იგრძენი მომავალი

არ ვიცი შეიძლება ცოტა გვიანიც კი არის უკვე ამ პოსტის წერა, რადგან 1-2 დღეს უკვე “იგრძენი მომავალი”-ს შემოკლებული ვერსია ტრიალებს ტელეეთერში, მაგრამ როცა მოვიცალე მაშინ ვაფიქსირებ ჩემს აზრზე ამ საკითხზე : მოკლედ, ქართულ რეკლამებზე მინდა გავამახვილო ცოტა ხნით ყურადღება და სულ ცოტა ოპტიმიზმიც გამოვთქვა. ვფიქრობ, რომ ცოტა რაღაც ვისწავლეთ, რაღაცას დავემსგავსეთ ამ სფეროში; მართალია უცხოური რეკლამების კოპირება და გადაქართულება უფრო მასიურად ხდება და უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივ იდეებს, ისევ და ისევ, უცხოურები ჯობნის – თანაც საგრძნობლად, მაგრამ დავით სოკოლოვის ნარჩევ პრეპარატებს ისევ საზღვარგარეთული და მოპარული კარგი ნაწარმი ჯობს .

ამ შემთხვევაში ძალზედ დიდი პოზიტიური დამოკიდებულება უნდა გამოვხატო იმ რეკლამისადმი, რომელმაც მართლაც საოცრად მომაწონა თავი. მემგონი პირველი რეკლამაა რომელსაც შემიძლია უნაკლო ვუწოდო. ეს არის საქართველოს ბანკის „იგრძენი მომავალი“.

ისედაც იშვიათად თუ შევხედავ ტელევიზორს, მაგრამ როცა ამ რეკლამას გადავაწყდები იმდენად მიზიდავს ხოლმე მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც , რომ მაშინვე სრული სიჩუმე არის მთელს სახლში და დიდი სიამოვნებით ვუყურებთ ამ ვიდეოს. მოკლედ, მართალია მაშინვე მივხვდი, რომ საქართველოს ბანკის რეკლამა იყო (რა თქმა უნდა ნარინჯისფერის მეშვეობით), მაგრამ პირადად ჩემთვის დამატებითი სიამოვნებაა იმის დანახვა თუ რა ლამაზადაა თვითონ რეკლამა გაფორმებული; მიმაჩნია, რომ კლიპში ყველაფერი არის, რაც უნდა იყოს ხარისხიან ქართულ რეკლამაში -ყურადღება გამახვილებულია როგორც ქართულ მხარეზე, ასევე ზოგად მხარეზე. ამ შესანიშნავი ბალანსის გამო მინდა მადლობა ვუთხრა რეკლამის შემქმნელებს და აღვნიშნო თუ რატომ მიმიზიდა ასე ძალიან მათმა ნაწარმმა; პირველ რიგში ალბათ სწორედ იმიტომ , რომ ნარინჯისფერი დომინირებს – ჩემი საყვარელი ფერია და რაღაცნაირად მიმზიდველ განწყობასაც ქმნის. მეორე რიგში, აი ეს ფერთა სკდომა და შენელებული კადრები თვალისთვის ძალიან სასიამოვნო აღსაქმელია და უბრალოდ მოგწონს როცა მსგავს კადრს უყურებ . რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს უხდება ასეთი კადრები და მიმაჩნია, რომ  კარგია მსგავსი ეფექტის დანერგვა ქართულ ტელესივრცეში (ამისათვის მადლობა (მემგონი) „აქსისს“ რომელმაც პირველად გამოიყენა მსგავსი ეფექტი ქართულ რეკლამაში). დავამატებდი იმას, რომ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „ლიდერფუდის“ ძეხვეულზე ამღერებული კორკოტა ჯუნიორის ხმაც, რაღაცნაირად სასიამოვნოდ ერწყმის რეკლამის ატმოსფეროს. და ბოლოს, რაც ჩემთვის მთვარია, აი ეს კადრი სრულიად მშლის ჭკუიდან❤

მოკლედ მინდოდა ერთი პოსტი დამეწერა ამ რეკლამაზე და ესეც ასე. თუ კიდევ ვინმეს მოგწონთ ეს რეკლამა, კიდევ ერთხელ ვისიამოვნოთ მისი ყურებით, ხოლო ვისაც ჯერაც არ გვაქვს ნანახი, მაშინ ვუყუროთ და დავტკბეთ❤

Previous Post
დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. Porci

     /  November 1, 2011

    shen albat Trieris shenelebuli kadrebi ar ginaxavs, torem magas agar ityodi, yvelas mogvwons da yvelafers uxdebao😛 ise ar mqonda es reklama nanaxi da martlac lamazadaa gaketebuli, rac martalia, martalia🙂

    P.S. me miyvars sokolovi!!

    Reply
  2. ხო ამ რეკლამას ვაქებ მე თორემ შენელებული კადრები ბევრი არ მომწონს მეც😛 . ასეთი სტილის კარდები კი მემგონი ყველას თუ არა ძალიან ბევრს უნდა მოწონდეს🙂

    Reply
  3. orange

     /  December 26, 2011

    მიყვარს ეს რეკლამა❤

    Reply
  4. giorgi

     /  April 10, 2012

    Reply
    • ნანახი მაქვს ეს ვიდეო🙂
      პოსტშიც მიწერია, რომ უცხოური რეკლამის მაგალითზე არის გაკეთებული, “მაგრამ დავით სოკოლოვის ნარჩევ პრეპარატებს ისევ საზღვარგარეთული და მოპარული კარგი ნაწარმი ჯობს .”

      Reply

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: