რა მოხდა ინსომნიაზე

ინსომნია

(ერთ ღამეში დაწერილი მოთხრობა)

ექვსნი ვიყავით. ყველანი რაღაცით უკმაყოფილოები. ზოგი უტრაკოებიც. კითხვის მეტს არაფერს ვაკეთებდით. კვირაში სამ-ოთხ წიგნს ვკითხულობდით და მერე ერთად განვიხილავდით ხოლმე. ერთ დღესაც მოვწვით ეს ჩვენი ჩვეულება, სიყვარული რომ გვეგონა, რეალურად ბანძი რუტინა ყოფილა, ჰოდა, რამე ისეთის გაკეთება მოგვინდა ხალხი რომ აგველაპარაკებინა. ვიღაც-ვიღაცებისთვის მაგარი შიშიც უნდა გვეჭმია. პოლიტიკოსებზე რომ ამბობენ, ნაკითხები და საშიშები არიანო, ეგეთები უნდა გავჩითულიყავით.

ერთ დღეს რკინა მოვიდა და გვეუბნება „ინსომნიამ“ სივების მიღება დაიწყოო. ფობიოგრაფიების, უფრო სწორედ. მეთქი დავუაროთ! ჯერ შარშანდელი მონაწილეების ტექსტებს გადავხედოთ, გავიგოთ როგორ იწერება და მერე მოვცხოთ. რკინამ არ გინდათ, შარშან მეც ვიყავი მანდ და აზრზე ვარო. დაგვაწერინა ყველას ჩვენს შიშებზე. ზოგიც მოგონილები ჩავამატეთ და გავუშვით. ტექსტების გამართვა არ გაგვჭირვებია, წერა ექვსივეს გვეხერხება. ზოის მოთხრობები საერთოდაც წელიწადში ოთხი-ხუთჯერ მაინც ქვეყნდება სადმე.

ექვსი კაციდან ერთი მაინც ხომ გავიდოდით?! დაველოდეთ შორთლისტს და ბრახ! სამნი გაიჩითნენ ჩვენგან. რკინა ისევ იქ იყო.

გაგვიხარდა. თითქმის ნახევარი ძალა ჩვენი იყო, პონტია რა! გამოგვკეტავდნენ იმ მაღაზიაში და შემდეგ ჩვენ ვიცოდით ნელ-ნელა მაგათი შიშებისთვის როგორ მოგვევლო. ის სამნი ბათუმში წაიყვანეს, ორგანიზატორებმა უკისრეს წასვლა. მე, ერკე და ანა დავრჩით თბილისში.

პირველი შემსვლელი ჩვენიანი იყო, იხვი. გაგვისწორდა ჯერ ეგ რომ შედიოდა, სახეს აახევდა იქაურობას. შეხედავ – ბულკია, არაფერი ეტყობა,  მაგრამ ხო ნახეთ რა შერყეულიცაა! რომ გავიგე პირველივე დღეს რაც გააკეთა, მე პირადად არ გამკვირვებია. მაგ ბულკი სიფათით მოიგო. პოკერის მოთამაშეები რომ იგებენ, ისე.

მოკლედ, დაიწყო კონკურსი, შეჯიბრი თუ რაცაა. ჯერ ფეისბუქზე ინტერვიუ გაჩითეს, იხვი გააცნეს ხალხს და შეკეტეს. გადაშალა ამანაც ბლოკნოტი დიდის ამბით და დაიწყო წერა. ვითომ მოთხრობას წერს. თან რაღაც მომენტებში ადგება და ბოლთას სცემს. ჩვენ აქედან ვუყურებთ კამერით, ლაივსტრიმია გაშვებული. მეთქი მართლა მოთხრობას წერს! თურმე რაც იმ შენძრეულ თავში მოუვა ყველაფერს გეგმის მიხედვით აწიკწიკებს.

ასე გაიყვანა რამდენიმე საათი. ეს ჟიურიც დაცვის სამსახური ხომ არაა, ყველას ეძინება! ოთხიდან ექვსამდე მაინც. ჩვენც თავიდანვე ამ დროისთვის დავთქვით, რომ დაგვეწყო მოქმედება. იხვიმ კი არივ-დარია ყველაფერი მაგრამ ნუ დავიკიდოთ ეგ! რაც გააკეთა გააკეთა! არის ახლა მაგისთვის ჩაყუდებული და კიდევ კაი ხანი იქნება. სადღაც ოთხი იყო უკვე, რომ მიადგა თაროებს, უყურებდა ალბათ რომლით დაეწყო, მერე ბლოკნოტს დახედა და პირველის წიგნები სადაც ელაგა იქით წავიდა. გუშინ მოვწვი, რატომაც დაიწყო პირველის გამოცემული წიგნების განადგურებით. ერთი წლის წინ იხვიმ რომანი დაწერა, სადღაც წელიწადნახევარი მაინც მუშაობდა მაგ ტექსტზე, როცა მორჩა წაგვაკითხა. დიდი არაფერი იყო, მაგრამ იმდენი ყლეობა იბეჭდება, ეს არავის არაფერს დააკლებდა. მოკლედ პირველთან მიიტანა ეს წიგნი და იქიდანაც ტკაცაან უარი! ეგ კი არა, ისე ებაზრა იმათი ოფისიდან ვიღაც ნაბოზარკა… ლამის ის უთხრა ამ ყლეობის წერაში დრო რატომ დაკარგეო და ამას მაგრად გაუტყდა. ჰოდა, მაგიტომაც მიადგა პირველ რიგში პირველის წიგნების. გადმოაწყო ჯერ მაგარყდიანები და დაუწყო ხევა. ნელა დაიწყო, ფურცელ-ფურცელ. ჯერ შუაზე ყოფდა, შემდეგ მთლიან გვერდს ამოხევდა, დაკუჭავდა და მიაგდებდა. სადღაც ათ ფურცლამდე რომ დახია, ადგა და კარების სახელურში სკამი გაარჭო – ფეხებით – ვინმე რომ მოსულიყო, კარი ვერ გაეღო. ერთი თაროც კართან მიაჩოჩა, ყოველი შემთხვევისთვის. მიუბრუნდა იმ წიგნს და გააგრძელა დახევა. რაღაც მომენტში როგორც ჩანს დაიღალა, როგორია აბა ნელა, აუღელვებლად დახიო ას გვერდამდე! დაიწყო ბღუჯა-ბღუჯა ხევა და ასე კი დააქუცმაცა ოცამდე წიგნი რამდენიმე წუთში. ისე, არ ვიცი იმას მაინც თუ ხვდებოდა, რომ ამით გამომცემლობას კი არა მაღაზიას აზიანებდა, მაგრამ ფაქტია, საქმეს აგრძელებდა.

მერე შეეშვა პირველის წიგნებს და პალეტისაზე გადავიდა. პალეტს ვერ იტანს – მაგათ ვინ იტანს! – წიგნებს კარტოფილივით ექცევიან და თანაც პატრიარქის სახელით მანიპულირებენ. დაუარა იმათაც და თაროები დაამხო ძირს. შემდეგ რუსულენოვან ლიტერატურას მიადგა,  რბილყდიანი წიგნები იყო და ადვილად მოუმთავრა საქმე. აი, ბოლოს რა მომენტში გადაეკეტა, ვეღარ მივხვდი, საერთოდ ყველა წიგნი, რომ ძირს გადმოყარა და თაროებიც მიაყოლა ზედ. ჟიური გარტყმაში არ იყო რა ხდებოდა. ეძინათ. იქ რომც ყოფილიყვნენ რას უშველიდნენ?! მაღაზიაში მაინც ვერ შევიდოდნენ, კარს ხომ მიადგა დიდი თარო! საერთოდ ოთახის ყველა შესასვლელი ჩაკეტა. ტუალეტის მხარეც. იქაურობა სანაგვეს დაამსგავსა. აქედან მე, ერკე და ანა ვუყურებთ და ვერ ვხვდებით რა ხდება, რას აკეთებს. საერთოდ სხვა ჩანაფიქრი გვქონდა. კი, ეგრეა, მაგრად უნდა შეგვეშინებინა ორგანიზატორები, რაც იხვიმ იმაზე ათჯერ უფრო მაგრად გააკეთა, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით, მაგრამ როგორც ქნა ეგ აზრად არ გვქონია.

ამ დაყრილ წიგნებს ცეცხლი წაუკიდა. ნახევარ წუთში უკვე საკაიფო ალი იყო ავარდნილი. ყველგან ქაღალდი იყო და ადვილად გადავიდა ცეცხლი მთელს მაღაზიაზე. სადღაც ორ წუთში, უკვე მაგარი ხანძარი გაიჩითა, იხვიმ თაროთი გაამტვრია ვიტრინა და გაიქცა. მალევე კამერებიც გაითიშა და აზრზე აღარ ვიყავით რა ხდებოდა. რკინამ გვითხრა მეორე დღეს, მეზობელი შენობიდან სახანძროში რომ დარეკეს, მთელი მაღაზია გიზგიზებდა უკვეო.

სანამ ისინი მოვიდნენ ცეცხლი გარეთაც გასულა. თურმე გვერდით საწყობი ჰქონიათ, წიგნებს სადაც ინახავდნენ, ეგ არც ვიცოდით. ის საწყობიც დამწვარა, ცეცხლს დედა უტირებია იქაურობისთვის.

იხვი თბილისის მატარებელს რომ ელოდებოდა მახინჯაურის სადგურზე, მაშინ დააკავეს. მაგ დროს იმ წიგნის მაღაზიას სამი სახანძრო ეკიპაჟი აქრობდა. კაი ხანი ეჩალიჩნენ. კი ჩააქრეს, მაგრამ შველით ვერაფერი უშველეს. იმის მეპატრონე იძახდა, იხვი უნდა მოვკლაო. ესეც რკინამ გვითხრა, გვერდით ედგა და გაიგო. იმ დილას მთელი ინსომნიას გუნდი მაღაზიასთან იყო.

*

გუშინ ვნახეთ იხვი, იზოლატორიდან გამოიყვანეს, შეგვახვედრეს. მე და ერკე გავყევით დედამისს. ქალი ჯერ ხმას ვერ იღებდა, შიშისგან დამუნჯებულიყო. შემდეგ რაღაც მომენტში აუშვა და  უყვიროდა იხვის, იმას მაინც თუ ხვდები რა გააკეთეო. იხვიმ ძაან კარგად ვხვდებიო, უპასუხა. თავიდან შეგნებულად ვაკეთებდი, მერე იყო რომ გადამეკეტა და ვეღარ ვაკონტროლებდი თავსო. თან შეშინებია გზაში, მიხვდა რომ გადაამლაშა. მარტო ამაზე ვფიქრობდი, იმდენი ვერც კი გავიაზრე, რომ სადგურზე არ წავსულიყავიო. ეგრეა რა. კაცი წიგნის კითხივს მეტს რომ არაფერს აკეთებ, თანაც უტრაკო ხარ, ერთხელ აშვება გჭირდება მეტი კი არა! აიშვებ და ღუპავ ყველაფერს. თავსაც იღუპავ.

ახლა მამამისი ვიღაცებთან დარბის, რომ იხვის გიჟის ბილეთი გაუჩალიჩონ და ციხეში არ გაუშვან. ანამ თქვა, თუ ჩააყუდეს, 5 წელს მიარჭობენო. დიდი ზარალი ყოფილა. ცალკე საქონელი და ცალკე ფართიო. მე ეგეთები არ ვიცი. ანა იურისტია და იმას ვუჯერებ. ერთი ის კი შემიძლია ვთქვა, რომ ამ ამბით იმავე ქუჩაზე მდებარე წიგნის სხვა მაღაზიაა ძალიან ბედნიერი.

ის მეპატრონე ისევ გაიძახის, რომ გამოვა მაშინ მოვკლავო.

სიგარეტის კოლოფებიდან პრემიერლიგის ისტორიაში

რაღა დაგიმალოთ და ინგლისური ფეხბურთის დიდმა ქომაგმა იმ ისტორიული „დოკუმენტების“ შესახებ, რომელზეც ქვემოთ უნდა გიამბოთ, მხოლოდ და მხოლოდ, რამდენიმე კვირის წინ გავიგე, როდესაც პროგრამაში „რა? სად? როდის?“ , ბაჩანა შენგელიას ექვსეულის გუნდს ბლიც შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. სამივე შეკითხვას მეც მაშინვე ვუპასუხე და გუნდის წევრებმაც, თუმცა ამ დროს შეკითხვები აღარ მაღელვებდა, თავში სულ სხვა რამ მიტრიალებდა: როგორც კი პროგრამა რეკლამაზე გავიდოდა, დამეგუგლა ინფორმაცია OGDEN’S CIGARETTES-ის შესახებ.

newcastlenickინგლისელი ბიზნესმენის თომას ოგდენის ფირმა, როგორც სათაურიდან ხვდებით, სიგარეტს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთში და ერთ დღეს ამ კაცს თუ მისი კომპანიის რომელიმე გონებამახვილ თანამშრომელს ერთი კარგი იდეა დაებადა თავში: 1930-იანი წლების დასაწყისშიც ისევე უყვარდა ინგლისელ ხალხს ფეხბურთი, როგორც დღეს უყვარს, ამიტომაც OGDEN’S CIGARETTES-ში იფიქრეს, რომ მეტი კლიენტი ეყოლებოდათ, თუ მათ პროდუქციას ფეხბურთს დაუკავშირებდნენ და შესანავი გამოსავალიც მონახეს.  დაბეჭდეს 50 ინგლისური საფეხბურთო კლუბის სახალისო ბარათები და სიგარეტის კოლოფებში ჩაალაგეს. მე რომ 30-იანი წლების მწეველი ინგლისელი ვყოფილიყავი, ამ წამოწყების გამო, ნამდვილად ვუღალატებდი საყვარელ ბრენდს და „ოგდენზე გადავიდოდი“, ოღონდ კი ეს ბარათები შემეგროვებინა. Read the full post »

Welcomed in Hell

galatasar1

 

ასე მოვუყევი ეს ამბავი ჩემს ძმაკაცს:

“ეს იტალიური კლუბები ბავშვობიდან არ მევასება. ნაკრები არ მიყვარდა არასოდეს და კლუბებზეც ეგრე განვეწყე მერე. გალათასარაი კიდევ პირიქით. ფორმაც მაქვს მაგათი… არა, ბიჭო, მანამდეც მაგრად მევასებოდა, მაგრამ რაც დროგბა გადავიდა იმის მერე უფრო!.. ჰოდა ჯგუფში რომ ჩატოვა იუვენტუსი, მემგონი საქართველოში მე მიხაროდა ყველაზე მეტად. მარა, უბრალოდ, ბედი ჰო გინდა რა?! მეორე დღეს თოკომ მომწერა გილოცავ დროგბა გიბრუნდება სტადიონზეო. მეთქი რეებს ბჟუტურებს, რა სტადიონზე გვიბრუნდება?! თურმე კენჭისყრის შემდეგ დაუჯდა გალა ჩელსის. მაგრად მეწყინა. ჰო ხვდები რა პონტია, ბავშვობიდან ჩელსის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს გალათასარაიც ძაან მიყვარს და მინდა რომ გავიდნენ ორივენი მეოთხედფინალში მაინც, ჰოდა, უცბად ერთად არ დაჯდნენ?! მაგ პონტში გამიტყდა. მაგრამ მეორე მხრივ, სტამბული აქვეა და მეთქი ეეე ჩელსის თამაშზე გავიჩითები!

Read the full post »

ვიდეო-რევიუ “ჩაკ პალანიკი – მებრძოლთა კლუბი”

რამდენიმემ ალბათ იცით, რომ გამომცემლობა “დიოგენემ” გამოაცხადა ვიდეო-რევიუების კონკურსი, სადაც ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ.

ეშმაკი და ღმერთისაგან მიტოვებული კაცი

ხავიერ ბარდემი

ხავიერ ბარდემი

გარეგნობით ბევრს აღიზიანებს – მახინჯ მექსიკელ მაჩოს წააგავს. მიჭყლეტილი ცხვირით და ჩაღამებული თვალებით. ზოგს არც მისი სამსახიობო ოსტატობა ხიბლავს (და ვერ ვხვდები თუ რატომ), მაგრამ ჩემთვის მაინც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობად იქცა. გარკვეულწილად უკვე განაპირობებს, რომ იმ ფილმებისადმი, სადაც ის მონაწილეობს, უკვე დადებითად განვეწყობი ხოლმე. დღესაც ორ ასეთ ფილმზე, სრულ შედევრებზე,  გეტყვით ორიოდე სიტყვას.

Read the full post »

მარი ბექაური – მატარებლის ხმა

 

 კაცის ამბავი

არავინ დამიჯერა. როცა ვთქვი, რომ კაცმა თავი იმის გამო მოიკლა, რომ მატარებლის სადგური გააუქმეს, ყველამ გიჟად ჩამთვალა. თავიდან ვიფიქრე, პოლიციაში მივალ და ყველაფერს დაწვრილებით მოვყვები-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არსებობს რაღაცები, რაღაც ისტორიები, რომლებიც თავიანთ გმირებთან ერთად კვდებიან. დღემდე მგონია, რომ სწორად მოვიქეცი…

ჩემი ამბავი ჩემს უძილობასთან ერთად დაიწყო. უფრო სწორად, ჯერ უძილობა იყო, რომელსაც მიზეზი ვერ გამოვუძებნე და რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე ცარიელ არყის ბოთლებს ტოვებდა, ხოლო შემდეგ კაცი მეზობელი სახლიდან, რომელიც ამ უძილობაში შემოიჭრა თავისი უცნაური ისტორიებით…

ზუსტად არ მახოვს, რამდენი ღამე მქონდა გათენებული. არც ის მახსოვს, რამ მომაგონა იმ შუაღამისას მაინც და მაინც ფანჯარიდან გადაყუდებულს მეფიქრა საკუთარ უიმედობაზე. მაგრამ ასე კი მოხდა და სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი… ოთახებში უაზრო სიარულის შემდეგ ფანჯარა გამოვხსენი და სიგარეტს მოვუკიდე. ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე და მინდოდა მიზეზი მეპოვნა, რათა რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი ნორმალურ ცხოვრებას. ჰოდა სწორედ ამ ფიქრებში ჩაძირულმა გავიგონე ვიღაცის ხმა.

„შენც არ გძინავს.“ – თქვა კაცმა გვერდითა სახლის ფანჯარიდან და რადგან პასუხის გაცემა დამაგვიანდა, ისევ თვითონ განაგრძო: „თითქმის ორი კვირაა ათენებ. თუ გინდა ჩემთან ერთად დაელოდე ხოლმე.“

„რას?“ – მივუგე დაბნეულმა.

„მატარებელს.“ – ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა. – „გინდა?“

ვიფიქრე, დარტყმულია-მეთქი და ფანჯარა მივხურე. მანამდეც გამეგონა მეზობლებისგან, რომ ცოტათი ვერ იყო. მე შეხება არ მქონია. სახლიდან ძალიან იშვიათად გადიოდა. ამიტომ ორი წლის განმავლობაში, სანამ იქ ვცხოვრობდი, სულ რამდენჯერმე მომეკრა თვალი.

Read the full post »

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი

festგასულ კვირას ფურცელზე ჩამოწერილი გეგმის მიხედვით ვცხოვრობდი, რაც თბილისის საერთაშორისო კინოს ფესტივალით იყო გამოწვეული. ფილმებიც ფესტივალის გახსნამდე 4-5 დღით ადრე ავარჩიე და ყველანაირად შევეცადე უნივერსიტეტი, სამსახური და ფესტივალი საუკეთესოდ შემეხამებინა ერთმანეთისათვის. საბოლოო ჯამში მოვახერხე 8 სრულმეტრაჟიანი და 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვა.

თუმცა სანამ კონკრეტულად ფილმებზე მოგიყვებოდეთ, 1-2 სიტყვას ორგანიზაციულ საკითხებს დავუთმობ; არ მესმის, ასეთი მასშტაბის ფესტივალის დროს რატომ უნდა იქმნებოდეს ისეთი პრიმიტიული პრობლემები, როგორებმაც „რუსთაველსა“ და „ამირანში“ წარმოიჩინა თავი. პირველ რიგში დასწრების საკითხი არის სახსენებელი. ხშირი იყო, როცა სეანსებზე უბილეთო მსურველთა რიგი იდგა, რასაც ორგანიზატორები იმით შველიდნენ, რომ ადგილების გავსებიდან რამდენიმე წუთში დანარჩენ ხალხს „შეყრიდნენ“ კიბეებზე. ყოველივე ამის გამო მაღალრეიტინგული ფილმების სეანსებზე გაუსაძლისი იყო დარბაზში სუნთქვა. პრობლემები შეიქმენა ასევე ბილეთებთან დაკავშირებით, როდესაც რამდენიმე ადამიანს (მათ შორის მეც) შემთხვევით მიჰყიდეს ჟიურის წევრებისთვის გამოყოფილი ბილეთი. ერთ-ერთ სეანსზე გარეგნულად ჩრდილოევროპელ მამაკაცს თავაზიანად მოვახსენე, რომ ჩემს ადგილზე იჯდა, მან კი ისეთი ამბავი ამიტეხა, მე ჟიური ვარ, აქ რა გესაქმებაო, რომ თავჩახრილი უკანა რიგში გადავბარგდი.

ცალკე უნდა ითქვას ასევე სუბტიტრებზეც. როდესაც ფრანგულ, რუმინულ, გერმანულ ფილმს უჩვენებ და ზედ რუსულ ტიტრებს ადებ, ცოტა არი იყოს და მაყურებლისთვის დამღლელი ხდება მისი ყურება. თანაც ტიტრებისთვის თვალის დევნებამ შეიძლება რომელიმე შესანიშნავ კადრზე არ მიგაქცევინოს ყურადღება, რაც ჩემთვის ძალზედ მტკივნეული თემაა. კარგი იქნება თუ ყველა ფილმი ითარგმნება ქართულ ენაზე (ინგლისურზე და რუსულზე მაინც) ან სუბტიტრები მაინც იქნება ქართული. მიუხედავად ამისა, ეს პრიმიტიული პრობლემები, დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი ამოსაძირკვია და იმედი მაქვს შემდეგ ფესტივალზე თავს აღარ შეგვახსენებენ.

რაც შეეხება ფილმებს, კინომცოდნის სტატუსით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მითუმეტეს, რომ რიგითი კინომოყვარული ვარ და მეტი არაფერი, ასე რომ ჩემი შეფასებებიც ამ კუთხით მიიღეთ:

Read the full post »

გუსტავ კურბე – ადამიანობის მხატვარი

მე-19 საუკუნის ფერწერაში დასაბამი ეძლევა სრულიად ახალი ტენდენციების განვითარებას; ამის ფესვები კი დაახლოებით ნახევარი საუკუნით ადრე უნდა ვეძებოთ, რადგან ფრანცისკო გოიადან მოყოლებული, ყველა დიდი მხატვარი ისწრაფვის საკუთარი მკვეთრი ხელწერის შესაქმნელად, რაც შედეგად გვაძლევს ბუნებრივ, თავისთავად წარმოშობილ მცდელობებს მოხდეს ახალი თემების დამუშავება და უფრო სრულყოფილი სახე მიიღოს იმ ნოვაციებმა, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე წარმოიშვა და  მომდევნო მრავალი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა გზით ვითარდება. ამ საწყისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფერმწერი და „პრე-იმპრესიონისტული“ ხელოვნების დამაგვირგვინებელი ეტაპია ფრანგი გუსტავ კურბე.

გუსტავ კურბე 1819 წელს დაიბადა საფრანგეთში, გლეხის ოჯახში. ბავშვობა  მშობლიურ ქალაქ ორნანში გაატარა, იქვე მიიღო საშუალო განათლებაც. 1937 წელს კურბე ბეზანსონის სამხატვრო კოლეჯში გააგზავნეს, 2 წლის შემდეგ კი პარიზში წავიდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა.

ადრეული ასაკიდან კურბეს უყვარდა პეიზაჟებისა და ნატურმორტების ხატვა, რასაც უმეტესწილად განაპირობებდა სოფელში გატარებული წლები და ბუნებასთან ყოველდღიური კავშირი. მოგვიანებით დაიწყო ადამიანების დახატვაც. ამის მიზეზი კი ძირითადად მხატვრული ლიტერატურის სიყვარული. ის ხშირად ცდილობდა შეექმნა რომელიმე ლიტერატურული გმირის სახე,  რაც გამოწვეული იყო მისი მეგობრობით მწერლებთან, პოეტებთან, ფილოსოფოსებთან. 1840-იანი წლების ბოლოდან იწყება გუსტავ კურბეს დიდების ხანა. ამ დროისთვის მისი სურათები იძენენ სიმწვავეს და ხდებიან ეპატაჟურნი.

Read the full post »

არჩევანი

რამდენიმე საათში ჩემს პირველ პოლიტიკურ არჩევანს გავაკეთებ;

თუმცა ჯერაც არ ვიცი რა ვქნა.

არჩევანს როცა აკეთებ, რაღაც სასარგებლოსკენ უნდა გადაიხარო ხოლმე, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის დგახარ.

მე კი არ ვიცი ვის ვენდო; მწამებლებს? ქრისტიანობის სახელს ამოფარებულ გამძღარ კონფორმისტებს? რობინ ჰუდებს? პატარა კაცებს?  თუ მეოცნებეებს, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი საკუთარი პარტიის სასარგებლოდ შემოატრიალონ?

არ ვიცი.

და ალბათ არც მეცოდინება მანამ, სანამ ბიულეტენში, რომელიმე ნომერს არ შემოვხაზავ.

ნუ შემოხაზავ ნურცერთსო მეტყვით და მეც დაგეთანხმებოდით; სიამოვნებით არ შემოვხაზავდი არავის – დავხევდი, დავწვავდი, დავაჯვამდი ბიულეტენს და ასე ზარზეიმით მივიტანდი ყუთამდე, თუმცა ამ დამპალი რეჟიმის ხელში, ჩემი ეს ქმედება სისტემის სასარგებლოდ ჩაითვლება და ჩემს თავთანაც ვერ ვიქნები მართალი.

მე კი ხვალ მხოლოდ ერთი რამ მინდა;

მთაწმინდის პანთეონში ავიდე და იმ კაცის საფლავი ვინახულო ვისაც მართლა უყვარდა საქართველო.

2009 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი შემოქმედი დაკარგა.

„ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ – ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს : იძინე მშვიდად. ჯერ ჩვენ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვია!”

რა ნამუსით გავიმეორო იგივე სიტყვები ხვალ ?

Read the full post »

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 113 other followers