Anathema – Empty

ყოველთვის ამოვიჩემებ ხოლმე რომელიმე სიმღერას, რომელიც მიმაჩნია, რომ ქუჩაში მოსასმენად ყველაზე ზედგამოჭრილია და ჯერ არასდროს არ შევმცდარვარ ამ საკითხში. არც ახლა მგონია ვცდებოდე, როდესაც უკვე რამოდენიმე თვეა Anathema-ს Empty უკონკურენტოდაა ჩემს პლეიერში. ამ სიმღერაში ყველაფერი ზუსტად იმ დოზითაა რაც მე მაშინ მჭირდება ხოლმე, როცა უნივერსიტეტის ჯიშმინგრეული აუდიტორიებიდან დაღლილი გამოვადგამ ფეხს და კავსაძის ქუჩისკენ დავიძრები 44 ნომერ მარშუტკას რომ დაველოდო.

ჰო, ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ მემგონი დღევანდელი დღის „ოქროს კვეთა“ სწორედ ამ სიმღერაზე მოვიდა. აღარ დავწერ იმას, რომ გავიღვიძე დილის 7 საათზე, ვჭამე, უნივერსიტეტისკენ დავიძარი და ა.შ (თუ უკვე დავწერე ეგ არაფერი). დღეს პირველი სემინარი უნდა მქონოდა შვედურ ენაში და დიდი მოთმინებით ველოდი, იმდენად დიდი, რომ 20 წუთით ადრე მივედი (*le Mowadinebul) უნივერსიტეტში. როგორც იქნა მივაგენი სკანდინავიისტიკის კაბინეტს მე-2 კორპუსში, შევედი და პირველი რაც თვალში მომხვდა არ იყო არც ასტრიდ ლინდგრენი, არც ინგმარ ბერგმანი და არც კნუტ ჰამსუნი. არამედ სრულიად უცნობი გოგო პოსტერზე, რომელიც იყო შვედი და არ იყო ქერა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაშინვე ელენი გამახსენდა, იმ საღამოს უქუსლო თხელი ფეხსაცმელები და ლამაზი თეთრი კაბა რომ ეცვა. თუმცა ალბათ 1-2 თუ მიხვდებით რომელ ელენზეა საუბარი, ამიტომ ამასაც შევეშვები. რაც მთვარია, გამიხარდა რომ ელენი უკვე პოსტერზეც აღმოვაჩინე.

მერე იყო ჩვეულებრივი გაგრძელება; რუსთველოლოგიის შესანიშნავი ლექცია და ბანძი სემინარი, სადაც ერთერთი კურსელი ისეთი უმწეობითა და საცოდაობით ყვებოდა შეზუთხულ მასალას, რომ (როგორც მაშინ ავღნიშნე) სურვილი მქონდა საქათმეში ჩამეკეტა და მამლებს დაეკორტნათ. ჩემს ფანტაზიასგაცდენილ საწამებელ ხერხებს თუ გადავხედავთ (და ბევრმა იცით თუ რა ფართო არჩევანია), არ ვიცი რატომ ამოტივტივდა ტანჯვის ეს ზოო-ხერხი, მაგრამ ალბათ იმ გოგოსთან პირველი რამ რაც დავაკავშირე საქათმე იყო და ამიტომ.

ამის მერე იყო დალაგებული საათნახევარი (ნაკლებობასამი), რის შემდეგაც საბოლოოდ დავიძარი სახლში წამოსასვლელად და, რა თქმა უნდა გზაში Anathema-ს Empty მომინდა. კი გავიფიქრე ჭავჭავაძეზე იმდენი ნაცნობი მხვდება, არ მომასმენინებენ-მეთქი, მაგრამ ეს ფიქრი დავიკიდე და როგორც ყოველთვის ხდება, ფიქრი, რომელსაც ვიკიდებთ – რეალობად იქცევა. ჯერ იყო კურსელი #1, მას მოყვა სათვალიანთა კავშირის საპატიო წევრი (როგორც თავად მოიხსენიებს თავს) ბატონი დავითი (თუ რატომ დავწერე ბატონი დავითი თავად მიხვდება, თუკი უახლოეს დღეებში ამ პოსტ წაიკითხავს). მერე იყო ოდნავი უსინდისობა კერძოდ კი ნივიჟუ კურსელ #2-ზე, მაგრამ კურსელი #3 პირდაპირ ცხვირწინ შემეჩეხა. თანაც სამივე კურსელი იმ დღეს არ მყავდა ნანახი, ასე რომ მინი-ზასო-ფართების ლეწვა მომიწია…

როგორც იქნა !

ვაშა !!!

წინ აღარაფერი ედგა სიმღერის მოსმენას მითუმეტეს,  რომ ის ოდნავი აგრესია, რაც სიმღერას თან ახლავს, უკვე შეპარული იყო ჩემს პერსპექტიულად ნერვოტნიკ ხასიათში და ვინსენტ კავანას ვოკალიც მზად იყო მის გასანეიტრალებლად. მაგრამ არა!

მტშ (მოკლე ტექსტური შეტყობინება):  „mish chavchavadzeze var, daginaxe. sad xar ?”.

– თუმცა ნინიას ყველაფერი ეპატიება, რადროს ვინსენტია, როცა ნინიაა ? გადავურეკე. დავემორჩილე – გავბრუნდი „რიკო-კრედიტისკენ“.  მცირე საუბარი მონატრებულ მეგობრებს შორის და დავიშალეთ.

მკიდია, ფალიაშვილით გავალ. ვინსენტის დროა ! ჩავრთე.

Empty vessel under the sun wipe the dust
From my face another morning black Sunday
Coming down again

(მერამდენედ დავიწყე უკვე)

მოიტანა !

ის იყო უკვე რამოდენიმე წამში ჩემს საყვარელ მომენტეც მივიდოდი (აქვე გეტყვით, რომ სიმღერის მსვლელობისას ნივიჟუ ერგო წილად კურსელ #4-საც), რომ უკნიდან ვიღაცამ ჩამომქაჩა. მოკლედ როგორც იტალიურ “რამანწიკა” ფილმებშია, მოვტრიალდი და წინ მედგა ის ვისაც ყველაზე ნაკლებად ველოდი: ჩემი ბავშვობის სიყვარული. ბევრი მაკიაჟი ესვა😐😐 :| . მაგრამ მაინც მესიამოვნა მისი ნახვა.

გავაგრძელე გზა და….  კავსაძეზე ნახევარ წუთში მივედი.  44-იც, ჩემდა გასაკვირად, მაშინვე მოვიდა. და სრულიად გამიქრა სურვილი იმისა, რომ Anathema-ს Empty მომესმინა. მადლობთ !❤

ასე რომ, გადაკოცნილო და ნივიჟუნაგემო კურსელებო, ბავშვობის სიყვარულო, დავით და ნინია, 44 ნომერი მარშუტკის მელოტო მძღოლო, არ ვიცი თქვენსა თუ განგების ჯინაზე, (ან კი საერთოდ ვინმეს ჯინაზე (?)), მაგრამ მე მაინც მოვუსმენ იმ პატარა, სამწუთიან სიმღერას, რომელიც დღეს ქუჩაში ვერ მოვისმინე და იმედი მაქვს თქვენც ჩემთან ერთად მოუსმენთ.

Ps. ახლა როცა ბლოგზე პოსტს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, კიარადა ეს სიმღერა უკვე მე-6 წრეზე მიდის !

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: