King Krimson – ანუ მე ძუნწი ვარ !

ხშირად მეკამათებიან იმ საკითხზე, რომ მუსიკალურად (ძირითადად) ძუნწი ვარ, რაც გამოიხატება იმით, რომ იშვიათად თუ შეიძლება ვინმეს (გამონაკლისების გარდა) გავუგზავნო გენიალური, მაგრამ ფართო მასებისთვის უცნობი ჯგუფის (რა თქმა უნდა, პირატულად მოპოვებული) ნაღვაწი. არ მევასება, როცა ვიღაც სირი, ვიღაც ბარბი, ვიღაც ვისაც ახალი დაწყებული აქვს როკის მოსმენა და იცის რომ მეტალიკა, ნირვანა და ლედ ზეპელინი მაგარია (ეს უკანასკნელი მამასთან გადაამოწმა) ანდაც ვიღაც უბნის „მგელო“ უსმენს იმ სიმღერას რომელიც მე მიყვარს. ყოფილა შემთხვევები, როცა „ჯუდასის“ Painkiller” ერთმა ბარბიმ მომიწონა და როცა „არ გჭირდება“ მივუგე კითხვაზე „ვინ მღერის ამ სიმღერას ?“, მისი გაკვირვება, ოდნავი წყრომა და „თუარცმეტყვი“ დავიმსახურე, როცა სკოლელმა ძველმა მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ფლოიდის “Teachers Leave Us Kids Alone (!)“ და სურს რომ ვურჩიო მათი სხვა სიმღრები, პასუხად კი ფეისპალმი და არარეალური ფრაზები მიიღო, რომელიც „ეე არ ყოფილხარ შენ მაგათი ფანი“-თი „მამენტალნა გამირასხოდა“.

მოკლედ დიდხანს რომ არ გავწელო ეს მოკლედ განზრახული პოსტი, დღეს ერთერთი ბინძური გამოვლინება იყო ამ ფაქტისა, როცა უნივერსიტეტის ეზოში შვედური ენს ლექციის მოლოდინში კედელზე წაწერილი ფრაზა შევნიშნე და “თავი კაეშანს მივეცი”.

„- ხო კაი რაიყო არ შეიძლება შეეშალოს ადამიანს ? ერთი ასო არ შეარჩინო !“

       შეგიძლიათ მითხრათ და არც გამიკვირდება, მაგრამ გეტყვით, რომ არა ! არ შეიძლება რომ შეეშალოს და არც ის ერთი ასოა შესარჩენი (მიუხედავად იმისა, რომ შერჩენილია კაი ხანია) !

და თუ რატომ არ შეიძლება ამასაც ახლავე გეტყვით : „კრიმსონი“ ჩემი აზრით არის ეთადერთი გენიალური ბენდი, რომელსაც არ აქვს გაჰიტებული სიმღერა. კრიმსონის მოსმენა უბრალოდ არ ხდება. მარტივად და უხეშად რომ ვთქვათ, ის უნდა მონახო, შეიგრძნო და შეიყვარო. ის არ შეიძლება აგერიოს რომელიმე სხვა ბენდში, შესაბამისად თუ კრიმსონი შენი სმენის ობიექტია, არც მისი სახელი შეგეშლება.

100-ით თუ არა 95%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამის დამწერს ვიღაცამ „21st Century Schizoid Man“ (არაა გასაკვირი რომ ოზის გაქავერებული) მოასმენინა (ან თავად მოისმინა სწორედ ოზის ვერსია და მერე შემთხვევით ნახა, რომ თურმე ორიგინალი სხვას ეკუთვნის) და სიმღერით აღფრთოვანებულმაც მაშინვე თავი წარმოაჩინა, რომ ეს ბენდი იცოდა.

რა სამწუხაროც არ უნდა იყოს (ჩემთვის და ზოგიერთი თქვენგანისთვის) , ეს არაა პირველი მაგალითი, რომლის მომსწრეც გავხდი (აქამდე საუკეთესოდ Bleck Metal-ის მოყვარული კედელზემხატავრი პიროვნება მიმაჩნდა) , უბრალოდ ეს ჩემს მიერ პირველი დაფიქსირებული ფაქტია.

აქვე დავამატებ, რომ მკიდია  „სისულელის“, „უცნაურობის“, „ტრაკშიპეროგაყრილობის“, თუ კიდევ რომელი ცნების ობიექტად მიიჩნევთ ამ დღევანდელ პოსტს. მე მაინც ძუნწი ვარ !

დატოვე კომენტარი

3 Comments

  1. მივესალმები მუსიკალურ სნობიზმს! (არა, მართლა)

    Reply
    • kargia rom miesalmebi, magram amas snobizms mainc ver davarqmeb. ubralod magizianeben es fsevdo msmenelebi😐

      Reply
  2. gio

     /  September 10, 2012

    painkiller-ში დრამის შესავალი სოლო მოეწონა ,,ბარბის” უეჭველი :დ ჰალფორდის ხმა მეეჭვება დავასებოდა :დ

    Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: