეეკვეხოს ?!  თუმცა არ ვიცი ახლა მმკ-ს უნდა ვერჩოდე თუ არა, მაგრამ ფაქტი ერთია – მშობელმა უკვე კარგად მოახერხა შვილის ავტორიტეტის გაფუჭება თანატოლებში, თანაც ისეთი გაფუჭება, რომ ძნელად წარმომიდგენია მსგავსი რამ შეკეთებას ექვემდებარებოდეს. ასე რომ იქნებ, რამენაირად პირმშოები შეეცადონ ამკ-ს დაშოშმინებას და (ახლა ისეთივე ჯირგიან ქართულ გამოთქმას ვიხმარ, როგორი ჯიგრიანი ქართულიც ეს სიტუაცია არის :ქრეიზიგივი: ) „ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს“ ?

დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. orange

     /  December 26, 2011

    ვიხალისე :დ ისა, არალეგალურ დასწერბაზე გამახსენდა🙂 რაც თსუ–ს სტუდენტი ვარ, იმდენჯერ დავსწებივარ ლექციესბ არალეგალურად, ოო, ვერც კი დავითვლი🙂 რაც არჩეული მქონდა იმას ხომ ვესწრებოდი და როცა დრო მქონდა იმ საგნებზეც დავდიოდი ხშირად, რომლებიც ძალიან მაინტერესებდა, მგონი, ასე ,,არალეგალური” დასწრებით უფრო მეტი ვისწავლე :დ

    Reply
    • არალეგალურად ყველა უნდა ესწრებოდეს, მაგრამ როცა ოთახში სკამები და სასუნთქი სივრცეც აღარაა, მემგონი უნდა ინამუსოს ადამიანმა :დ

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: