მე არ ვიცი რა უნდა მოხდეს ისეთი, რა უნდა მოვისმინო, რა დონეზე უნდა შემეცვალოს მუსიკალური გემოვნება, რომ „კედელზე“ დიდებული ალბომის ტიტული რომელიმე სხვა ნამუშევარს მივანიჭო. თუმცა აქ იმისთვის არ ვწერ ამ პოსტს, რომ ამ საოცრებაზე პოლემიკა გავმართო, პირიქით – „კედელი“ ჩემთვის იმ საკრალურ არსებებში (!) გადის, რომელზე დაწერასაც ჯერ ვერ გავბედავ!
გუშინ, 27 თებერვალს, გაყიდვაში გამოვიდა Pink Floyd-ის ამ ლეგენდარული ალბომის Immersion გამოცემები. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ მსგავს გამოცემებში იგულისხმება, იმ შავი მასალის საჯაროდ გამოტანა, რომელიც ალბომის შექმნის პროცესში იწერებოდა. გამოცემა სულ 6 დისკს მოიცავს, და მასში შესულია როგორც ცალკეული მუსიკოსების (უმეტესად, რა თქმა უნდა, როჯერ უოტერსის) მიერ დაწერილი მასალები, ასევე რამდენიმე ლაივ-ჩანაწერი, ადაპტირებული ვერსიები და სხვა. გარდა ალბომებისა გამოცემაში შეხვდებით აქამდე არნახულ ვიდეომასალას, 44 სრულყოფილ წიგნაკს, ბროშურებს, იშვიათ ფოტოებს, ბუკლეტებს – რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის!
თუმცა არ დავივიწყოთ, რომ ეს საქართველოა და ჩვენი ქვეყანა მასალების პირატულად მოპოვების ერთ-ერთი ლიდერია. ასე რომ 6-ვე დისკს უკვე გადააწყდებით Pink Floyd – ის ოფიციალურ ქართულ Facebook გვერდზე . ჩემი დიდი რჩევაა ყველას, ვისაც ეს ბენდი გიყვართ, მოისმინოთ ეს ალბომები. მართალია ვერავინ იტყვის, რომ შავი მასალაც ისეთი დიდებულია, როგორც „კედელი“, მაგრამ ასეთი ფაილების მოსმენას სხვა ემოციები მოჰყვება ხოლმე. ეს სიმღერები დაგეხმარებათ უფრო უკეთ იგრძნოთ ის ატმოსფერო, ის გარემო სადაც იქმნებოდა ეპოქა სახელად Pink Floyd. ამ სიმღერებს თავისი სუნიც კი ასდის, მათი მოსმენით თქვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამთ წინ ჯგუფის შიდა სამზარეულოში შესაღწევად.
ხოლო ვისც გაქვს მსგავს რამეებში ფულის დახარჯვის საშუალება, აუცილებლად შეიძინეთ ეს გამოცემა და სახლში განძი შეაბრძანეთ, მით უმეტეს, რომ Pink Floyd-ის მაღაზიაში ჯერჯერობით მისი ფასი, მხოლოდ და მხოლოდ, 95 ფუნტი-სტერლინგია, რაც მსგავსი ნამუშევრებისთვის სულაც არ არის ძვირი.
პს. აქამდე მსგავსი სახით გამოიცა 1973 წლის Dark Side Of The Moon-ის და 1975 წლის Wish You Were Here-ის Immerstion გამოცემები
და კიდევ ერთი… მოუსმინეთ ამ ალბომებს და შემდეგ კიდევ ერთხელ უყურეთ ალან პარკერის დიდებულ ფილმს, რომელიც ამ ალბომის მიხედვითაა გადაღებული.




























Joleane
/ February 28, 2012ეე ჩემი ფეიჯი :დ შენ ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი ხარ გვერდზე რის გამოც ადმინისტრაციისგან ერთ დიდ პრიზს იმსახურებ ^__^ სხვათაშორის უოტერსი როგორც მუსიკოსი amused to death და final cut-შიც ბოლომდე დებს თავის ნიჭს და შესაძლებლობებს :3
PorcupineD
/ February 28, 2012მადლობა
როჯერი ერთ პატარა აკუსტიკურ სიმღერაშიც კი ბოლომდე იხარჯება, მე თუ მკითხავ
Apple Butaphory
/ May 14, 2012PINK FLOYD- ამ ჯგუფის გენიალურობის, განუმეორებლობის და ნიჭის დასახასიათებლად უბრალოდ არ არსებობს სიტყვები…. ყველა დროის უძლიერესი ჯგუფი,მათი მუსიკა იმდენად დიდი კოსმოსური ძალის მატარებელია რომ არ შეიძლება მისი მოსმენის შემდეგ არ გახდე მათზე გაგიჟებული ♥♥♥
PorcupineD
/ May 14, 2012გეთანხმები, ნამდვილად გენიოსური მუსიკაა. სიტყვები ვერ აღწერენ მათ მიერ მოწოდებულ ემოციებს.
პირადად ჩემთვის ანალოგი არ მოეძებნება ფლოიდის მუსიკას <3
Apple Butaphory
/ May 14, 2012რათქმაუნდა =)))) განუმეორებლები იყვნენ ,არიან და იქნებიან მომავალშიც =)) (ბანალურია მაგრამ ასეა)